Thursday, September 09, 2010
სალონი თბილისი ბერლინი / Salon Tbilisi Berlin
25 სექტემბერი, 2010, 19.30 საათზე
აბრეშუმის მუზეუმი, ცაბაძის ქ. 6 (მუშტაიდის ბაღის შესასვლელის პირდაპირ), თბილისი, საქართველო
რა ხდება, როდესაც გეპატიჟებიან სუფრაზე, მაგრამ მალე ხვდები, რომ რაღაც უცნაურ გარემოებას აქვს ადგილი? პირველი შეხედვით თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება. თამადა სტუმრებს ეპატიჟება, ქალები სუფრას აწყობენ, სტუმრები მაგიდასთან სხდებიან... მაგრამ რატომ ესვრიან ქალები ერთმანეთს უცნაურ მზერას? კარები ჩაეკეტათ? რას ეჩურჩულებიან ერთმანეთს? თამადა ამ ყველაფერს მხოლოდ ღიმილით შესცქერის. როდესაც იგი პირველი სადღეგრძელოს სათქმელად დგება, მთელი საღამო სხვა ელფერს იძენს. არავის ესმის მისი, თითქოს უცნაურად ბუტბუტებდეს. 7 ქალი კი მის გვერდით დგას, იღიმის და ეშმაკურად აქნევს თავს. ნელ-ნელა ისინი თავიანთ თავზე იღებენ სუფრის გაძღოლას.
როდესაც უერთდები სალონს თბილისი ბერლინი, საიდუმლო საზოგადოების წევრი ხდები. 14 ქალმა ერთად მოიყარა თავი, რათა შეეცვალათ სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ. ნელ-ნელა ისინი საზოგადოების სხვადასხვა სფეროში აღწევენ და ერთმანეთს გზავნილებს თავიანთი ქვეყნის საზღვრებს მიღმა უგზავნიან. დააკვირდი მათ ნიშნებს შენ გარშემო – ქუჩებში ქალები პატარა ჯგუფებად დგანან და ჩურჩულებენ, ყანწები ყველგან ქრება, კაცები კარგავენ თავიანთ ხმას და ყველგან უცხო ნიშანი ჩნდება. იქნებ ეს მხოლოდ უცნაური დამთხვევაა? შესაძლებელია, მაგრამ ყურადღებით დააკვირდი და უსმინე, სალონი თბილისი ბერლინი მალე გახსნის თავის კარს ანდა, შესაძლოა, იგი უკვე გაიხსნა შენ გვერდით.
შემოგვიერთდით სალონში თბილისი ბერლინი 25 სექტემბერს აბრეშუმის მუზეუმში 19.30 საათზე. ცაბაძის ქ. 6 (მუშტაიდის ბაღის შესასვლელის პირდაპირ), თბილისი, საქართველო
რას წარმოადგენს სალონი თბილისი ბერლინი?
სალონი თბილისი ბერლინი არის ინტერდისციპლინარული პერფორმატიული პროექტი, რომელიც 2010 წლის დეკემბრიდან ყოველ 2 თვეში ერთხელ რეგულარულად ჩატარდება თბილისსა და ბერლინში.
25 სექტემბერს 19.30 საათზე სალონი საზოგადოებისთვის უკვე ერთჯერადად გახსნის კარს აბრეშუმის მუზეუმში. პერფორმანსის დევიზი არის “შეხვედრა და შეჯახება”.
ინტერდისციპლინარული პერფორმატიული პროექტის ფარგლებში გაიმართება სუფრა, რომელსაც საკუთარი თამადა ეყოლება. 14 ხელოვანი ქალი თავად ითამადებს, რითაც დაეუფლება ამ მამაკაცურ სამფლობელოს და გაუძღვება სფრას. ეს არის პერფორმატიული და წერითი (ლიტერატურული) პროექტი ქალურ იდენტურობაზე, კლიშეებსა და სტერეოტიპებზე, რომელთაც ვუპირისპირდებით საზოგადოებაში. ეს ასევე არის ერთგვარი ლაბორატორია ხელოვანთათვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ერთობლივად ჩაატარებენ ექსპერიმენტს, რათა ნახონ რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ ერთმანეთისგან.
ყოველ 2 თვეში ერთხელ 14 ქალი დაწერს თავისუფალ, ასოციაციურ ტექსტს დაფუძნებულს ქართული სადღეგრძელოს თემაზე (ოჯახი, სახლი, მშვიდობა, მანდილოსანი და ა.შ.). ეს ტექსტები შემდგომ გადაითარგმნება და წარმოდგენილი იქნება “სუფრის” პერფორმანსზე თბილისსა და ბერლინში. ქალები საკუთარ თავზე აიღებენ თამადის ფუნქციას და წარადგენენ როგორც თავიანთ, ასევე სხვა ქვეყნის ქალთა მიერ დაწერილ ტექსტს. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვეული სუფრა და ტექსტების კითხვა, ხელოვანები გაითავისებენ სხვადასხვა როლს, ისხდებიან მაყურებელთა შორის და კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრებენ მათთან.
2011 წლის ზაფხულში, ყველა მანამდე დაწერილი ტექსტის განსახილველად და ერთობლივი ბოლო ტექსტის დასაწერად თოთხმეტივე ქალი შეხვდება ერთმანეთს თბილისსა და ბერლინში. საბოლოოდ ყველაფერი ამ ორ ქალაქში მოიყრის თავს ერთ დიდ პერფორმანსად.
სალონი თბილისი ბერლინი გერმანელი მსახიობის მარაიკე ვენცელის პერფორმატიული პროექტია თბილისელი და ბერლინელი ხელოვანი ქალბატონების თანამშრომლობით.
სალონი თბილისი ბერლინის წევრები არიან: ხათუნა ჩაფიჩაძე, მარიამ გაგოშაშვილი, ეკა ქეცბაია, ნინო ხარჩილავა, თამთა მელაშვილი, თამუნა ქებურია, ნატუკა ვაწაძე თბილისში
და
კატია ჰერმანი, შტეფანი დე ველასკო, მარიანე მიულიხენი, ფრედერიკე შტაინერტი, ევა შუმახერი, ანია ვენცელი და მარაიკე ვენცელი ბერლინიდან.
თარგმანი: თინა გურჩიანის
Join the Salon Tbilisi Berlin
Salon Tbilisi Berlin
25th of September, 2010, 19:30h.
Silk Museum, Tsabadze Street 6 (next to the entrance of Mushataidi park) Tbilisi, Georgia
What happens if you are invited to a supra but soon realize there is something strange going on? But what is it? Everything looks quite normal at first. The tamada is welcoming the guests, women are running around the room setting the table, the guests are taking their seats... but why are the women throwing strange glances at each other? Did they just lock the door? What are they whispering to each other? The tamada is just smiling through all this. When he gets up to speak the first toast, the whole evening turns into a different direction. No one can understand him, only a strange mumble comes out of his mouth, only the 7 women stand at the sides smiling and nodding knowingly. Slowly they are taking over...
By entering the Salon Tbilisi Berlin you enter a secret society. 14 women have come together to change the world they are living in, slowly they are entering different areas of society. They send their messages to each other beyond the borders of their countries. Look out for their signs around you - women are standing on the streets in small groups whispering, kanzis are disappearing everywhere and men are loosing there voices and a strange sign keeps appearing everywhere. Is this just a strange coincidence? Maybe, but keep your eyes and ears open, the Salon Tbilisi Berlin will be opening its doors soon and maybe it has already opened next to you.
Join the Salon Tbilisi Berlin on the 25th of September at Silk Museum, at 19:30h., Tsabadze Street 6 (next to the entrance of Mushataidi park) Tbilisi, Georgia
What is the Salon Tbilisi Berlin?
The Salon Tbilisi Berlin is an interdisciplinary performance project, which will take place regularly in Tbilisi and Berlin, every two months from December 2010 on.
On the 25th of September it will already open its doors once for the public at Silk Museum at 19:30h. The motto of this first performance is "meetings and encounters".
The frame for this interdisciplinary performance project sets the Georgian "Supra" with its "Tamada". The 14 female artists will take the part of the tamada, enter this a male domain and celebrate their own supra. It is a performance and writing project about female identity, cliches and stereotypes we are facing in our society. It is also laboratory for artists who will experiment together across the borders of their counties to see where they meet and where differences lie.
Every two months the 14 women will write free, associative texts based on the subjects of the Georgian toasts (such as family, home, peace, women etc). These texts are then translated into the other language and presented during a performance set around a "Supra" in Tbilisi and Berlin. The women will take the part of the "Tamada" at the table and will present their own and a text of a women from the other city. This will not just be an ordinary supra and reading of the texts, the artists will step into different characters, sit amongst the audience and interact with them.
In summer 2011, all 14 women are going to meet in Tbilisi and Berlin to write a last text together and to view all the written texts. They will then put them together to a big performance in Berlin and Tbilisi.
Salon Tbilisi Berlin in a performance project by the German actress Mareike Wenzel, in collaboration with female artists from Tbilisi and Berlin.
The Salon Tbilisi Berlin are: Khatuna Chapichadze, Mariam Gagoshashvili, Eka Ketsbaia, Nino Kharchilava, Tamta Melashvili, Tamuna Qeburia and Natuka Vacadze in Tbilisi
and: Katja Herrmann, Stefanie de Velasco, Marianne Mühlichen, Friederike Steinert, Eva Schumacher, Anja Wenzel and Mareike Wenzel in Berlin.
Translations: Tina Gurchiani
სალონი თბილისი ბერლინი მხარდამჭერები / Salon Tbilisi Berlin is supported by:
გეოეარი / GeoAIR
ქალთა ფონდი საქართველოში / Women's Fund in Georgia
ევროპული კულტურის ფონდი / European Cultural Foundation/Step Beyond Mobility Fund
ფონდი ღია საზოგადოება / Open society foundation
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment