„გასახდელი / სამოსი“
ელიზაბეტ უაითი, ენ ელიზაბეტ მური, აშშ
კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი
მისამართი: ცაბაძის ქ. 6 თბილისი
31 ოქტომბერი-10 ნოემბერი, 2011, თბილისი, საქართველო
“გასახდელი” (2006) იძიებს ადმიანის პირად, სოციალურ და ფსიქოლოგიურ კავშირს ტანსაცმელთან მიმართებაში. შეერთებული შტატების კულტურაში ქალებს ეკისრებათ ჩაცმასთან დაკავშირებული საკითხების კარგად ათვისება, როგორ უნდა გამოიყურებოდნენ, იარონ საყიდლებზე და ა.შ. სადაც არ უნდა მოვხვდეთ ქალის ტანი ყველგან განიხილება, როგორც ტერიტორია, რომელზეც სოციალური სტატუსი, პიროვნულობა და მორალური მახასიათებლებია ასახული. აქედან გამომდინარე სურვილი საკუთარი თავის წარდგენისა ისე, როგორც გვინდა რომ აღქმულები ვიყოთ, განსაზღვრავს ჩვენს გარეგნულ სახეს და ქმნის გრძნობას, თითქოს შეგვწევს ძალა ვმართოთ სისტემა, რომელზეც ნაკლებად შეგვიძლია გავლენის მოხდენა. ჩვენი იმედების და შიშების გამაერთიანებელი გასახდელი ოთახი თანდათან იქცევა სივრცედ, სადაც ძალაუფლების ძიების პროცესი გადაიზრდება საკუთარი თავის შესწავლის განმეორებად პროცესად. განვიხილავთ რა ჩვენს თავებს სხვისი მზერის ობიექტებად, ამ პირადულ სივრცეში ჩვენ ვსაზღვრავთ რა იქნება ჩვენი საჯარო გარეგნობა, სადაც ჩვენ ერთდროულად მაყურებლებიც ვართ და თავად პერსონაჟები, ვისაც უყურებენ. საკუთარი თავის დამაკმაყოფილებლად წარმოჩენის სურვილზე მიუთითებს უხერხული და მუდმივი პროცესი ტანსაცმლის შერჩევისა. წარმოდგენილი ორი ვიდეო, რომელიც ცალ-ცალკე არის გადაღებული, ხაზს უსვამს განსხვავებას პიროვნების ნამდვილ ბუნებასა და მის გარეგნობას შორის და ეწინააღმდეგება მაყურებლის პრივილეგიას დაიკმაყოფილოს თავისი ვოიორისტული მისწრაფებები.
“გასახდელი” ნაჩვენები იყო ნიუ იორკის ვიზუალური ხელოვნების გალერეაში.
“სამოსი” (2010) ენ ელიზაბეტ მურმა შექმნა Leipziger Baumwollspinnerei-ს (ლეიფციგის ბამბის სართავი ქარხანა) რეზიდენციაში, ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე დიდ და ძველ ქსოვილის მწარმოებელ ქარხანაში. ძველი რადიკალური სოციალური წყობის ორგანიზების მომსწრე და ამ სფეროში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ერთგვარმა სამოთხემ, Baumwollspinnerei-მ მძიმე დარტყმა მიიღო ბერლინის კედელი დაცემის შემდეგ, თანამშრომლების უმრავლესობას მოუწია სამსახურის დატოვება. ამ დროს მან საბოლოოდ შეწყვიტა წარმოება და კარი გახსნა ხელოვანებისთვის და გალერეებისთვის. მიუხედავად ამისა, 1989 წელს ადგილობრივი მოთხოვნა არც ქსოვილზე და არც მისგან წარმოებულ ნედლეულზე არ შემცირებულა. ამის შემდეგ გერმანია შეუერთდა საერთაშორისო პოლიტიკურ შეთანხმებას ქსოვილის წარმოებასთან დაკავშირებით, რომელსაც “მულტი-ქსოვილური შეთანხმება” ეწოდებოდა, რომლის მიზანი იყო მსოფლიოს ყველაზე ღატაკი ქვეყნებისთვის მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ მომგებიან ინდუსტრიაში. დღეს უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებას ვადა გაუვიდა, ადგილობრივი სარგებლიანობა განმტკიცდა, კამბოჯელი ქალები აკეთებენ მაისურებს და ჯინსებს ამერიკისთვის და გერმანიისთვის (და არამარტო) ძალიან რთულ სამუშაო პირობებში. წარმოდგენილი ვიდეო ასახავს ენ ელიზაბეტ მურის ხანგრძლივ პერფორმანსს, რომელიც 34 საათი და 36 წუთი გრძელდებოდა და შემცირებულია 1 საათამდე. ვიდეოში იგი ხელით არღვევს ორ ჯინსის შარვალს, სათითაოდ შლის მათ ნაწილებად ძველი ტექსტილის ქარხნის თანამედროვე პირობებში. ეს ნამუშევარი ერთგვარი მედიტაციაა კაპიტალიზმზე, ერთიანობაზე, დაკარგვაზე და გამძლეობაზე.
“სამოსი” ნაჩვენები იყო ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; გერმანიის Leipziger Baumwollspinnerei-ში; კამბოჯაში - პნომ პენის ‘მეტა ჰაუზში’ და ჩიკაგოს უნივერსიტეტის DoVa Temporary-ში. ვიდეო ასევე ნაჩვენები იყო “ჩვენს დემონებში” საუნივერსიტეტო სახელოვნებო ასოციაციის კონფერენციაზე ნიუ იორკში 2011 წელს.
Opening: 31.10.2011, 17:00
State Silk Museum,
Address: 6 Tsabadze Str., Tbilisi
Dressing Room (2006) explores the relationship between self and reflection in the social and psychological site of the dressing room. In U.S. culture, women in particular are held responsible for learning the language of clothing and for developing the related but separate skills of shopping and dressing. Everywhere we go, our female bodies are regularly surveyed as meaningful territory on which social status, personality, and moral character are written. Thus the capacity to project the way in which we wish to be received indicates mastery over our appearance and provides a sense of power within a system over which we have little control. Housing many of our hopes and fears, the dressing room then becomes a space in which this quest for power is continually played out through repetitive self-scrutiny. In this private space we evaluate what will be our public appearance, considering ourselves as the objects of others’ gazes, simultaneously looking and being looked at. Making public my self-surveillance, projections show me trying on dresses and looking at myself in an endless loop, pointing to the awkwardness and interminability of our efforts for satisfactory presentation of self. Filmed separately, the two video feeds amplify the distinction between self and appearance and interrupt the viewer’s privileged voyeuristic perspective.
Dressing Room has been exhibited at the Visual Arts Gallery in New York.Garment Work (2010) was conducted by Anne Elizabeth Moore in residence at the Leipziger Baumwollspinnerei, formerly one of the largest and longest-running textile mills in the world. A site for early radical socialist organizing and a haven of sorts under the GDR, the Baumwollspinnerei took a heavy hit when the Berlin Wall fell, and let most employees go, eventually ceasing production entirely and opening its doors to artists and galleries. Local demand for textiles, however, did not decrease in 1989, nor the products they are made from. Germany took advantage then of an international policy called the Multi-Fibre Agreement, which was intended to allow the world’s most impoverished countries the chance to enter the lucrative industry. Today, however, this agreement has ended, alongside the local benefits it ensured, so Cambodian women now make t-shirts and jeans for the US and Germany and others under extremely difficult conditions. The video distills 34 hours and 36 minutes of work into an hour-long video of Moore’s durational performance, which involved taking apart a pair of jeans with her bare hands under the contemporary conditions of the former textile mill. Garment Work is a meditation on capitalism, integrity, loss, and perseverance.
Elizabeth White and Anne Elizabeth Moore were residents at GeoAIR residency in July 2011.
პროექტი ტარდება "არტისტერიუმი", თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ფარგლებში
31 ოქტომბერი-10 ნოემბერი, 2011, თბილისი, საქართველო
Project is shown in the framework of Artisterium, 4th Tbilisi International Contemporary Art Exhibition and Art Events
October 31- November 10, 2011, Tbilisi, Georgia
No comments:
Post a Comment