Wednesday, August 28, 2013

‘ახლა იღვიძებს ზღვა’ ფილმების ჩვენება, 8-10 სექტემბერი, ბათუმი, საქართველო / Now wakes the sea film program, 8-10th September, Batumi (GE)


‘ახლა იღვიძებს ზღვა’ - 
ფილმების ჩვენება ბათუმში
სატელიტგრუპი და გეოეარი წარმოგიდგენთ ზღვის და სანაპიროს თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო ფილმების სამდღიან ჩვენებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩრდილოეთისა და შავ ზღვ ჩვენებას, ქართული და ჰოლანდიური ანიმაციური, მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების მეშვეობით.

შემოგვიერთდით!
დასწრება თავისუფალია!

8/9/10 სექტემბერი, 
დასაწყისი 21:00, მზის ჩასვლის შემდეგ!
კაფე 'ივერია ბიჩი', ბათუმის ბულვარის ზღვის სანაპირო (ეშმაკის ბორბალთან), საქართველო

















სატელიტგრუპი (ჰააგა, ჰოლანდია, დაარსდა 2006 წელს) ხელოვნების და კულტურის გზით იკვლევს თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ზღვა და წყალი ქალაქბზე, ადამიანებზე, თემებსა და გარემოზე. მათი მიზანია გააძლიერონ საჯარო და პროფესიული ცნობიერება საზღვაო და სანაპირო ტერიტორიების ტრასფორმაციის შესახებ. სატელიტგრუპის პროგრამა ‘ბადგასტი’ არის სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამა, ღია ცის ქვეშ კინო ჰააგა/შევენინგენში, რომლის ფარგლებშიც ეწყობა ლექციები, დისკუსიები და ვორკშოპები.

გეოეარი (თბილისი, საქართველო, დაარსდა 2003 წელს) აწყობს და ხელს უწყობს საერთაშორისო გაცვლითი პროექტების ორგანიზებას, რომელთა მიზანია ქართული და კავკასიური სახელოვნებო სივრცის გაძლიერება, განსხვავებული კულტურული კონტექსტის ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს მოძიება.

პროექტი ‘ახლა იღვიძებს ზღვა’ ინიცირებულია ჰოლანდიელ ხელოვანთა გაერთიანება სატელიტგრუპის მიერ და მოიზარებს კვლევითი პრაქტიკით დაინტერესებულ ხელოვანთა/არქიტექტორთა/რეჟისორთა სარეზიდენციო პროგრამას შავი ან/და ჩრდილოეთის ზღვის მიმდებარე ქვეყნების სანაპირო დასახლებებში. პროგრამის ფარგლებში ირჩევა ძველი ნამუშევრები, იქმნება ახალი და დგება საჯარო ჩვენების ფილმების პროგრამა, როგორც შავი ზღვის, ასევე, ჩრდილოეთის ზღვის ქვეყნებში საჩვენებლად.

2013 წლის ივნისში, პროექტ ‘ახლა იღვიძებს ზღვა’ სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში რეჟისორებმა ასტრიდ ბუსინკმა (ჰოლ.) და ანა ციმინტიამ (საქ.) ერთად იმუშავეს ბათუმში, რის შედეგადაც შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ‘პატარა დუბაი’, რომელიც ნაჩვენები იქნება 9 სექტემბერს.
‘პატარა დუბაი’ არის ბათუმში ბოლო დროს მიმდინარე არქიტექტურული განვითარების იუმორისტული ხედვა.
2013 წლის ივლისში ანა ციმინტიამ დაიწყო მუშაობა ახალ ფილმზე საზღვაო ქალაქ ანაკლიის განვითარების შესახებ, რომელზე მუშაობაც გააგრძელა აგვისტოში ბადგასტის რეზიდენციის ფარგლებში, შევენინგენში. დოკუმენტური ფილმის თემა ამ ორი ადგილის შედარებაა.


‘Little Dubai’ by Astrid Bussink/Ana Tsimintia, 2013