#2
ნატალია ნებიერიძე /
Natalia Nebieridze
UNDOCUT
UNDOCUT
Opening: 21.06.2012 / 19:00
21.06.12-31.07.12
კურატორი ნინი ფალავანდიშვილი /
Curated by Nini Palavandishvili (GeoAIR)
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16 0108 თბილისი, საქართველო
Goethe-Institut Georgien
Sandukeli Str. 16
ქალაქი : სხეული
შენობა : ორგანო
ორგანო : სისხლძარღვები
ორგანო : კარი
კარი : სისხლძარღვები
სისხლძარღვები : ქსელი
City: Body
Building: Organ
Organ: Arteries
Organ: Door
Door: Arteries
Arteries: Web
ნატალია ნებიერიძე, დაიბადა 1987 წელს ქ. თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი სწავლობდა ი. ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯში. 2005-2009 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, 2011 წლიდან სწავლობს არქიტექტურის ფაკულტეტზე, მუშაობს ძირითადად ინსტალაციის და პერფორმანსის განხრით.
2007 წელს ნატალია ნებიერიძე მონაწილეობდა პროექტში “Grand Openings” და სტუდენტურ გამოფენაში „Untitled“. 2007–2008 წლებში ხუთმა სტუდენტმა მოწვეულ პედაგოგთან ერთად ჩამოაყალიბა „ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო“. სახელოსნოს მუშაობის განმავლობაში შედგა რამოდენიმე გამოფენა, მათ შორის „ პერფორმანსი, ღია გაკვეთილი“, სადიპლომო გამოფენა „აბარტი“. 2009 წელს მონაწილეობდა მოსკოვის ბიენალის ფარგლებში გამართულ ახალგაზრდა მხატვართა საერთაშორისო გამოფენაში „ ЛИЧИНКИ БУДУЩЕГО“. 2010 წელს გამოფენაზე „შორის“, 2011 წელს პროექტში – “Memory”, 2012 წლის იანვარში, გუდიაშვილის მოედანზე გამართულ აქციაზე პერფორმანსი “Act and Deed”, პროექტის "undergo. the parallels" ფარგლებში "წითელი", ოპერის წინ მიწისქვეშა გადასასვლელი, თბილისი.
Natalia Nebieridze, born in Tbilisi, Georgia, in 1987. After 2 years of study at I. Nikoladze Art College, from 2005 to 2009, N. Nebieridze studied at Tbilisi State Academy of Arts, Fine Arts faculty. Since 2011 she has been a student of Architecture faculty. The main genres of her works are installation and performance.
In 2007 Natalia paticipated in “Grand Openings” project and in students exhibition “Untitled”. In 2007-2008 five students together with invited teachers formed “Visual Art laboratory” during which existence several exhibitions took place. Natalia Nebieridze has been actively participating in local as well as international exhibitions and projects: young artists international exhibition „ ЛИЧИНКИ БУДУЩЕГО“, Moscow Biennial (2009),“Between”, Tbilisi, Georgia ( 2010), “Memory”, CCA-Tbilisi, Georgia (2011), “Act and Deed”, Gudiashvili square, Tbilisi, Georgia; Undergo. The Parallels, Tbilisi, Georgia (2012)
In 2007 Natalia paticipated in “Grand Openings” project and in students exhibition “Untitled”. In 2007-2008 five students together with invited teachers formed “Visual Art laboratory” during which existence several exhibitions took place. Natalia Nebieridze has been actively participating in local as well as international exhibitions and projects: young artists international exhibition „ ЛИЧИНКИ БУДУЩЕГО“, Moscow Biennial (2009),“Between”, Tbilisi, Georgia ( 2010), “Memory”, CCA-Tbilisi, Georgia (2011), “Act and Deed”, Gudiashvili square, Tbilisi, Georgia; Undergo. The Parallels, Tbilisi, Georgia (2012)
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=20-06-2012%2022:04
სახელოვნებო პროექტი / Artistic project: Very/Con/Temporary
გეოეარი და გოეთეს ინსტიტუტი იწყებს ახალ თანამშრომლობით პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებმაც სულ რაღაც ერთი-ორი წლის წინ დაამთავრეს სწავლა სახელოვნებო სკოლებში ან ამთავრებენ უახლოეს მომავალში და არ არიან დამკვიდრებულები სახელოვნებო ბაზარზე, მიეცემათ საშუალება 2-3 თვის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტის სივრცე გამოიყენონ სამუშაო, სახელოსნო პლატფორმად. გოეთეს ინსტიტუტი, რომლის აქტიურად მონაწილეობს |თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით, ხელოვანებს სთავაზობს ინსტიტუტის სივრცე გამოიყენონ საექსპერიმენტო გარემოდ. მათ მიეცემათ აბსოლუტური თავისუფლება თემის, მედიუმის არჩევანში, ერთადერთი პირობით, რომ ხელოვანების მუშაობა არ შეუშლის ხელს ინსტიტუტის ყოველდღიურ მუშაობას.
თავის მხრივ გეოეარისთვის, რომლის ერთერთი მთავარი ინტერესის სფეროს არასახელოვნებო სივრცეების თანამედროვე ხელოვნების კუთხით დატვირთვა წარმოადგენს, საინტერესოა ახალი სივრცის სახელოვნებო პლატფორმად გააზრება. გოეთეს ინსტიტუტი არის კერძო სივრცე, რომელიც არის გერმანიის სახელმწიფო საკუთრებაში, მაგრამ ამავდროულად გახსნილია საზოგადოებისთვის. ინსტიტუტს გააჩნია საჯარო მოხმარებისთვის გამიზნული ინფრასტრუქტურა სადაც იმართება ენის კურსები, გამოფენები, მუშაობს ბიბლიოთეკა, კაფე. ამ მხრივ საინტერესოა საზღვარი საჯარო და კერძო სივრცეს შორის, მენეჯმენტის და საგანმანათლებლო სართულებს შორის, რომელთაც ნაკლები შეხება აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ამავდროულად მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან დერეფნებით, ეზოთი, ბიბლიოთეკით. ამ ელემენტებს დაემატება კიდევ ერთი მაკავშირებელი, თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებენ ადგილზე, შექმნიან ადგილსპეციფიკურ ნამუშევრებს. ამ პროცესის განმავლობაში ინსტიტუტის თანამშრომლები, მოსწავლეები, სტუმრები გახდებიან პროცესის თანამონაწილეები. წელიწადში 4ჯერ მოეწყობა ნამუშევრების ჩვენება, რომელსაც თან სდევს საუბარი ხელოვანსა და კურატორს შორის, რომლის დროსაც ფართო საზოგადოებას მიეცემა საშუალება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ხელოვანის, მისი შემოქმედების და კონკრეტულად გოეთს ინსტიტუტში შექმნილი ნამუშევრის შესახებ. ამ სახით ჩვენი სურვილია თანამედროვე ხელოვნება გავაცნოთ უფრო ფართო საზოგადოებას, რომელიც არ არის შეჩვეული მასთან შეხებას არასახელოვნებო ისნტიტუციების გარეთ.
პროექტის სახელწოდება ნასესხებია ჰოლანდიელი ხელოვანის როშელ ჰეიმანის 2007 წელს ლადო დარახველიძესთან და გიორგი ტაბატაძესთან ერთად გოეთეს ინსტიტუტში შესრულებული პროექტის სათაურიდან: 'The Very Temporary Contemporary Museum'. 5 წლის წინაც როშელ ჰეიმენი თავის პროექტში აქცენტს აკეთებდა თანმედროვე ხელოვნებისთვის საგამოფენო და ხელოვანებისთვის საექსპერიმენტო სივრცის არარსებობის პრობლემატიკაზე.
დღესაც, მიუხედავად მრავალი პოზიტიური ცვლილებისა საქართველოს სახელოვნებო გარემოში, ახალგაზრდებისთვის საექსპერიმენტო პლატფორმის არარსებობა აქტუალურ საკითხად რჩება. ჩვენი სურვილია, ამ მხრივ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობის შემოქმედებით განვითარებას და საფუძველი დავუდოთ მათთვის საექპერიმენტო პლატფორმის შექმნას.
GeoAIR and the Goethe-Institut Georgia are launching a new collaborative project - “Very Temporary Contemporary” - in which young artists, who have graduated recently or are at the end of their studies and not yet established on the art market, will be given an opportunity to realize a project in the space of Goethe Institute, which will thereby serve as a project space and experimental platform for young generation artists. The Goethe-Institut, which actively participates in promotion of German culture internationally, is also very engaged in supporting local culture and especially contemporary art. Within this project artists have absolute freedom to choose the topic of their work, media, the only condition is not to obstruct the daily life and work of the institute and its employees.
As for GeoAIR, whose projects are mainly realized in not directly with art-associated locations, it is again interesting to transform a non-artistic space into a contemporary art environment and to consider it as experimental platform.
The Goethe-Institut is a private space, owned by the German state, but at the same time open for public to attend language courses, exhibitions, use the library or the café. In this regard the topic of boundaries between public and private space is interesting for us, the creative space between management and educational courses floors, which have less contact with each other, but at the same time are linked through corridors, the courtyard, the library. For the project duration contemporary art and artists will function additionally as connection and mediator between separate parts. Artists will work and develop site-specific works. During this process, the Institute's staff, students, guests will become actors of the project; they will eyewitness the process of creation as well as result. Shows will be held 4 times per year, followed by conversations between the artist and curator, in which the public will be able to gain more information about the artist, his/her works and in particular the work in the Goethe-Institut. This way, we wish to introduce contemporary art to the general audience, and especially to those, who are not affiliated to encounter art beyond art institutions.
The title of the project Very Temporary Contemporary relates to the project of a Dutch artist Rosell Heijmen 'The Very Temporary Contemporary Museum' realized together with Lado Darakhvelidze and Giorgi Tabatadze in 2007 in the Goethe-Institut. Already 5 years ago Rosell Heijmen emphasized the importance of contemporary and the problem of absence of project and exhibition spaces in Georgia.
Still, despite many positive changes in the art field, Georgian contemporary artists and especially young generation artists lack experimental platform for creation, discussion of relevant issue and presentation of their work. We want to encourage the creative development of young artists and support the foundation of experimental platform for them.
#1
ნუცა ყანადაშვილი /
Nutsa Khanadashvili
ხელოვნური ძილი / Artificial sleep
Opening: 29.03.2012 / 18:00
29.03.12-10.06.12
კურატორი ნინი ფალავანდიშვილი /
Curated by Nini Palavandishvili (GeoAIR)
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16 0108 თბილისი, საქართველო
Goethe-Institut Georgien
Sandukeli Str. 16
0108 Tbilissi, Georgien
Sandukeli Str. 16
0108 Tbilissi, Georgien
ძილი არის ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი ძილის ფორმები, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება პათოლოგიური მდგომარეობით. ამ ადამიანებს სძინავთ ხელოვნური ძილით, ერთი ხელოვნური საბნის ქვეშ და ესიზმრებათ ერთი არაჯანსაღი სიზმარი. მათი მდგომარეობა თავისთავად პათოლოგიურია და გამოიხატება მათ დამოკიდებულებაში გარემოსადმი, მოვლენებისადმი და ზოგადად სამყაროსადმი. ეს არის ერთგვარი საღათას ძილის მდგომარეობა, როდესაც გონება და სხეული არის ინდიფერენტული, აპათიური, ურეაგირო ყველაფერი იმის მიმართ, რაც გარშემო ხდება. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ისინი ქცეულნი არიან ერთ უსახურ მთლიანობად, რომელსაც აღარ გააჩნია პიროვნული თვისებები, რაც ადამიანებს გამოარჩევს ერთმანეთისგან. მათ სძინავთ ერთი დიდი საბნის ქვეშ, რომლის თეთრი ფერი მინიშნებაა არა სიწმინდისა და სისუფთავის მიმართ, რის სიმბოლოდაც ეს ფერი ზოგადად აღიქმება, არამედ სიცარიელის, აპათიის და უფერულობის მიმართ. მათი სიზმარიც საერთოა და პათოლოგიური ისევე, როგორც მათი ძილი. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ კავშირი არა მხოლოდ ერთმანეთთან და საზოგადოებასთან, არამედ სამყაროსთან. ცნობილია თეორიები, რომ ძილი და სიზმარი არის კავშირი გარე სამყაროსთან, აქ ეს კავშირი კი სრულიად გაწყვეტილია.
Sleep is a physiological condition of man, but there are healthy and unhealthy forms of sleep, the latter of which is often expressed in pathological conditions. Unhealthy sleepers sleep an artificial sleep under an artificial blanket and dream unhealthy dreams. Their state is pathological and is reflected in their attitude towards their environment, surrounding, and generally the universe. In a kind of lethargy mind and body are indifferent, apathetic, without any reaction to occurrences around them. Such sleepers have lost their individuality; they are turned into faceless units, which no longer have personal characteristics that distinguish people from each other. They sleep under one big blanket, where the color white, as generally perceived, is not a symbol of purity, but reference towards emptiness and apathy. Their dream is common and abnormal, as well as their sleep. These people have lost contact not only with each other and with the public, but with the world as well. According to many theories sleep and dreaming are connected with the universe. But in their case this connection is lost.
ნუცა ყანადაშვილი, დაბადებული 1989 წელს თბილისში, 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების, ფერწერის ფაკულტეტის მე-2 კურსის მაგისტრატურის სტუდენტი. გია ბუღაძის სახელოსნო.
Nutsa Khanadashvili, born 1989 in Tbilisi. Since 2010 second year master's degree student at the Tbilisi State Academy of Fine Arts, fine arts faculty, painting department, class of Gia Bugadze.
Goethe-Institut Georgien, GeoAIR and Nutsa Khanadashvili in Studio at "Shua Dge" Rustavi2 / 26.03.2012 / 14:37 h.
დილა მშვიდობისა საქართველო / Good morning Georgia, Rustavi2 / 29.03.2012 / 07:43 h.
No comments:
Post a Comment