Monday, September 27, 2010

The Last Match / ბოლო ასანთი


გახსნა: 2 ოქტომბერი, 2010, 17:00

ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორის მუზეუმში (ქარვასლა)
მისამართი: სიონის ქ. 8, 0105 თბილისი

პროექტი ტარდება "არტისტერიუმი", თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ფარგლებში,

2-10 ოქტომბერი, 2010, თბილისი, საქართველო



რა ხდება, როდესაც არ არსებობს გამოფენის ბიუჯეტი, მაგრამ მაინც გსურს გააკეთო რაიმე არსებითი?

ლატვიურმა კომიქსების ჟურნალმა kuš!-მა მოიწვია საერთაშორისო ილუსტრატორები და კომიქსების მხატვრები თითქმის არაფრისგან შეექმნათ რაიმე დიდი. kuš!-მა ქაღალდიც კი დაზოგა და აიძულა მხატვრები "ბოლო ასანთის" ინტერპრეტაცია შეესრულებინათ 0,00166 მ2 ზომის ქაღალდის ჩამონაჭერზე. ამგვარად პატარა ნამუშევრები იოლად შეგროვდებოდა რამოდენიმე ასანთის კოლოფში. გამოფენისთვის ნახატები იღება კოლოფებიდან და ლურსმანის ნაცლად თითოეული ნამუშევარი ელეგანტურად იკიდება თავისივე ასანთის ღეროზე.

გამოფენა არის გონებამახვილური კომენტარი "ოჰ-რა-საშინელ" ფინანსურ კრიზისზე და ხელოვნების გამოფენების გადასარჩენად ახალი სტრატეგიების ძიება. პროექტი დაიწყო რიგაში 2009 წლის შემოდგომაზე 150 ხელოვანის მონაწილეობით მთელი მსოფლიოდან: ჩინეთი, ფინეთი, აშშ, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, ავსტრალია. უკვე მაშინ პროექტი მიჩნეულ იქნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი პატარა ხელოვნების გამოფენად.

2010 წლის შემოდგომისთვის 240-ზე მეტი ნამუშევარი შეგროვდა მზრდადი გემოფენისთვის, რომელიც პირველად რიგაში, ხელოვნების ფესტივალზე იქნა ნაჩვენები, შემდეგ კი მოგზაურობა განაგრძო ლისაბონში, ლინცში, ჰარლემში, ერლანგენში და ლაიფციგში, ვიდრე თბილისში 43 სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანების ნამუშევრის მონაწილეობით ჩამოვიდოდა. თბილისში კოლექციას დაემატება 10 ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული ნამუშევარი: სანდრო ასათიანი, ნინო ბინიაშვილი, რუსა გამყრელიძე, თამარა კალხიტაშვილი, რუსო ყიფიანი, დათო მაჭავარიანი, მაია სუმბაძე, ანა ტაბატაძე, ანუკა ცერცვაძე


kuš!
kuš! (გამოითქმის კუშ! ლატვიურად ნიშნავს "სუ, იგივე პსსსტ") არის საერთაშორისოდ ცნობილი ერთადერთი ლატვიური კომიქსების ჟურნალი არსებული 2007 წლიდან. kuš! გამოდის წელიწადში 4ჯერ, ზოგჯერ როგორც ჯიბის ზომის ჟურნალი, ზოგჯერაც კი როგორც დიდი ზომის პლაკატი ან საფოსტო ბარათების კრებული. kuš! სთავაზობს ლატვიელ ხელოვანებს პლატფორმას მათი კომიქსების დარგში ექსპერიმენტების განხორციელებლად. ლატვიური კულტურის განვითარების ხელშესაწყობაედ kuš! ასევე ეპატიჟება საერთაშორისო ხელოვანებს ჟურნალთან თანამშრომლობისათვის, ამასთან ერთად ლატვიაში კომიქსების პოპულარიზაციის და ლატვიელი ხელოვანების ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაცნობის მიზნით ეწყობა ვორკშოპები და გამოფენები. ჟურნალის კურატორი გახლავთ დავიდ შილტერი, ლატვიაში შვეიცარელი ემიგრანტი.

დავიდ შილტერი (გამოფენის კურატორი)
განათლებით იურისტი შვეიცარიიდან, 2006 წლიდან ცხოვრობს ლატვიაში, ლატვიური ჯურნალი kuš!-ის თანადამაარსებელი. გარდა ჟურნალის რედაქტირებისა და ხელმძღვანელობისა, იგი რეგულარულად აწყობს გამოფენებს ლატვიაში და მის გარეთ, ასევე მუშაობს როგორც თარჯიმანი რიგაში.

მარტინ ზუტისი (კომიქსების მხატვარი ლატვიიდან)
ლატვიელი ილუსტრატორი, ლატვიის ხელოვნების აკადემიის ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტის ბაკალავრი. ამჯამად ერაზმუს პროგრამის სტიპენდიანტი ბერლინში.

ნინი ფალავანდიშვილი (გამოფენის კურატორი თბილისში)
კურატორი და გრაფიკოს დიზაინერი საქართველოდან, GeoAIR-ის წევრი. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, ლაიფციგში და ბერლინში.


The Last Match

Opening: 02.10.2010, 17:00


Ioseb Grishashvili Tbilisi History Museum (Carvasla)
Adress: 8, Sioni str., 0105 Tbilisi

Project will be shown in the framework of Artisterium, 3rd Tbilisi International Contemporary Art Exhibition and Art Events

October 2-10, 2010, Tbilisi, Georgia


What happens if there is no budget for an exhibition, but you want to make something substantial anyways?

The Latvian Comics Art Magazine kuš! invited international illustrators and comics artists to create something big out of almost nothing. kuš! even saved on paper and forced the artists to draw their interpretations of „a last match” on a paper snip in the size of barely 0,00166 m2. Like this the little artworks can easily be collected in just a few matchboxes. When exhibited the collected drawings are taken out of the boxes and in place of a nail, each little work hangs elegantly on its own matchstick.

The exhibition is a witty comment on the oh-so-terrible financial crisis and the search for new survival strategies of art exhibitions. It started in autumn 2009 in Riga with 150 artists from all over the world, from China to Finland, from USA to South Africa, from Brazil to Australia - already then it could be regarded as the world’s biggest small art exhibition.

By the autumn of 2010 more than 240 works have been collected for the growing exhibition, which for the first time was shown at an art festival in Riga and further on travelled to different venues in Lisbon, Linz, Haarlem, Erlangen and Leipzig before coming to Tbilisi including works from famous and less well-known comics artists from 43 different countries. 10 more drawings by Georgian artist will be added in Tbilisi, those are: Sandro Asatiani, Nino Biniashvili, Rusa Gamkrelidze, Tamara Kalkhitashvili, Ruso Kipiani, Dato Machavariani, Maya Sumbadze, Ana Tabatadze, Anuka Tsertsvadze.


kuš!
kuš! (speak kush!, Latvian for "pssst") is an internationally known comics magazine from Latvia existing since 2007. Currently it is the only Latvian comics magazine. kuš! comes out in English about 4 times a year, sometimes as a pocket size magazine, another time as a large-scale poster or a set of postcards. kuš! provides Latvian artists with a platform to publish their comics experiments. To foster the culture in Latvia kuš! invites different international artists to contribute to the magazine and also organizes events such as workshops and exhibitions with the goal to popularize comics in Latvia and get the names of Latvian artists promoted and known outside. The magazine is curated by David Schilter, a Swiss immigrant to Latvia.

David Schilter (exhibition curator)
Law graduate from Switzerland since 2006 living in Latvia where he co-founded the Latvian kuš!. Next to editing and running this magazine he regularly organizes exhibitions in and around Latvia and works as freelance translator in Riga.

Martins Zutis (comics artist from Latvia)
Illustrator from Latvia finishing his Bachelor at the Department of visual Communications at the Art Academy of Latvia. Currently starts his Erasmus semester in Berlin.

Nini Palavandishvili (exhibition curator in Tbilisi)
Curator and graphic designer form Georgia, member of GeoAIR. Lives and works in Tbilisi, Leipzig and Berlin


http://thelastmatch.wordpress.com/
http://www.komikss.lv/

/////////////////////////////////////////////////////

Fanzine კომიქსების ვორკშოპი/სახელოსნო
09.10.2010 / 12.00 სთ.

ხანგრძლივობა მიახლ. 4 საათი
სახელოსნოს ხელმძღვანელები:
მარტინ ზუტისი (კომიქსების მხატვარი ლატვიიდან http://www.martinszutis.lv/)
დავიდ შილტერი (ლატვიური კომიქსების ჟურნალის kuš! რედაქტორი http://www.komikss.lv/

სახელოსნოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე საერთაშორისო fanzine კომიქსები (თვითნაბეჭდი დამოუკიდებელი გამოცემები) და გაიმართება საუბარი fanzine-ების იდეის და მათი შექმნის სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ. ასევე შესწავლილ იქნება კომიქსების შექმნის ძირითადი საფუძვლები და წარმოდგენილი ერთერთი ყველაზე იოლი გზა fanzine-ის შექმნისა. ერთობლივი განხილვის შედეგად, ადგილზე შეიქმნება და დაიბეჭდება კომიქსების fanzine. სახელოსნოს დასასრულს ყველა მონაწილეს ექნება საშუალება თან წაიღოს ახლად გამომცხვარი თვითნაკეთი კომიქსი.

ყველა მსურველი შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ!
სახელოსნოში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინი ფალავანდიშვილს: infogeoair@gmail.com
სახელოსნო გაიმართება ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორის მუზეუმში (ქარვასლა)
მისამართი: სიონის ქ. 8, 0105 თბილისი


Comics Fanzine Workshop
09.10.2010 / 12 am.

Duration about 4 hours
Workshop leaders:
Martins Zutis (comics drawer from Latvia http://www.martinszutis.lv/)
David Schilter (editor of Latvian comics magazine kuš! http://www.komikss.lv/

In the workshop some International comics fanzines (self printed independent publications) will be presented and workshop leaders will talk about the idea behind fanzines and the different possibilities to make fanzines. After they will present one of the simplest way how to make a fanzine. After a brainstorming some basic ideas how to make a comics will be presented and fanzines will be created together and printed on the spot. At the end of the workshop everyone can take home a bunch of freshly made comics fanzines.

Anyone interested is most welcome to join in!
For application and further information please contact: Nini Palavandishvili infogeoair@gmail.com

Workshop will take place at Ioseb Grishashvili Tbilisi History Museum (Carvasla)

Adress: 8, Sioni str., 0105 Tbilisi






With generous support of Honorary Consulate of Latvia

Thursday, September 09, 2010

სალონი თბილისი ბერლინი / Salon Tbilisi Berlin




25 სექტემბერი, 2010, 19.30 საათზე
აბრეშუმის მუზეუმი, ცაბაძის ქ. 6 (მუშტაიდის ბაღის შესასვლელის პირდაპირ), თბილისი, საქართველო



რა ხდება, როდესაც გეპატიჟებიან სუფრაზე, მაგრამ მალე ხვდები, რომ რაღაც უცნაურ გარემოებას აქვს ადგილი? პირველი შეხედვით თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება. თამადა სტუმრებს ეპატიჟება, ქალები სუფრას აწყობენ, სტუმრები მაგიდასთან სხდებიან... მაგრამ რატომ ესვრიან ქალები ერთმანეთს უცნაურ მზერას? კარები ჩაეკეტათ? რას ეჩურჩულებიან ერთმანეთს? თამადა ამ ყველაფერს მხოლოდ ღიმილით შესცქერის. როდესაც იგი პირველი სადღეგრძელოს სათქმელად დგება, მთელი საღამო სხვა ელფერს იძენს. არავის ესმის მისი, თითქოს უცნაურად ბუტბუტებდეს. 7 ქალი კი მის გვერდით დგას, იღიმის და ეშმაკურად აქნევს თავს. ნელ-ნელა ისინი თავიანთ თავზე იღებენ სუფრის გაძღოლას.

როდესაც უერთდები სალონს თბილისი ბერლინი, საიდუმლო საზოგადოების წევრი ხდები. 14 ქალმა ერთად მოიყარა თავი, რათა შეეცვალათ სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ. ნელ-ნელა ისინი საზოგადოების სხვადასხვა სფეროში აღწევენ და ერთმანეთს გზავნილებს თავიანთი ქვეყნის საზღვრებს მიღმა უგზავნიან. დააკვირდი მათ ნიშნებს შენ გარშემო – ქუჩებში ქალები პატარა ჯგუფებად დგანან და ჩურჩულებენ, ყანწები ყველგან ქრება, კაცები კარგავენ თავიანთ ხმას და ყველგან უცხო ნიშანი ჩნდება. იქნებ ეს მხოლოდ უცნაური დამთხვევაა? შესაძლებელია, მაგრამ ყურადღებით დააკვირდი და უსმინე, სალონი თბილისი ბერლინი მალე გახსნის თავის კარს ანდა, შესაძლოა, იგი უკვე გაიხსნა შენ გვერდით.

შემოგვიერთდით სალონში თბილისი ბერლინი 25 სექტემბერს აბრეშუმის მუზეუმში 19.30 საათზე. ცაბაძის ქ. 6 (მუშტაიდის ბაღის შესასვლელის პირდაპირ), თბილისი, საქართველო

რას წარმოადგენს სალონი თბილისი ბერლინი?

სალონი თბილისი ბერლინი არის ინტერდისციპლინარული პერფორმატიული პროექტი, რომელიც 2010 წლის დეკემბრიდან ყოველ 2 თვეში ერთხელ რეგულარულად ჩატარდება თბილისსა და ბერლინში.

25 სექტემბერს 19.30 საათზე სალონი საზოგადოებისთვის უკვე ერთჯერადად გახსნის კარს აბრეშუმის მუზეუმში. პერფორმანსის დევიზი არის “შეხვედრა და შეჯახება”.

ინტერდისციპლინარული პერფორმატიული პროექტის ფარგლებში გაიმართება სუფრა, რომელსაც საკუთარი თამადა ეყოლება. 14 ხელოვანი ქალი თავად ითამადებს, რითაც დაეუფლება ამ მამაკაცურ სამფლობელოს და გაუძღვება სფრას. ეს არის პერფორმატიული და წერითი (ლიტერატურული) პროექტი ქალურ იდენტურობაზე, კლიშეებსა და სტერეოტიპებზე, რომელთაც ვუპირისპირდებით საზოგადოებაში. ეს ასევე არის ერთგვარი ლაბორატორია ხელოვანთათვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ერთობლივად ჩაატარებენ ექსპერიმენტს, რათა ნახონ რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ ერთმანეთისგან.

ყოველ 2 თვეში ერთხელ 14 ქალი დაწერს თავისუფალ, ასოციაციურ ტექსტს დაფუძნებულს ქართული სადღეგრძელოს თემაზე (ოჯახი, სახლი, მშვიდობა, მანდილოსანი და ა.შ.). ეს ტექსტები შემდგომ გადაითარგმნება და წარმოდგენილი იქნება “სუფრის” პერფორმანსზე თბილისსა და ბერლინში. ქალები საკუთარ თავზე აიღებენ თამადის ფუნქციას და წარადგენენ როგორც თავიანთ, ასევე სხვა ქვეყნის ქალთა მიერ დაწერილ ტექსტს. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვეული სუფრა და ტექსტების კითხვა, ხელოვანები გაითავისებენ სხვადასხვა როლს, ისხდებიან მაყურებელთა შორის და კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრებენ მათთან.

2011 წლის ზაფხულში, ყველა მანამდე დაწერილი ტექსტის განსახილველად და ერთობლივი ბოლო ტექსტის დასაწერად თოთხმეტივე ქალი შეხვდება ერთმანეთს თბილისსა და ბერლინში. საბოლოოდ ყველაფერი ამ ორ ქალაქში მოიყრის თავს ერთ დიდ პერფორმანსად.

სალონი თბილისი ბერლინი გერმანელი მსახიობის მარაიკე ვენცელის პერფორმატიული პროექტია თბილისელი და ბერლინელი ხელოვანი ქალბატონების თანამშრომლობით.

სალონი თბილისი ბერლინის წევრები არიან: ხათუნა ჩაფიჩაძე, მარიამ გაგოშაშვილი, ეკა ქეცბაია, ნინო ხარჩილავა, თამთა მელაშვილი, თამუნა ქებურია, ნატუკა ვაწაძე თბილისში
და
კატია ჰერმანი, შტეფანი დე ველასკო, მარიანე მიულიხენი, ფრედერიკე შტაინერტი, ევა შუმახერი, ანია ვენცელი და მარაიკე ვენცელი ბერლინიდან.
თარგმანი: თინა გურჩიანის

Join the Salon Tbilisi Berlin

Salon Tbilisi Berlin
25th of September, 2010, 19:30h.
Silk Museum, Tsabadze Street 6 (next to the entrance of Mushataidi park) Tbilisi, Georgia


What happens if you are invited to a supra but soon realize there is something strange going on? But what is it? Everything looks quite normal at first. The tamada is welcoming the guests, women are running around the room setting the table, the guests are taking their seats... but why are the women throwing strange glances at each other? Did they just lock the door? What are they whispering to each other? The tamada is just smiling through all this. When he gets up to speak the first toast, the whole evening turns into a different direction. No one can understand him, only a strange mumble comes out of his mouth, only the 7 women stand at the sides smiling and nodding knowingly. Slowly they are taking over...

By entering the Salon Tbilisi Berlin you enter a secret society. 14 women have come together to change the world they are living in, slowly they are entering different areas of society. They send their messages to each other beyond the borders of their countries. Look out for their signs around you - women are standing on the streets in small groups whispering, kanzis are disappearing everywhere and men are loosing there voices and a strange sign keeps appearing everywhere. Is this just a strange coincidence? Maybe, but keep your eyes and ears open, the Salon Tbilisi Berlin will be opening its doors soon and maybe it has already opened next to you.

Join the Salon Tbilisi Berlin on the 25th of September at Silk Museum, at 19:30h., Tsabadze Street 6 (next to the entrance of Mushataidi park) Tbilisi, Georgia


What is the Salon Tbilisi Berlin?

The Salon Tbilisi Berlin is an interdisciplinary performance project, which will take place regularly in Tbilisi and Berlin, every two months from December 2010 on.

On the 25th of September it will already open its doors once for the public at Silk Museum at 19:30h. The motto of this first performance is "meetings and encounters".

The frame for this interdisciplinary performance project sets the Georgian "Supra" with its "Tamada". The 14 female artists will take the part of the tamada, enter this a male domain and celebrate their own supra. It is a performance and writing project about female identity, cliches and stereotypes we are facing in our society. It is also laboratory for artists who will experiment together across the borders of their counties to see where they meet and where differences lie.

Every two months the 14 women will write free, associative texts based on the subjects of the Georgian toasts (such as family, home, peace, women etc). These texts are then translated into the other language and presented during a performance set around a "Supra" in Tbilisi and Berlin. The women will take the part of the "Tamada" at the table and will present their own and a text of a women from the other city. This will not just be an ordinary supra and reading of the texts, the artists will step into different characters, sit amongst the audience and interact with them.

In summer 2011, all 14 women are going to meet in Tbilisi and Berlin to write a last text together and to view all the written texts. They will then put them together to a big performance in Berlin and Tbilisi.

Salon Tbilisi Berlin in a performance project by the German actress Mareike Wenzel, in collaboration with female artists from Tbilisi and Berlin.
The Salon Tbilisi Berlin are: Khatuna Chapichadze, Mariam Gagoshashvili, Eka Ketsbaia, Nino Kharchilava, Tamta Melashvili, Tamuna Qeburia and Natuka Vacadze in Tbilisi
and: Katja Herrmann, Stefanie de Velasco, Marianne Mühlichen, Friederike Steinert, Eva Schumacher, Anja Wenzel and Mareike Wenzel in Berlin.
Translations: Tina Gurchiani


სალონი თბილისი ბერლინი მხარდამჭერები / Salon Tbilisi Berlin is supported by:
გეოეარი / GeoAIR
ქალთა ფონდი საქართველოში / Women's Fund in Georgia
ევროპული კულტურის ფონდი / European Cultural Foundation/Step Beyond Mobility Fund
ფონდი ღია საზოგადოება / Open society foundation