Sunday, August 21, 2011

დრო მომავალი, დრო წარსული / Time future in the time past




დრო მომავალი, დრო წარსული
ერთდღიანი პროექტი საჯარო სივრცეში: ხელოვნება, არქიტექტურა, კონცერტი და სხვა

ნინი ფალავანდიშვილის პროექტი, “გეოეარი”


29 აგვისტო, 2011 წ.
დასაწყისი 4 სთ. – დასასრული ბოლო სტუმრის წასვლამდე
ყოფილი კაფე “ფანტაზია”, “ურჩხული”, ბათუმის ბულვარი, საქართველო

არქიტექტორი: გიორგი ჩახავა (1923-2007)
მოზაიკა: ზურაბ კაპანაძე (1924-1989)

მონაწილე მხატვრები: კახა ემირიძე, ლევან კაკაბაძე, სალომე მაჩაიძე, დავით მესხი, ნატალია სალუქვაძე, მაია სუმბაძე, თამუნა ქარუმიძე, რეზო ღლონტი, გიზო ჩიგოგიძე, ანი ჩორგოლაშვილი, გელა ძნელაძე

მუსიკა: თომა ჩალაძე, ირაკლი შონია, ჯამაიკა ჯეკი

პროექტის მხარდამჭერები: ევროპის კომისიის ხელოვნების ფონდი (EACEA), ქალაქი ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბარამბო, ბაგრატიონი, ბლექ ბარი


Time future in the time past

One-day project in a public space: art, architecture, concert and more

A project by Nini Palavandishvili, GeoAIR


August 29, 2011

4 pm. – open end

Former Mosaic café “Fantasy”, “Octopus”, “Dragon”, Batumi Boulevard, Georgia


Architect: George Chakhava (1923-2007)

Mosaic by: Zurab Kapanadze (1924-1989)

Participants: Gizo Chigogidze, Ani Chorgolashvili, Gela Dzneladze, Kakha Emiridze, Rezo Glonti, Levan Kakabadze, Tamuna Karumidze, Salome Machaidze, David Meskhi, Natalia Salukvadze, Maya Sumbadze


Music by:

Tomma Chaladze, Irakli Shonia (GE), Jamaika Jack (London, UK)


This project is kindly supported by: City of Batumi, Ministry of Education, Culture and Sports of Autonomous Republic of Adjara, Barambo, Bagrationi, Black Bar






დღეს, როდესაც ბათუმს ახალი სიცოცხლე და მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ძველი დროის განსაკუთრებული ნამუშევრები ხელახლა ფასდება და აღიარებას პოულობს (კაფე „ფანტაზიას“ არქიტექტორის, გიორგი ჩახავას ყველაზე ცნობილი შენობა, საქართველოს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტრო თბილისში, შევიდა ცნობილი საგამომცემლო სახლის TASCHEN-ის ახალ გამოცემაში Frédéric Chaubin, Cosmic Communist Constructions Photographed). ჩვენი გვსურს, ამ პროექტით ბათუმის ერთ კონკრეტულ შენობას, რომელიც ჩვენი ბავშვობის და მოგონებების სიმბოლოდ დარჩა, ერთი დღით დავუბრუნოთ ძველი სიცოცხლე.

კაფე „ფანტაზია“ არის მოზაიკური ფუნქციური ნაგებობისი იშვიათი ნიმუში საქართველოში. 2000 წლების დასაწყისამდე ჯერ კიდევ ფუნქციონირებადი კაფე, დღესდღეისობით უკვე სკულპტურულ ნამუშევრად აღიქმება. რვაფეხას (ბიოლოგიურად) ახასიათებს მეხსიერების სისტემა, რომელიც იტევს, როგორც მოკლე ასევე გრძელვადიან მეხსიერებას. ეს რვაფეხაც ერთგვარად დროის მოწმედ გვევლინება, არსებობის 30 წლის მანძილზე, იგი იყო მოწმე მის გარშემო მიმდინარე ცვლილებებისა, რომელთაც მის გარეგნობასაც დაამჩნიეს კვალი. ახლა კი დგას “ურჩხულად” წოდებული რვაფეხა და ელის მომავალს.

ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის წარსული მეხსიერება არ არის უმნიშვნელო. იგი მნიშვნელოვანია სუბიექტურად, ფაქტობრივად ყველა ადამიანი ეფუძნება წარსულს, პირადულ თუ სოციალურ წარსულს, იცის და აინტერესებს ის. წარსული ასევე მნიშვნელოვანია სოციალური კუთხით, ვინაიდან თუ დავივიწყებთ რა მოხდა წარსულში, შესაძლოა მოგვიწიოს ძველი შეცდომების გამეორება.

თუმცაღა მახსოვრობა დინამიური პროცესია, იგი არ არის სტატიკური არქივი, არამედ გახლავთ პროცესი. მეხსიერება იცვლება, იგი არასოდეს არის ერთი და იგივე, იგი იცვლება ასაკთან ერთად, დროის განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად. ცალკეულ ადამიანებს ერთი და იგივე მოვლენის განსხვავებული აღქმა, ინტერპრეტაცია და შესაბამისად მახსოვრობა აქვთ. მახსოვრობა იცვლება და ისტორიაც იცვლება.

მახსოვრობა არ არის მარტო ინდივიდუალური, პირადი გამოცდილება, არამედ იგი არის კოლექტიური სივრცე. ეს არის ფენომენი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება აწმყოს, ჩვენი მხრიდან წარსულის აღქმა ყოველთვის აწმყოს გავლენის ქვეშ არის, რაც ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის იცვლება.

სიტყვა “ფანტაზია” კი თავისთავად უკვე წარმოსახვას, მომავალს, იმედს გულისხმობს.
ერთი დღით, ზაფხულის ცხელ დღეს ბათუმში ამ შენობას დაუბრუნდება სიცოცხლე, დამსწრე საზოგადოებას მიეცემა საშუალება მთელი დღის მანძილზე მუსიკის ფონზე იგემონ ნაყინი, მიირთვან გამაგრილებელი სასმელები, და დატკბდნენ ბათუმის და კერძოდ ამ შენობის ისტორიასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეონამუშევრების გამოფენით.

Today, when Batumi gains new life and importance, and when old art pieces and works are re-evaluated and gaining recognition (Cafe "Fantasy" is a work by George Chakhava, an architect, who’s most famous building is a former Ministry of Highways of the Soviet Republic of Georgia, recently published in Frédéric Chaubin, Cosmic Communist Constructions Photographed).We wish, just for one day, to bring life back to one building in Batumi, filled with memories and symbols of our childhood.


Cafe "Fantasy" is a rare example of functional mosaic building in Georgia. Still functioning as a café until early 2000s, is now perceived as a sculptural work. Octopus (biologically) shows evidence of a memory system that can store both short and long term memory. This Café Octopus,stands as a witness to 30 years of changes and turmoil leaving trace on its appearance too. Now, the so-called "Monster" Octopus is awaiting future.

For humans and the society at large , the past is not irrelevant. It’s not irrelevant subjectively; in fact everyone is rooted in the past, in the personal past, in a social past, knows it and is interested in it. Forgetting past means repeating old mistakes in the present Memory is a profoundly dynamic process in the brain; memory is not a static archive, it is a process. Memory always changes; memory is never twice the same. Memory changes with age, time, life experiences and it varies between individuals. Each person has his/her own perceptions, interpretation and therefore the memory of the same event. Memory changes thus history changes.


Memory is not just an individual, private experience but is also part of the collective domain. Memory is a phenomenon that is directly related to the present; our perception of the past is always influenced by the present, which means that it is always changing.


The word "fantasy" itself already includes the imagination, the future, and the hope.

For one hot summer day in Batumi this building will regain its life back, the audience will be able to enjoy music, eat ice cream get refreshments and reflect over the photo and video archive depicting Batumi and this building as seen by various artists.





This project has been funded with support from the European Commission. This communication reflects the views only of the author, and the Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained therein.


Sunday, August 14, 2011

ხელოვნების და პოლიტიკის კეთება ქართულად


საქართველოში პოლიტიკური არტი რომ უკუღმართ თუ არა, უცნაურ ჭრილშია აღქმული, პირველად 2005 წელს მომხვდა თვალში, როდესაც რვა წელი ჰოლანდიაში ცხოვრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. იმ დროისთვის ჩემი ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურად იყო ანგაჟირებული და ჩემი საქართველოში დაბრუნების მთავარი მიზეზიც ამას უკავშირდებოდა. მდიდარ და აწყობილ ჰოლანდიაში ამ თემებზე მუშაობა თითიდან გამოწოვილი მეჩვენებოდა და მინდოდა ეს თემები საქართველოში გამეღრმავებინა, სადაც მაშინაც და დღესაც გამადიდებელი შუშის გარეშეც კარგად იკითხება პოლიტიკური მიმართულებები და მისგან გამოწვეული სოციალური ცვლილებები. თუმცა, როგორც მალევე მივხვდი, არავის სიამოვნებს გამადიდებელი შუშით ნაჩვენები პრობლემები და ბევრად უფრო მომგებიანია პრობლემების ესთეტიური შირმით დამალვა და გალამაზება.
2005-07 წლებში ნადია წულუკიძესთან ერთად "ხინკალი Juice"-ის სახელით შექმნილი პერფორმანსებით ძირითად აქცენტს სოციალურ თემებზე ვაკეთებდი. ესენი იყო: ქალის ფუნქცია ქართულ საზგადოებაში, გროტესკულობამდე მისული სადღეგრძელოები, ოქროსფერი შადრევნები, დამამშვიდებელი საშუალება: სუბუტექსი - კაცებს, დიეტები - ქალებს და ასე შემდეგ. სხვა თემებზე მუშაობა ვერც კი წარმომედგინა და დღესაც მიმაჩნია, რომ ხელოვანი თავისი ნამუშევრით თავის დროს და გარემოს უნდა ირეკლავდეს. მაყურებლის უმეტესობა უკმაყოფილოდ ხვდებიდა ამ პერფორმანსებს და მირჩევდა, თავი გამენებებინა ამ თემებისთვის და ისევ ძველ ნაცად ხერხს, ხატვას დავბრუნებოდი.
ამავე წლებიდან დამამახსოვრდა ორი ღონისძიება: პირველი - გია გუგუშვილის (უმცროსის) მიერ ორგანიზებული პრეზიდენტის მხარდამჭერი ჯგუფური გამოფენა, სადაც არცერთი ნამუშევარი არ ეხებოდა არაფერ "საშიშს" და მხოლოდ ზეთსა და აკვარელში შესრულებული პეიზაჟები თუ ნატურმორტები ამშვენებდა დარბაზს. მეორე კი რუსთაველზე გამართული ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ინსტალაცია - საკნები. აქ ერთ-ერთი საკანში მხატვრები ერთიანდებოდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ხელოვანს ეპატიება პოლიტიკური სარჩულის მქონე პრო- თუ ანტისამთავრობო გამოფენებში მონაწილეობა, იმ შემთხვევაში თუ თვითონ ნამუშევრის ენა იქნება აპოლიტიკური. ხოლო თუ ხელოვანი თავისი ნამუშევრით მტკივნეულ თემებს ეხება, ეს მაყურებელში აგრესიას და ნამუშევრისგან დისტანცირებას იწვევს. ამ თამაშით მაყურებელი და ხელოვანი ერთად დარაჯობენ ხელოვანის "სუფთა გულს", რომელიც ვერ იტანს პოლიტიკაში ამოთხვრას და მხოლოდ იმას ცდილობს, რომ თავისი წვალების ფასად მაყურებელს ესთეტური სიამოვნება მიანიჭოს. ამ მსხვერპლის გაღებისთვის მაყურებელი ხელოვანს აჯილდოვებს და გამოფენის კონტექსტზე თუ მის დაფინასების წყაროზე თვალს ხუჭავს.
ცოტა ხნის წინ, ვენაში, ქართულ თანამედროვე ხელოვნებაზე კამათისას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახე ეს ყველაფერი: ჩემი ავსტრიელი მეგობარი ფრიდრიხ პელოშეკი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექციაც აქვს, 2009 წლის ვენეციის ბიენალეს საქართველოს პავილიონზე თავის აზრს მიზიარებდა. ამ წელს საქართველოს პავილიონის კურატორის და მხატვრის არჩევა სხვა წლებთან შედარებით თანამედროვე ხელოვნების "წესების" დაცვით მოხდა, კულტურის სამინისტროს მიერ დასახელდა კურატორი ხათუნა ხაბულიანი, რომელმაც კომისიას რამდენიმე მხატვარის ნამუშევარი წარუდგინა. კომისიამ კი კოკა რამიშვილი შეარჩია. კოკა რამიშვილმა საქართველო ვიდეონამუშევრით - "Change" წარადგინა. ამ ვიდეოში დოკუმენტური კადრებია გამყენებული და მაყურებელი ხედავს სააკაშვილის პარლამენტში შესვლას და შევარდნაძის "გაგდებას", ოღონდ შენელებულ კადრებად, გაბოხებული ხმებით, რაც ნაჩვენებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ჩემი ავსტრიელი მეგობრისთვის, ეს ვიდეო იმისი ნიშანი იყო, რომ საქართველოში ყველაფერზე ცენზურაა, რომ სააკაშვილი უკვე ბოლომდე სტალინად გადაიქცა და ყველა სფეროში, თვით ხელოვნებაშიც კი, ის იღებს გადაწყვეტილებას და ამის შედეგია ისიც, რომ ვენეციაში საქართველოს წარმოსაჩენად ის ვიდეო შეირჩა, რომელიც ამბობს, - Change კარგია, - მიშა კარგია. თან ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე. ამ შთაბეჭდილებამ ჩემ მეგობარ-მაყურებელზე ისეთი უკურეაქცია მოახდინა, აღარ მოუნდა ჩაღრმავებოდა ამ ვიდეოს და მისი სხვა შრეებიც წაეკითხა. კოკა რამიშვილი ამ ვიდეოთი თვითონ ცვლილებას და მის მოტანილ ახალ მიმართულებებს სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ, იგი დამოუკიდებლად მოღვაწე ხელოვანია, რომლმაც ზემოაღნიშნული ვიდეო 2006 წელს გადაიღო.
გადის კიდევ ორი წელი და 2011 წელს საქართველოს ვენეციაში უკვე მეორედ წარადგენს თამრიკო კვესიტაძე, რომელმაც 2007 წელს, მაშინაც ჯერ კიდევ ცოტათი უფრო "წესების" დაცვით, ორ სხვა მონაწილსეთან, ეთერ ჭკადუასა და ჩემთან ერთად უკვე წარადგინა საქართველო ვენეციის ბიენალეზე. 2011 წელს, მხატვრის შესარჩევად "open call"-ის შედეგად გამოხმაურებული სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები არ ყოფილა განხილული. ახლა უკვე არანაირი ფორმალური წესების დაცვა აღარაა საჭირო. ვისაც ფული აქვს, ის უკვეთავს მუსიკას. თამრიკო კვესიტაძის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და როგორც ჩანს, ასეთი გარიგებით ივანიშვილი არა მარტო ვენეციის ბიენალის ხარჯებს იღებს საკუთარ თავზე. ბათუმის ქანდაკებაც " All you need is love " და სტალინის ძეგლის ადგილზე მომავალში დასადგამი ქანდაკებაც (პროტესტის მიუხედავად თუ მაინც დაიდგა) ხომ თამრიკო კვესიტაძეს ეკუთვნის და ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგებაა: სახელმწიფო უზრუნველყოფს საუკეთესო პოდიუმებს ივანიშვილის პროტეჟეს წარმოსაჩენად, ხოლო ივანიშვილი ფინანსურად მხარში ამოუდგება სახელმწიფოს.
ალბათ ამ მიზეზის გამოა, რომ ვენეციის ბიენალის ქართული პავილიონი კვესიტაძისათვის ერთგვარ პერსონალურ საგამოფენო დარბაზად იქცა. ამ კითხვაზე კულტურის სამინისტროს, კერძოდ დავით ცხადაძეს ერთადერთი რეაქციაა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.
კვესიტაძის ნამუშევრები ვისაც ნანახი აქვს, მან უკვე იცის, რომ მათში არ გამოჩნდება მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალა და ბიზნესგარიგებები, ტექნიკურად ხუთიანზე შესრულებული მექანიკურად მოძრავი თოჯნები კი მაყურებელს ესთეტურ სიამოვნებას მოჰგვრის და ტექნიკური გამართულობით გააკვირვებს. პავილიონის მდიდრული გახსნა და მისი მთელი მსვლელობა იქნება "სვეცკი ტუსოვკა", რასაც არც საქართველოში არსებულ რეალობასთან, არც ქართულ თანამედროვე ხელოვნებასთან და არც საერთოდ თანამედროვე ხოლოვნებასთან კავშირი არ ექნება.
რას მოვითხოვ კვესიტაძისგან? რახან მდიდარი მფარველი ყავს არ გამოფინოს ნამუშევრები? მაგას არ ვითხოვ, უბრალოდ ძალიან მომწყინდა ხელოვანების მიერ ათვისებული ის როლი, რომ მათ პოლიტიკა არ ეხებათ, რომ ისინი ამის ყველაფრის მიღმა დგანან, და რომ "სილამაზეს" ემსახურებიან. ისიც მომწყიდნა, რომ მაყურებელს ნამუშევრის უკან მდგომი ძალების დანახვა არ სურს. ეს ყველაფერი ხომ ძველი სტრუქტუების გამაგრებაა, პოზაა, რომლიდანაც ვერ ან არ გამოვდივართ.
მე ვფიქრობ, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობის მიღება საკუთარი თავით ტკბობის საშუალება არ უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს პიედესტალი, რომელზეც ისედაც ბოლომდე დაფინანსებული, კარგად გაპრიალებული და შელამაზებული რეალობა დაიდება.
ვენეციის ბიენალე უნდა იყოს გამოცდილება, რომელიც კარგად შერჩეული მხატვრების ჯგუფისთვის განვითარების და ახალი პერსპექტივების მომტანი გახდება. ეს მხატვრები უნდა ფლობდნენ თანამედროვე ხელოვნების ენას და თავიანთი კრიტიკული აზროვნებით, შეულამაზებლად ასახავდნენ რეალობას. ეს რეალობა შეიძლება მტკივნეულია, მაგრამ ტკივილის და შიშის საკუთარი თავში დაძლევა და სხვებისთვის ჩვენება ხომ ამ ტკივილზე მაღლა დადგომას ნიშნავს, რისკს შეიცავს, რითიც ხელოვნების ნიმუში საინტერესო და თანამედროვე ხდება.

სოფო ტაბატაძე
----------------------------------------
* სოფო ტაბატაძე დაიბადა 1977 წელს, თბილისში. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სადაც ერთი კურსი დახურა და ამსტერდამის, გერიტ რიტფელდის აკადემიაში გადავიდა სადაც ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა. ამჟამად სოფო ტაბატაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილსსა და ბერლინში. იგი მონაწილეობას იღებს მრავალ საერთაშირისო გამოფენაში და ხშირად იფინება საქართველოშიც. 2007 წელს სოფო ტაბატაძემ საქართველო ვენეციის სეართაშორისო ბიენალეზე წარადგინა და ამავე წელს მონაწილეობა მიიღო სტამბულის ბიენალეში. მისი ნამუშევრების შესახებ დაწერილა მრავალ ქართულ ბეჭდვით მედიაში და ასევე საერთაშორისო სახელოვნებო ჟურნალებში კუნტსფორუმი (kunstforum international) და ფლეშარტი (flesh art international). 2003 წელს მან საქართველოში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია გეოეარი, რომლიც კულტურულ პროექტებს და მხატვრების და კურატორების გაცვლას ემსახურება.