Friday, November 16, 2012

დროებითი დღეები: თბილისი / Interim Days: Tbilisi













დროებითი დღეები: თბილისი

სიმპოზიუმი და გამოფენა, თბილისი, საქართველო

ნოემბერი 20-24, 2012
გამოფენის გახსნა შაბათს, 24 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
საგამოფენო დარბაზი (ძველი შენობა)
გრიბოედოვის ქ. 22, 0108 თბილისი

დასწრება თავისუფალია
სიმპოზიუმი ჩატარდება ინგლისურ ენაზე



შესაძლებელია თუ არა, რომ იმ სოციო-პოლიტიკურმა გარემომ, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობთ და იმ სირთულეებმა, რომელთაც ვაწყედებით, მიგვიყვანონ ხელოვნების შექმნისა და გამოფენის ახალ გზებამდე? სიმპოზიუმი და საგამოფენო პროექტი „დროებითი დღეები: თბილისი“ გამიზნულია შექმნას ქსელური პლატფორმა სხვადასხვა სოციო-კულტურულ კონტექსტში მოღვაწე ხელოვანთა და კულტურის მუშაკებისთვის. მთავარი მიზანია იმ შესაძლებლობების აღმოჩენა, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი ინიციატივების ჩამოყალიბებას, რაც მოიცავს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას. პროექტის საწყისი წერტილი არის მონაწილეთა პერსპექტივები, რისთვისაც მთავარია ხელოვანად ყოფნის გამოცდილება, რაც საზოგადოების მდგომარეობასა და ხელოვნების სხვადასხვა კონტექსტში არსებობის ფაქტორს უფრო ფართოდ გვანახებს.

პროექტის მონაწილეები არიან შვედეთიდან, საქართველოდან, მოლდავეთის რესპუბლიკასა და უკრაინიდან. თუმცა, პროექტში ასევე მონაწილეობენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომელთაც ამ რეგიონის სახელოვნებო პრაქტიკასთან დაკავშირებული გამოცდილება აქვთ. განხილვისას ყურადღება დაეთმობა იმ თემებს, თუ რა რატომ ხდება კონტექსტების განანსხვავება მაშინ, როდესაც ხელოვნების არსებობის საკითხი დგება. ასევე, ის სირთულეეია და შესაძლებლობები, რაც ამ პროცესებს მოყვება. ამ შემთხვევაში, პერსპექტივა ყოველთვის ხელოვანისგან მოდის.

სიმპოზიუმი არის კალმარის ხელოვნების მუზეუმის  და გეოეარის თანამშრომლობის შედეგი, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერს შვედური ინსტიტუტის Creative Force პროგრამა. პროექტის ასევე ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით. კალმარის ხელოვნების მუზეუმს და გეოეარს აქვთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დიდხნიანი გამოცდილება.

სიმპოზიუმი და მონაწილეთა ინტენსიური გაცვლითი სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში.
გამოფენა გაიხსნება შაბათს, 24 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე.


მონაწილეები: მარიკა ასათიანი (საქართველო), ევგენია ბელორუსეტსი (უკრაინა), თაკო ჭაბაშვილი (საქართველო), ლადო დარახველიძე (საქართველო), ლაურა ჰეთფილდი (კანადა/შვედეთი), გუსტავ ჰელბერგი (შვედეთი), იოანა ქარლინი (შვედეთი), ემელი ფერსონი (შვედეთი), პარან პური (ირანი/გერმანია), შტეფი შონე (გერმანია), გიორგი ტაბატაძე (საქართველო), ვლადიმირ უსი (მოლდავეთის რესპუბლიკა)



სამშაბათი, 20 ნოემბერი
13:00 - 14:00 - მონაწილეთა შეხვედრა, შესავალი
გეოეარის და კალმარის ხელოვნების მუზეუმის პრეზენტაცია
16:00-18:00 - სახელოვნებო დაწესებულებებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებთან შეხვედრა

ოთხშაბათი, 21 ნოემბერი
10:00 – 14:00 - პრეზენტაციები, მონაწილეთა თემები, აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა
14:00 – 15:00 – შესვენება
16:00 – 18:00 - სახელოვნებო დაწესებულებებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებთან შეხვედრა

ხუთშაბათი, 22 ნოემბერი
10:00 – 14:00 - პრეზენტაციები, მონაწილეთა თემები, აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა

პარასკევი, 23 ნოემბერი
თავისუფალი დღე კვლევისათვის და ქალაქის შესასწავლად

შაბათი, 24 ნოემბერი, 17:00
გამოფენის გახსნა (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საგამოფენო დარბაზი (ძველი შენობა)



Interim Days: Tbilisi

Symposium and Exhibition, Tbilisi, Georgia

November 20th to 24th 2012
Exhibition opening Saturday 24th 17:00.

Tbilisi State Academy of Arts 
Exhibition Hall (old building)
22 Griboyedov St. 0108 Tbilisi


Could the political or social environment we operate within and the challenges we encounter lead to new ways to produce and exhibit art? The symposium and exhibition project Interim Days: Tbilisi is created with the intention to act as a networking platform for artists and cultural producers from different social and cultural contexts. The main goal is to find opportunities to develop international collaborations and to establish new initiatives that involve transnational cooperation, including eastern European countries. The point of departure is the perspective of the participants, where the experience of being an artist becomes predominant and tells wider stories, about society and the possibilities for art to exist in different contexts. 

The participants come from Sweden, Georgia, Republic of Moldova and the Ukraine, but there are also participants from other countries with experience from artistic practice within these regions. The discussion will focus on what separates the different contexts when it comes to the possibilities for art to exist and to the hardships and opportunities that follows. The perspective, in this case, always comes from the artist.

The symposium is collaboration between Kalmar konstmuseum
 and GeoAIR with financial support from the Creative Force programme within the Swedish Institute and generous support of Tbilisi State Academy of Arts. Kalmar konstmuseum as well as GeoAIR has a well documented experience of being a part of international projects.

Symposium and final presentation of works produced as a result of five days intensive exchange between participants will take place in the big exhibition hall of Tbilisi State Academy of Arts. Exhibition opens Saturday 24th 17:00.

Participants: Marika Asatiani (GE), Yevgenia Belorusets (UA), Tako Chabashvili (GE), Lado Darakhvelidze (GE), Laura Hatfield (CA/SE), Gustav Hellberg (SE), Johanna Karlin (SE), Emmeli Person (SE), Paran Pour (IR/DE), Steffi Schöne (DE), Giorgi Tabatadze (GE), Vladimir Us (MD)


Tuesday November 20th
1 - 2pm Come together, meeting participants, introduction
Presentation of GeoAIR and Kalmar konstmuseum
4 - 6pm - meeting art institutions, cultural operators 

Wednesday November 21st
10am-  2pm - presentations, talks by participants, meeting students at the academy
2 - 3pm - lunch break 
4 - 6pm - meeting art institutions, cultural operators 

Thursday November 22nd
10am - 2pm - presentations, talks by participants, meeting students at the academy

Friday November 23rd
Free day for research and city exploration

Saturday November 24st, 5pm.
Exhibition Opening (
Tbilisi State Academy of Arts Exhibition Hall (old building)



Tuesday, November 06, 2012

ცვალებადი იდენტობები (გამოფენა და კოლოკვიუმი) / DRIFTING IDENTITIES (Exhibition & Colloquium)








გამოფენა/Exhibition: 30.10 -13.11. 2012

კოლოკვიუმი/Colloquium: 31.10 -1.11. 2012

გამოფენა - ზემსტვეი მუზეუმში; კოლოკვიუმი - თეატრ SPALATORIE-ში
Exhibition at Zemstvei Museum; colloquium at SPALATORIE Theater (http://www.spalatorie.md)

ორგანიზატორი/Organizer: KSAK-Center for Contemporary Art, Chisinau
კიშინიოვი, მოლდოვას რესპუბლიკა
Chisinau, Republic of Moldova

კურატორი სტეფან რუსუ 
Curated by Stefan Rusu.

ცვალებადი იდენტობები KSAK ცენტრის მიერ HEICO-ს ფარგლებში ორგანიზებული საჯარო ღონისძიებების ნაწილია / DRIFTING IDENTITIES is part of a series of public events organized by the KSAK Centre in the frame of HEICO, in partnership with the Heinrich-Boell-Foundation Brandenburg/Germany, SPACES/Slovak Republic, the Art Today Association Plovdiv/Bulgaria, the Art&Cultural Studies Laboratory/Armenia and the GeoAIR Association/Georgia.

პროექტი დაფინანსებულია/A project funded by: European Commission

,,ცვალებადი იდენტობები“ პოსტ-სოციალისტური საზოგადოებების წარსულსა და აწმყოში არსებული იდენტობის ფენომენის კვლევაზე, დოკუმენტაციასა და დაარქივებაზე აკეთებს ფოკუსს. ასევე, ღონისძიების მიზანია იდენტობის ტენდენციების (ბოლოდროის და ასევე, დარჩენილი მარკერების) კონტექსტუალიზაცია სოციალისტური ბანაკის დაშლიდან 20 წლის შემდეგ.

DRIFTING IDENTITIES is focused on researching, documenting and archiving the identity phenomena located in the past and the present of post-socialist societies and it is dedicated to the contextualization of identity tendencies (some recent, but also some residual markers), two decades after the dissolution of Eastern bloc.


მონაწილეები/Participants:


გამოფენა/Exhibition:

Anatoly Belov [UA], Marina Naprushkina [BY], Ivan Mudov [BG], Societe Realiste (Ferenc Gróf and Jean-Baptiste Naudy) [FR/HU], Anetta Mona Chisa & Lucia Tkacova [SK], Lucia Nimcova [SK], Dumitru Oboroc [RO/MD], Eliza Ursachi [RO], Ghenadie Popescu [MD], AlteArte - (Pavel Braila [MD], Angelika Herta [RO], Lilia Braila [MD/RO]), Nicoleta Esinencu [MD], Valeria Barbas [MD], Max Kuzmenko [MD], Karine Matsakyan&Sona Abgaryan [AM], Sophia Tabatadze [GE], Nadia Tsulukidze [GE],

კოლოკვიუმი/Colloquium:

Pavel Braila [MD], Susanna Gyulamiryan [AM], Nicoleta Esinencu [MD], Tamara Vardanyan [AM], Irina Solomatina [BL], Tatiana Fiodorova [MD], Julia Popovici [RO], Vitalie Spranceana [MD], Octavian Ticu [MD], Vasile Ernu [RO/MD], Tamara Zlobina [UA], Data Chigholashvili [GE], Lesya Kulchinska [UA], Eliza Ursachi [RO]

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული 
For the detailed information, please follow the link

Tuesday, October 02, 2012


საზღვარი-კავშირი
– აღმოსავლეთ პარტნიორობის  კულტურული თანამშრომლობის ვორკშოფი სამუშაო ქსელის შექმნაზე
I  გასაცნობი ვიზიტი და ვორკშოფი – თბილისი  (საქართველო) 7–10 ოქტომბერი 2012


CONNECTED BY THE BORDER– Eastern Partnership cultural cooperation network building 
– I STUDY VISIT: Tbilisi (Georgia) 7 – 10 October 2012  


ფონდი  „Trans Culture” (პოლონეთი), კულტურის ვორქშოფებთან (პოლონეთი) და პარტნიორებიGeoAIR (საქართველო) Suburb Cultural Centre (სომხეთი),United Artits’ Club (აზერბაიჯანი) ორგანიზებას უწევს გასაცნობ ვიზიტებსა და ვორქშოფს, რომელიც ეძღვნება კულტურული სამუშაო ქსელის ახალი მოდელის შექმნას  აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის არა წევრ ქვეყნებში.

პროგრამის შესახებ

2011 წელს  ფონდმა ტრანსკულტურამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  განახორციელა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი კულტურული კონგრესი (EPCC) , რომლის ფარგლებში კულტურული სექტორის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან დაადგინეს მიმართულებები კულტურული თანამშრომლობისათვის მომდევნო წლებში და გასცეს რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნებისათვის და შეიმუშავეს რეკომენდაციები ევროკავშირის პოლიტიკისათვის.
ეს პროექტი არის იმ პროგრამის მიზანია კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ასევე მეგობრული ურთიერთობისა და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბება.
     .  აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული თანამშრომლობისათვის ახალი მოდელის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ქსელის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების კულტურულ ოპერატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელოვანებსა  და მენეჯერებს შორის.
       . უნარებისა და ცოდნის დონის ამაღლება თანამედროვე კულტურის მენეჯმენტში, განათლებასა და კულტურის პოლიტიკაში.
    . ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის პოზიტიური იმიჯის შექმნა და გაძლიერება.

პროექტში მონაწილეობენ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კულტურული წრეების წარმომადგენლები: კულტურული ინსტიტუციები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ანიმატორები, კულტურის და ხელოვნების მენეჯერები და მეცნიერები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებთან კულტურული თანამშრომლობით.


ვორქშოფი და გასაცნობი შეხვედრები:

თბილისი (საქართველო) 8-11 ოქტომბერი, 2012 წ. - მონაწილეობს საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.

ვორქშოფი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: პარტნიორობა და სამუშაო ქსელის შექმნა, იმის მიხედვოთ, თუ თანამშრომლობის რა მოდელები არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებისათვის.

გასაცნობი შეხვედრები:
.    ვიზიტები სახელოვნებო და კულტურის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებში, შეხვედრები ხელოვანებთან, სახელოვნებო და კულტურის ფესტივალის მენეჯერებთან,
.    შეხვედრები მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის კონგრესის მისიას, შედეგებსა და სამომავლო მიზნებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციას, ფინანსურ, სოციალურ,სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებს, ისევე როგორც  ევროკავშირის მექანიზმებს დაფუძნებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისათვის და კულტურის ამჟამინდელი მდგომარეობის გამუმჯობესებას ამ ქვეყნებში.

ამ ვიზიტების შედეგი იქნება სტრატეგიის ჩამოყალიბება აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული თანამშრომლობისათვის, მომავალი კონგრესისათვის (2013წელი) საერთო კურსის შექმნა, კულტურის ანალიზი და მისი ასპექტები, ასევე მისი გავლენა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირთან ინტეგრაცია. ეს დასკვნები გამოყენებული იქნება საერთო მექნიზმების ჩამოყალიბებაში ევროპაში სათანამშრომლოდ და იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტი აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული თანამშრომლობის სტრატეგიის შესაქმნელად.

ორგანიზატორები:
ფონდი  „Trans Culture” (პოლონეთი)
კულტურის ვორქშოფები ლუბლინში (პოლონეთი)
პროექტის პარტნიორები:
GeoAIR (საქართველო)
Suburb Cultural Centre (სომხეთი)
United Artits’ Club (აზერბაიჯანი)
Lohvinau“ საგამომცემლო სახლი (ბელორუსია)
“Oberliht” ახალგაზრდა ხელოვენთა ასოციაცია (მოლდოვა)
 "Dzyga" სახელოვნებო ასოციაცია (უკრაინა)
პროექტი თანადაფინანსებულია ლუბლინის საკრებულოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
პროექტის კოორდინატორი: აგატა ვილი-agata.will@gmail.com;fundacja@transkultura.org
www.transkultura.org
კოორდინატორი საქართველოში: სოფიო ლაპიაშვილი- sophialapiashvili@gmail.com
პროექტისა და პარტნიორ ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://epccongress.eu/en/news/connected-by-the-border/

ვორქშოფის ლიდერები თბილისში

მარიანა ცვეტკოვიჩ მარკოვიჩ

დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ხელოვნების ისტორია). მაგისტრატურა გაიარა კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის პოლიტიკის განხრით ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ლიონის ორ უნივერსიტეტში (საფრანგეთი). ამჟამად არის დოქტორანტი ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში (მუზეუმის მენეჯმენტი და განვითარება). მიღებული აქვს მონაწილეობა პროფესიური განვითარებისა და სტაჟირების არა ერთ პროგრამაში (ჟორჟ პომპიდუს ცენტრი (პარიზი), ლუვრის მუზეუმი (პარიზი), ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი), ფოჯას უნივერსიტეტი (იტალია)). მისი ინიციატივით განხორციელდა სხვადასხვა პროექტი შემდეგ სფეროებში: კულტურის პოლიტიკა, საერთაშორისო და ბალკანური კულტურული თანამშრომლობა, თანამედროვე ცეკვა და ვიზუალური ხელოვნება, მუზეუმები.
დააფუძნა თანამედროვე ცეკვის  „მომსახურეობის სადგური“ და ცეკვის მობილური აკადემია, ბალკანური პლატფორმა თანამედროვე ცეკვისა და საშემსრულებლო ხელოვნების  განვითარებისათვის. ის არის დამოუკიდებელი კულტურული სივრცეების აქტივისტი ბელგრადსა და სერბეთში.
 2009 წლიდან არის მიწვეული ლექტორი და ასისტენტ მასწავლებელი სამაგისტრო პროგრამაზე კულტურის მენეჯმენტსა და კულტურის პოლიტიკაში ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში (იუნესკოს კათედრა). 2011 წლიდან ასწავლის პერფორმანსის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე იმავე უნივერსიტეტში (ერასმუს მუნდუსის პროგრამა ვარვიკის უნივერსიტეთან, დიდი ბრიტანეთი, ჰელსინკის უნივერსიტეტსა და ამსტერდამის უნივერსიტეტთან ერთად). ატარებს ლექციებსა და სემინარებს პროექტის მართვაზე, რეგიონალურ კულტურულ თანამშრომლობაზე, მუზეუმის მენეჯმენტსა და კულტურის პოლიტიკაზე.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია სხვადასხვა ჟურნალსა და წიგნში (ინგლისურ, იტალიურ და პოლონურ ენებზე).

კრისტინა კუიუნძიჩ

დაამთავრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტი ნოვი სადის უნივერსიტეტში. მაგისტრატურა გაიარა კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის პოლიტიკის განხრით ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ლიონის უნივერსიტეტში (საფრანგეთი). ის იყო  სერბეთის ახალგაზრდა მკვლევართა,  მოხალისეთა სამსახურისა და ბელგრადში ახალგაზრდული შემოქმედების ცენტრის  აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად არის სპეციალური მრჩეველი პროექტების შედგენსა და თანამშრომლობაში სტრატეგიულ პარტნიორებთან  სერბეთის ეროვნულ ტურისტულ ორგანიზაციაში, ასევე რეგიონალური ექსპერტი და კონსულტანტი შვეიცარიის კულტურულ პროგრამაში სამხრეთ -აღმოსავლთ  ევროპასა და უკრაინაში - შვეიცარიის კულტურული პროგრამა დასავლეთ ბალკანეთში, სარაევოში (ბოსნია -ჰერცოგოვინაში). ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ექსპერტი "ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტი" -კულტურულ მარშრუტზე გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების ფარგლებში (ლუქსემბურგი). არის თანამშრომელი ტრანსნაციონალური პროექტისა "პელაგონიის რეგიონისა (მაკედონია)  და მონ-სენ-მიშელის (ქვემო ნორმანდია, საფრანგეთი) მდგრადი განვითარებისა" (ბიტოლა, მაკედონია/კანი, საფრანგეთი). არის ცეკვის მობილური  აკადემიის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი და ადვოკატთა ჯგუფის ერთერთი ძირითადი წევრი.




/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////// 


Trans Cultura Foundation (Poland) together with Workshops of Culture (Poland) and partners: GeoAIR (georgia)  Suburb Cultural Centre (Armenia), United Artits’ Club (Azerbaijan) is organizing a study visits and workshop session dedicated to the building of the new model of culture networking in Eastern Partnership and non – EU countries.


ABOUT
In 2011 the Trans Culture Foundation, together with its partners from the EaP countries and financial support from the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland organized the first Eastern Partnership Culture
Congress (EPCC) during which representatives of the cultural sectors from EaP and EU countries set the directions for cultural cooperation for the upcoming years and developed recommendations for EU policies.
This project is to prepare artists, culture managers, institutions and culture organizations from EaP countries for active participation in the second EPCC schedules for 2013 and to create a tool for building of a cultural cooperation network in Eastern Europe.
The aim of the project is reinforcement of culture and civil society’s role in building of friendly relations between the European Union and the Eastern Partnership countries and their mutual respect.
o Building a new model of network for cultural cooperation in Eastern Europe, aiming at
intensification of contacts between cultural operators, NGOs, artists and managers of the EaP and the EU countries.
o Raising the level of knowledge and skills in modern culture management, education and cultural policies
o Building and strengthening the positive image of Eastern Europe in EU.

Participants of the project are representatives of opinion-forming cultural circles in the EaP countries: representatives of cultural institutions, NGOs, artists, animators, and managers of culture and arts, an academics interested in implementing projects of cultural cooperation with the Eastern Partnership and the European Union countries.
Networking Building Workshops / Study visits and meetings:

Tbilisi (Georgia) 8 - 11 October 2012 –participating county  Georgia, Armenia, Azerbaijan.

workshops dedicated to issues such as: networking and partnership – what does it mean, what are the models of networking, study cases, models of networking for Eastern Partnership countries and non – EU countries. Building the new model of network cultural development in EaP countries, its mission and main goals and projects.
Study visits in art and culture institutions and organizations, meetings with artists, cultural and art managers of festivals, international projects and social activists aiming at familiarization with the models in which the cultural activities function in the EaP countries as well as establishing contacts with representatives of cultural communities in these countries.
Meetings dedicated to the Eastern Partnership Culture Congress' mission, results and future objectives, the European Union's foreign policy towards the Eastern Partnership, integration of the EaP and the EU countries, possibilities of participation in educational artistic, social and financial programs and EU mechanisms for the EaP citizens as well as the current situation of culture in the EaP countries.
The result of these visits shall be the development of a strategy for building of networks for cultural cooperation in Eastern Europe, development of guidelines for the next Congress, to be held in 2013 and the analysis of culture and its aspects shape as well as the impact on the political, social and economic systems in the EaP countries and integration with the EU. This diagnosis will be used to develop common tools for cooperation in Europe and will be one of the important elements in creating a strategy for building of networks for cultural cooperation in Eastern Europe.
ORGANIZERS:
Trans Culture Foundation (Poland)
The Workshops of Culture in Lublin (Poland)

PARTNERS:

GeoAIR (Georgia)

Suburb Cultural Centre (Armenia)

United Artits’ Club (Azerbaijan)

Lohvinau Publishing House (Belarus)

Young Artists Association “Oberliht” (Moldova)

“Dzyga” Art Association (Ukraine)


The project is co-financed by the Lublin City Council and the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland

Project coordinator: Agata Will; agata.will@gmail.com; fundacja@transkultura.org

www.transkultura.org

Georgian project coordinator: Sophia Lapiashvili; sophialapishvili@gmail.com; infogeoair@gmail.com

For more information and activates in another partner city’ see the link: http://epccongress.eu/en/news/connected-by-the-border/


WORKSHOP LEADERS IN TBILISI

Marijana Cvetković Marković
Graduated from the Faculty of Humanities at the University of Belgrade (art history). Completed MA in management in culture and cultural policy at the University of Arts in Belgrade and Université Lyon 2 (France). Currently PhD candidate at the University of Arts in Belgrade (museum management and development). Attended numerous professional development programs and internships (Centre Georges Pompidou, Paris, Musée du Louvre, Paris, Central European University, Budapest, Università di Foggia). Initiated and realized various programmes and projects in the fields of cultural policy, international and Balkan cultural cooperation, contemporary dance and visual arts, museums.
Founder of Station Service for contemporary dance and Nomad Dance Academy, Balkan
platform for development of contemporary dance and performing arts. Cultural activist at the
independant cultural scenes of Belgrade and Serbia.
Since 2009 teaches as guest lecturer and teaching assistant at the MA in cultural management and
cultural policy at the University of Arts in Belgrade (UNESCO Chair). Since 2011 teaches at MA
in performance research programme at the same university (Erasmus Mundus Programme with
Warwick University, UK, the University of Helsinki and the University of Amsterdam). Gives lectures and workshops on project management, regional cultural cooperation, museum management and cultural policy.Published numerous articles in various magazines and edited books (in English, Italian and Polish).

Kristina Kujundzic
Graduated from the Faculty of Natural Science at the University of Novi Sad. Completed MA in management in culture and cultural policy at the University of Arts in Belgrade and Université Lyon 2 (France). She was an Executive Director of the Young Researchers of Serbia as well as Voluntary Service and executive director of the Center for Youth Creativity in Belgrade. Currently special advisor for projects and cooperation with strategic partners at National Tourism Organization of Serbia and regional expert and consultant at Swiss Cultural Program in SEE and Ukraine – Swiss Cultural Programme in the Western Balkans, Sarajevo, Bosnia and Herzegovina. Certificated expert of the Council of Europe for “Cultural Route of the Council of Europe” in the framework of the Enlarged Partial Agreement on Cultural Route (Luxembourg). Collaborator in trans-national project “Sustainable development of Pelagonia region, Macedonia and Pays de la baie du mont st Michel, Basse-Normandie, France” (Bitola, Macedonia / Caen, France. She is in decision making board of NOMAD Dance Academy and one of core member of the advocacy task force.




Focus TV: http://www.focustv.ge/news/212/კულტურული+თანამშრომლობის+ვორკშოფი#.UH8TPIsw2CI.facebook







Saturday, June 16, 2012

Very/Con/Temporary


#2
ნატალია ნებიერიძე /
Natalia Nebieridze


UNDOCUT



Opening: 21.06.2012 / 19:00
21.06.12-31.07.12

კურატორი ნინი ფალავანდიშვილი /
Curated by Nini Palavandishvili (GeoAIR)

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16 0108 თბილისი, საქართველო
Goethe-Institut Georgien
Sandukeli Str. 16





























ქალაქი :  სხეული

შენობა : ორგანო
ორგანო : სისხლძარღვები
ორგანო : კარი
კარი : სისხლძარღვები
სისხლძარღვები : ქსელი

City: Body
Building: Organ
Organ: Arteries
Organ: Door
Door: Arteries
Arteries: Web

ნატალია ნებიერიძე, დაიბადა 1987 წელს ქ. თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი სწავლობდა ი. ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯში. 2005-2009 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, 2011 წლიდან სწავლობს არქიტექტურის ფაკულტეტზე, მუშაობს ძირითადად ინსტალაციის და პერფორმანსის განხრით.
2007 წელს ნატალია ნებიერიძე მონაწილეობდა პროექტში “Grand Openings”  და სტუდენტურ გამოფენაში  „Untitled“.  2007–2008  წლებში ხუთმა სტუდენტმა მოწვეულ პედაგოგთან ერთად ჩამოაყალიბა „ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო“.  სახელოსნოს მუშაობის განმავლობაში შედგა რამოდენიმე გამოფენა, მათ შორისპერფორმანსი, ღია გაკვეთილი, სადიპლომო გამოფენააბარტი. 2009 წელს მონაწილეობდა მოსკოვის ბიენალის ფარგლებში გამართულ ახალგაზრდა მხატვართა საერთაშორისო გამოფენაში  „ ЛИЧИНКИ БУДУЩЕГО“.  2010 წელს გამოფენაზეშორის“, 2011 წელს პროექტში – “Memory”,  2012 წლის იანვარში, გუდიაშვილის მოედანზე გამართულ აქციაზე პერფორმანსი “Act and Deed”, პროექტის "undergo. the parallels" ფარგლებში "წითელი", ოპერის წინ მიწისქვეშა გადასასვლელი, თბილისი.  



Natalia Nebieridze, born in Tbilisi, Georgia, in 1987. After 2 years of study at I. Nikoladze Art College, from 2005 to 2009, N. Nebieridze studied at Tbilisi State Academy of Arts, Fine Arts faculty. Since 2011 she has been a student of Architecture faculty. The main genres of her works are installation and performance.
In 2007 Natalia paticipated in “Grand Openings” project and in students exhibition “Untitled”. In 2007-2008 five students together with invited teachers formed “Visual Art laboratory” during which existence several exhibitions took place. Natalia Nebieridze has been actively participating in local as well as international exhibitions and projects: young artists international exhibition „ ЛИЧИНКИ БУДУЩЕГО“, Moscow Biennial (2009),“Between”, Tbilisi, Georgia ( 2010), “Memory”, CCA-Tbilisi, Georgia (2011), “Act and Deed”, Gudiashvili square, Tbilisi, Georgia; Undergo. The Parallels, Tbilisi, Georgia (2012)


კურიერი, რუსთავი 2  / Courier, Rustavi 2 / 21.06.2012 / 22:04h.
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=20-06-2012%2022:04

სახელოვნებო პროექტი / Artistic project: Very/Con/Temporary



გეოეარი და გოეთეს ინსტიტუტი იწყებს ახალ თანამშრომლობით პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებმაც სულ რაღაც ერთი-ორი წლის წინ დაამთავრეს სწავლა სახელოვნებო სკოლებში ან ამთავრებენ უახლოეს მომავალში და არ არიან დამკვიდრებულები სახელოვნებო ბაზარზე, მიეცემათ საშუალება 2-3 თვის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტის სივრცე გამოიყენონ სამუშაო, სახელოსნო პლატფორმად. გოეთეს ინსტიტუტი, რომლის აქტიურად მონაწილეობს |თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით, ხელოვანებს სთავაზობს ინსტიტუტის სივრცე გამოიყენონ საექსპერიმენტო გარემოდ. მათ მიეცემათ აბსოლუტური თავისუფლება თემის, მედიუმის არჩევანში, ერთადერთი პირობით, რომ ხელოვანების მუშაობა არ შეუშლის ხელს ინსტიტუტის ყოველდღიურ მუშაობას.
თავის მხრივ გეოეარისთვის, რომლის ერთერთი მთავარი ინტერესის სფეროს არასახელოვნებო სივრცეების თანამედროვე ხელოვნების კუთხით დატვირთვა წარმოადგენს, საინტერესოა ახალი სივრცის სახელოვნებო პლატფორმად გააზრება. გოეთეს ინსტიტუტი არის კერძო სივრცე, რომელიც არის გერმანიის სახელმწიფო საკუთრებაში, მაგრამ ამავდროულად გახსნილია საზოგადოებისთვის. ინსტიტუტს გააჩნია საჯარო მოხმარებისთვის გამიზნული ინფრასტრუქტურა სადაც იმართება ენის კურსები, გამოფენები, მუშაობს ბიბლიოთეკა, კაფე. ამ მხრივ საინტერესოა საზღვარი საჯარო და კერძო სივრცეს შორის, მენეჯმენტის და საგანმანათლებლო სართულებს შორის, რომელთაც ნაკლები შეხება აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ამავდროულად მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან დერეფნებით, ეზოთი, ბიბლიოთეკით. ამ ელემენტებს დაემატება კიდევ ერთი მაკავშირებელი, თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებენ ადგილზე, შექმნიან ადგილსპეციფიკურ ნამუშევრებს. ამ პროცესის განმავლობაში ინსტიტუტის თანამშრომლები, მოსწავლეები, სტუმრები გახდებიან პროცესის თანამონაწილეები. წელიწადში 4ჯერ მოეწყობა ნამუშევრების ჩვენება, რომელსაც თან სდევ საუბარი ხელოვანსა და კურატორს შორის, რომლის დროსაც ფართო საზოგადოებას მიეცემა საშუალება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ხელოვანის, მისი შემოქმედების და კონკრეტულად გოეთს ინსტიტუტში შექმნილი ნამუშევრის შესახებ. ამ სახით ჩვენი სურვილია თანამედროვე ხელოვნება გავაცნოთ უფრო ფართო საზოგადოებას, რომელიც არ არის შეჩვეული მასთან შეხებას არასახელოვნებო ისნტიტუციების გარეთ.
პროექტის სახელწოდება ნასესხებია ჰოლანდიელი ხელოვანის როშელ ჰეიმანის 2007 წელს ლადო დარახველიძესთან და გიორგი ტაბატაძესთან ერთად გოეთეს ინსტიტუტში შესრულებული პროექტის სათაურიდან: 'The Very Temporary Contemporary Museum'. 5 წლის წინაც როშელ ჰეიმენი თავის პროექტში აქცენტს აკეთებდა თანმედროვე ხელოვნებისთვის საგამოფენო და ხელოვანებისთვის საექსპერიმენტო სივრცის არარსებობის პრობლემატიკაზე.
დღესაც, მიუხედავად მრავალი პოზიტიური ცვლილებისა საქართველოს სახელოვნებო გარემოში, ახალგაზრდებისთვის საექსპერიმენტო პლატფორმის არარსებობა აქტუალურ საკითხად რჩება. ჩვენი სურვილია, ამ მხრივ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობის შემოქმედებით განვითარებას და საფუძველი დავუდოთ მათთვის საექპერიმენტო პლატფორმის შექმნას.

GeoAIR and the Goethe-Institut Georgia are launching a new collaborative project - “Very Temporary Contemporary” - in which young artists, who have graduated recently or are at the end of their studies and not yet established on the art market, will be given an opportunity to realize a project in the space of Goethe Institute, which will thereby serve as a project space and experimental platform for young generation artists. The Goethe-Institut, which actively participates in promotion of German culture internationally, is also very engaged in supporting local culture and especially contemporary art. Within this project artists have absolute freedom to choose the topic of their work, media, the only condition is not to obstruct the daily life and work of the institute and its employees.

As for GeoAIR, whose projects are mainly realized in not directly with art-associated locations, it is again interesting to transform a non-artistic space into a contemporary art environment and to consider it as experimental platform.

The Goethe-Institut is a private space, owned by the German state, but at the same time open for public to attend language courses, exhibitions, use the library or the café. In this regard the topic of boundaries between public and private space is interesting for us, the creative space between management and educational courses floors, which have less contact with each other, but at the same time are linked through corridors, the courtyard, the library. For the project duration contemporary art and artists will function additionally as connection and mediator between separate parts. Artists will work and develop site-specific works. During this process, the Institute's staff, students, guests will become actors of the project; they will eyewitness the process of creation as well as result. Shows will be held 4 times per year, followed by conversations between the artist and curator, in which the public will be able to gain more information about the artist, his/her works and in particular the work in the Goethe-Institut. This way, we wish to introduce contemporary art to the general audience, and especially to those, who are not affiliated to encounter art beyond art institutions.

The title of the project Very Temporary Contemporary relates to the project of a Dutch artist Rosell Heijmen 'The Very Temporary Contemporary Museum' realized together with Lado Darakhvelidze and Giorgi Tabatadze in 2007 in the Goethe-Institut. Already 5 years ago Rosell Heijmen emphasized the importance of contemporary and the problem of absence of project and exhibition spaces in Georgia.

Still, despite many positive changes in the art field, Georgian contemporary artists and especially young generation artists lack experimental platform for creation, discussion of relevant issue and presentation of their work. We want to encourage the creative development of young artists and support the foundation of experimental platform for them.





#1
ნუცა ყანადაშვილი /
Nutsa Khanadashvili
ხელოვნური ძილი / Artificial sleep
Opening: 29.03.2012 / 18:00
29.03.12-10.06.12

კურატორი ნინი ფალავანდიშვილი /
Curated by Nini Palavandishvili (GeoAIR)

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16 0108 თბილისი, საქართველო
Goethe-Institut Georgien
Sandukeli Str. 16
0108 Tbilissi, Georgien



ძილი არის ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი ძილის ფორმები, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება პათოლოგიური მდგომარეობით. ამ ადამიანებს სძინავთ ხელოვნური ძილით, ერთი ხელოვნური საბნის ქვეშ და ესიზმრებათ ერთი არაჯანსაღი სიზმარი. მათი მდგომარეობა თავისთავად პათოლოგიურია და გამოიხატება მათ დამოკიდებულებაში გარემოსადმი, მოვლენებისადმი და ზოგადად სამყაროსადმი. ეს არის ერთგვარი საღათას ძილის მდგომარეობა, როდესაც გონება და სხეული არის ინდიფერენტული, აპათიური, ურეაგირო ყველაფერი იმის მიმართ, რაც გარშემო ხდება. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ისინი ქცეულნი არიან ერთ უსახურ მთლიანობად, რომელსაც აღარ გააჩნია პიროვნული თვისებები, რაც ადამიანებს გამოარჩევს ერთმანეთისგან. მათ სძინავთ ერთი დიდი საბნის ქვეშ, რომლის თეთრი ფერი მინიშნებაა არა სიწმინდისა და სისუფთავის მიმართ, რის სიმბოლოდაც ეს ფერი ზოგადად აღიქმება, არამედ სიცარიელის, აპათიის და უფერულობის მიმართ. მათი სიზმარიც საერთოა და პათოლოგიური ისევე, როგორც მათი ძილი. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ კავშირი არა მხოლოდ ერთმანეთთან და საზოგადოებასთან, არამედ სამყაროსთან. ცნობილია თეორიები, რომ ძილი და სიზმარი არის კავშირი გარე სამყაროსთან, აქ ეს კავშირი კი სრულიად გაწყვეტილია.


Sleep is a physiological condition of man, but there are healthy and unhealthy forms of sleep, the latter of which is often expressed in pathological conditions. Unhealthy sleepers sleep an artificial sleep under an artificial blanket and dream unhealthy dreams. Their state is pathological and is reflected in their attitude towards their environment, surrounding, and generally the universe. In a kind of lethargy mind and body are indifferent, apathetic, without any reaction to occurrences around them. Such sleepers have lost their individuality; they are turned into faceless units, which no longer have personal characteristics that distinguish people from each other. They sleep under one big blanket, where the color white, as generally perceived, is not a symbol of purity, but reference towards emptiness and apathy. Their dream is common and abnormal, as well as their sleep. These people have lost contact not only with each other and with the public, but with the world as well. According to many theories sleep and dreaming are connected with the universe. But in their case this connection is lost.




ნუცა ყანადაშვილი, დაბადებული 1989 წელს თბილისში, 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების, ფერწერის ფაკულტეტის მე-2 კურსის მაგისტრატურის სტუდენტი. გია ბუღაძის სახელოსნო.


Nutsa Khanadashvili, born 1989 in Tbilisi. Since 2010 second year master's degree student at the Tbilisi State Academy of Fine Arts, fine arts faculty, painting department, class of Gia Bugadze.


Goethe-Institut Georgien, GeoAIR and Nutsa Khanadashvili in Studio at "Shua Dge" Rustavi2 / 26.03.2012 / 14:37 h.


დილა მშვიდობისა საქართველო / Good morning Georgia, Rustavi2 / 29.03.2012 / 07:43 h.