22 .01.2015
10:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. #1
Georgian National Museum, Auditorium, 1 Purtseladze street
“გეოეარი” და “კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია” საქართველოს ეროვნ ულ მუზეუმთან თანამშრომლობით გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ტარდება პროექტის “აღმოაჩინე ელიავა” ფარგლებში. კონფერენცია მიეძღვნება გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების კრეატიულ და ალტერნატიულ მიდგომებს, ნარჩენებისა და გამოყენებადი ენერგიების სწორ მენეჯმენტს, ენერგოეფექტურობას. შეხვედრაზე განხილული იქნება სახელოვნებო რეზიდენციების, ნარჩენებისგან მეორადი ხელოვნების ნიმუშების შექმნის, კულტურის ინსტიტუციებში ენერგოდანაკარგების შემცირების, “მწვანე არქიტექტურის” თანამედროვე ტენდენციების საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ და პრეზენტაციებს გააკეთებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ხელოვანები, არქიტექტორები, ბიზნესმენები და სხვ. მათ შორის ბრიტანული ორგანიზაციის Julie’s Bicycle წარმომადგენელი ლიუკ რამსი(www.juliesbicycle.com), რომელიც უკვე მრავალი წელია მუშაობს კულტურის ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირებისა და კრეატიული პროექტების განხორციელების საკითხებზე. ორგანიზაციას აქვს ექსპერტული ცოდნა როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების, ისე ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და ცალკეული ორგანიზაციების მიერ გარემოზე ზეგავლენის კალკულაციის სფეროში. კონფერენციაზე თავის პროექტებს ასევე წარადგენს იტალიური სახელოვნებო რეზიდენციის Pollinaria-ს წარმომადგენელი დანიელა დ’არიელი (www.pollinaria.org/en/Arte/ fritz-haeg.aspx, ინიციატივა Tree House).
დასაწყისი: 10:00
მისალმება
(10.00 – 10.30)
- სოფიო ლაპიაშვილი, პროექტის
კოორდინატორი, GeoAIR (საქართველო)
- მიხეილ წერეთელი, საქართველოს
ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე
- ლიუკ რამსი, ეკოლოგიური მდგრადობის
მენეჯერი, Julie’s Bicycle (დიდი ბრიტანეთი)
სესია
#1 (10.30 - 12.00)
- მამუკა ჯაფარიძე, დამფუძნებელი,
cloud library (საქართველო)
- ყარამან ქუთათელაძე, რეზიდენციის
ხელმძღვანელი, გარიყულას არტ რეზიდენცია (საქართველო)
- დანიელა დ’არიელი, წარმოების
ასისტენტი, სახელოვნებო რეზიდენცია და ფერმა Pollinaria (იტალია)
12.00 – 12.15 შესვენება
სესია
#2 (12.15 – 13.45)
- ლიუკ რამსი, ეკოლოგიური მდგრადობის
მენეჯერი, Julie’s Bicycle (დიდი ბრიტანეთი)
- ია კუპატაძე, არქიტექტორი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- გიორგი ზურაშვილი, ადგილობრივი
გუნდის ხელმძღვანელი, ენერგოკრედიტი, (საქართველო)
13.45
– 14.30 სადილი
სესია
#3 (14.30 – 16.00)
- მეთიუ ვრიიმანი, დამფუძნებელი/ხელოვანი,
Kultivator (შვედეთი) (online
პრეზენტაცია)
- ნინო
სულხანიშვილი, დირექტორი, Ecovision (საქართველო)
- კახა ქარჩხაძე, განახლებადი
ენერგიების წამყვანი მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
16.00
– 16.30 შეჯამება
კონფერენცია “მწვანე ლაბორატორია: კულტურა და გარემო” წარმოადგენს ევროკომისიის კულტურის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივის Green Art Lab Alliance (GALA) ნაწილს, რომლის კოორდინატორია ჰოლანდიური ორგანიზაცია Trans Artists.
მოხარულები ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ღონისძიებაზე.
///////////////////////////// ////////////////////////////// ////////////////////////////// ////////////////////
Conference “Green Laboratory: Culture and Environment”
“GeoAIR” and “Culture and Management Lab” in cooperation with the Georgian National Museum would like to invite you to the international conference which is organized in the frames of the project “Discover Eliava”. The conference will take place on January 22, 2015 in Auditorium of the Georgian National Museum (1 Purtseladze street) and be dedicated to creative and alternative approaches towards reduction of negative impact on environment, effective management of waste and reusable energies, energy efficiency. During the meeting attendees and guest speakers will discuss the issues of artistic residencies, production of art works from the second hand materials, reusable energies, reduction of the use of recourses in cultural institutions, newest trends of the “green architecture”.
Conference will bring together the representatives of different fields: artists, architects, businessmen and the others. Among them the representative of the British organization Julie’s Bicycle Luke Ramsay (www.juliesbicycle.com). Organization has a long term experience in consulting of cultural institutions and individuals on reduction of negative impact on environment and carrying out of creative projects. It has an expertise in the realm of energy efficiency and renewable energies as well as use of the waste materials and calculation of impact on environment. During the conference guest speaker from the artistic residency Pollinaria Daniela d’Arielli (Italy) will present the initiative Tree House (www.pollinaria.org/en/Arte/ fritz-haeg.aspx).
Start: 10am
Welcoming remarks (10.00 – 10.30)
- Sophia Lapiashvili, Project Coordinator, GeoAIR (Georgia)
- Mikheil Tsereteli, Deputy Director of the Georgian National Museum
- Luke Ramsay, Environmental Sustainability Manager, Julie’s Bicycle (Great Britain)
Session #1 (10.30 – 12.00)
- Mamuka Japaridze, Founder, cloud library (Georgia)
- Karaman Kutateladze, Head of the Residency, Garikula Art Residency
(Georgia)
- Daniela d’Arielli, Production Assistant, Artistic Residency and
Farm “Pollinaria” (Italy)
12.00 – 12.15 Coffee break
Session #2 (12.15 – 13.45)
- Luke Ramsay, Environmental Sustainability Manager, Julie’s Bicycle (Great Britain)
- Ia Kupatadze, Architect, Ilia State University (Georgia)
- Giorgi Zurashvili, Local team Leader,
Energocredit (Georgia)
13.45 – 14.30 Lunch
Session #3 (14.30 – 16.00)
- Mathieu Vrijman, Founder/Artist, Kultivator (Sweden) (online presentation)
- Nino Sulkhanishvili, Director, Ecovision (Georgia)
- Kakha Karchkhadze, Senior Researcher of Reusable Energies, Ilia
State University (Georgia)
16.00 – 16.30 Wrap up
The conference “Green Laboratory” Culture and Environment” is part of the initiative Green Art Lab Alliance (GALA), which is curated by the Dutch organization Trans Artists. It takes place in the frames of the cultural program of the European Union.
We will be happy to welcome you at the conference.