სივრცეები:
”მოგზაური საკვები. ბეთლემის უბნის ისტორიები”
SPACES: “Travelling Foodways. Betlemi Quarter Stories”
17 მაისი, 2013, ბეთლემის უბანი, თბილისი
May 17th 2013, Betlemi Quarter,
Tbilisi
17:00-21:00
17:00-21:00
ბეთლემის
უბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ნაწილია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენლდები ცხოვრობდნენ საუკuნეების მანძილზე. ბეთლემის უბნის რევიტალიზაციას ორგანიზება გაუწია
ICOMOS საქართველომ ადგილობრივ თემთან თანამშრომლობით. პროექტი „მოგზაური საკვები. ბეთლემის უბნის ისტორიები” ეხება ადამიანთა ჯგუფების
გადაადგილებას და „მიგრანტების” ცხოვრებას დანახულს ხელოვნების კუთხით, მათი ისტორიების,
წეს-ჩვეულებების, ტრადიციების და პირადი სივრცის საჯაროდ წარმოჩენას. პროექტის
განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით სამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ოჯახთან,
რომელიც ბეთლემის უბანში წლებია ცხოვრობს - ბერძენი, სომეხი და ებრაელი ოჯახები.
მიღებული
და ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ თბილისი ოდითგანვე მულტიკულტურული იყო და სვადასხვა
ეროვნებების თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ აქ. ეს შეიძლება „ტრადიციულ
ჯგუფებს“ ეხებოდეს, ხოლო ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები ოსტორიაში, პოლიტიკური განვითარება
და გენტრიფიკაციის პროცესები ამ ჯგუფების ქალაქის გარეუბნებში განსახლებებზე მიგვითითებს,
მაგალითად აქ ქურთები საერთოდ გაუჩინარდნენ პირვანდელი ადგილსამყოფელიდან.
საკვები
ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის იდენტობის განსაზღვრაში, მას, ასევე,
გადამწყვეტი ადგილი უკავია ადამიანთა შორის კომუნიკაციაში. ამიტომ, საჭმლის მომზადების
პროექტი დაკავშირებული ეთნიკურ იდენტობასთან, ისტორიების თხრობასთან, მათ საჯაროდ გაზიარებას,
ხელოვანების მიერ ამ თემაზე ბროშურების შექმნა და ამ ყველაფერზე სახელოვნებო პროექტის
გაკეთებით ჩვენი მიზანია, თბილისში მაცხოვრებელ სხვადასხვა ეროვნების თუ ეთნიკური უმცირესობის
ჯგუფებს შორის მეტი კომუნიკაციის დამყარება და ცნობიერების ამაღლება.
პროექტი მოიაზრებს ახალგაზრდა პროფესიონალების
და სტუდენტების ჩართულობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათთვის ანთროპოლოგიური მიდგომისა
და თანამედროვე ხელოვნებაში ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობის გაცნობას. სოციალურ-კულტურული
ანთროპოლოგიისა და ხელოვნების სტუდენტების ჩართვით, ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა
და პრაქტიკის მაგალითზე გვესწავლებინა, თუ როგორ შეიძლება ცოდნის გამოყენება და მორგება
ადგილსპეციფიკურ პროექტებში, სადაც მნიშვნელოვანია მონაწილეთა ჩართულობა მათსავე სასარგებლოდ.
შესაბამისად, პროექტი ასევე აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება კვლევისა და სახელოვნებო პრაქტიკის
შერწყმით მივიღოთ სამომავლო შემოქმედებითი და პრაქტიკული პროექტების წინაპირობები.
შერჩეულ იქნა ბეთლემის უბანში მაცხოვრებელი სამი ეთნიკური ჯგუფი, რომლებთანაც
ჩატარდა ინტენსიური კვლევითი სამუშაოები განსაკუთრებული ყურადღების დაეთმო მათ კულინარიულ
ტრადიციებს და საკვებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ხელოვანები (თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის
თანამედროვე ხელოვნების ცენტრის გრაფიკის და ფოტოგრაფიის ფაკულტეტების სტუდენტები)
მუშაობდნენ ანთროპოლოგებთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტები) ერთად, რის შედეგადაც მოძიებული ვიზუალური თუ ტექსტუალური მასალა
გამოყენებულ იქნა პუბლიკაციის შესაქმენლად. საკვები და მასთან დაკავშირებული საქმიანობა
წარმოადგენს პროექტის დიდ ნაწილს, იგი გვაჩვენებს თუ როგორ არის დანახული და გამოხატული
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების იდენტობა საკვებში, და თუ როგორ იცვლება ესა თუ ის საკვები
სხვა ქვეყანაში, რა რჩება ორიგინალი/პირვანდელი რეცეპტიდან და რა ტრანსფორმაციას განიცდის
იგი მასპინძელი ქვეყნის პირობებიდან და სპეციფიკაციიდან გამომდინარე, და თუ რა გარე
კონტაქტები მყარდება თემებს შორის რათა შეინარჩუნონ მათი საკვების ტრადიციები. ვაკეთებთ
რა აქცენტს ამ ასპექტზე, ჩვენ ვცდილობთ ავხსნათ, თუ როგორ ახდენს გავლენას გარე თუ
შიდა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ ტრადიციებზე და პირიქით, როგორ იცვლება გარემო
სხვადასხვა კომპონენტების ზეგავლენით. გარდა ამისა, გარე სივრცეში წარმოდგენილი საცხოვრებელი
გარემო იქცევა კვების ადგილად, სადაც მაყურებელს ვეპატიჟებით დააგემოვნოს „მიგრანტების“
საკვები, გაეცნოს მათ პირად ისტორიებს, ასევე მშობლიური ქვეყნის ისტორიებს, გაცვალონ
აზრები და რეცეპტები, რაც სასურველია იქცეს მომავალი კომუნიკაციის საწინდრად.
ფესტივალის დღეს ბეთლემის უბანში მაცხოვრებელი 3 მონაწილე
ჯგუფის წარმომადგენლების მიერ მოხდება საკუთარი ეთნიკური მიკუთვნებულობის საკვების
საჯარო მომზადება და მათ საცხოვრებელ სახლებში/თან სტუმრების გამასპინძლება, ისტორიების გაზიარება და ა.შ. ფესტივალის სტუმრები მოწვეულნი იქნებიან
ჩაერთონ საკვების საჯარო მომზადების ღონისძიებებში და მონაწილეობით გაცვალონ საკვებთან
დაკავშირებული ისტორიები. დარიგდება სპეციალურად მომზადებული
ბროშურები, რომლებიც შეიცავს ამ ოჯახების ოსტორიებს, რეცეპტებს და და სხვადასხვა საინტერესო
ტექსტუალურ თუ ვიზუალურ მასალას. ასევე, მომზადებული საკვების გაყიდვა მოხდება სიმბოლურ ფასად და
მოგროვებული თანხა, მთლიანად გადაინახება შემდეგი წლის ბეთლემის უბნის ფესტივალის ბიუჯეტისთვის.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია
ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ვორკშოპი მეორადი მასალების ხელმეორედ გამოყენების საკითხზე.
მასალა შეგროვდება 11 მაისს ბეთლემის უბანში საჯარო ერთობლივი გაწმენდის აქციის შედეგად
(სტუდენტთა აქტიური ჩართულობით). ვორკშოპის ძირითადი მიზანია გარემოს და მისი გაფრთხილების
მიმართ ცნობიერების ამაღლება, პლასტმასის ბოთლების და პოლიეთილენის ჩანთების ხელმეორედ
გამოყენება გამწვანების მიზნებით და მცირედი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. ვორკშობს
გაუძღვებიან თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სტუდენტები.
Betlemi Quarter is a very old historical part of Tbilisi, where people
of different ethnic groups lived throughout years. It was revitalized by ICOMOS
Georgia and local community. Project addresses the issue of displacement
and “migrants’” lives through transforming their household and foodways in the
engaged artistic works, transforming their stories and private space into
public. During the project we worked with people of three different ethnic
groups, which have been living in Betlemi Quarter for generations - Greeks,
Armenians and Jewish.
It is a popular understanding that Tbilisi has been
multi-cultural ever since its existence and people of different ethnic and
cultural backgrounds have lived here in peace. This might be referring to 'the
traditional groups' living in here, but again recent changes in the history,
political developments and gentrification processes show active displacement of
these ethnic groups to outskirts of the city, for example Kurds are
almost invisible in their original place.
Foodways have always been an important aspect of one's identity,
as well as crucial for the communication between people. Hence, with the project
of cooking food linked to their ethnic identity, as well as telling stories and
serving it publicly, distributing artistic leaflets about the 'cooking events',
providing the information through media and by creating art projects regarding
the matter, the project aims to provide communication between and raise awareness
of different groups in contemporary Tbilisi.
The project also involves young professionals and on this case
introduces them anthropological approach and interdisciplinary collaboration in
contemporary art. By involving young professionals from socio-cultural
anthropology and arts, we aimed to demonstrate and teach-in-practice how the
knowledge can be transformed in the applied site-specific project and benefit
its participants. Therefore, it also demonstrates how the linkage of prior
research and intended artistic practice can be an important source for further
creative exploration and application in practice.
Three “migrant” groups living in Betlemi Quarter were selected
for the project and extensive fieldwork was carried out with them, including
placing emphasis on their foodways and households. Based on the information
obtained from the fieldwork, selected artists (visual artist, photographers,
graphic designers from Tbilisi State Academy of Arts and CCA Tbilisi) collaborated
with anthropologists (students from Tbilisi State University) for transforming
the findings of their household (visual appearance, stories, artifacts) into
publication and outdoor public cooking events. For each public cooking event we
produced small fanzines. Foodways and food-related practices are the big part
of the project, showing how migrants’ identity is seen and expressed in food
and while making food of their own culture in a different country, what remains
of their own and what transforms to the specifics of the host country, what
external contacts are made to their home communities for keeping the foodways
of their own.
Therefore, placing emphasis on this aspect we link to and
elucidate how the environment they live in, both interior and exterior, is
affected and the other way around. Moreover, the living environment represented
in outdoor space will serve as a place for eating where the audience is invited
to try the food of “migrants”, as well as exchange stories of migration,
history of their home country, recipes and extend it from there.
During the festival
day, chosen three families will publicly cook their ethnic food and audience
will have a possibility to taste it in or close by their houses, hear their
(hi)stories etc. Guests will also have a chance to get involved in the cooking
process and share their culinary stories. Moreover, on festival day specially
prepared brochures, containing recipes and different textual and/or visual
material of these families, will be distributed. Guests are asked for small
monetary contribution, which will lay a foundation for next year Betlemi
Quarter Festival.
Within this
project we also plan workshop for children/youngsters regarding
recycling material, which we will collect on spot after public joint cleaning project
(with the active involvement of students). Workshop will concentrate mainly on
raising awareness on environment, and reusing plastic bottles and
bags, for gardening and creating small art works. Workshop will be led by CCA
Tbilisi students.
პროექტი
ხორციელდება გეოეარის მიერ (ნინი ფალავანდიშვილი და დათა ჭიღოლაშვილი), ICOMOS საქართველოსა და ანთროპოლოგიისა და გრაფიკის ფაკულტეტების სტუდენტებთან
თანამშრომლობით (ანა ბენიძე, ანა გზირიშვილი, მაია მალინოვსკა, ანა რამაზაშვილი, ნინი
ხუროშვილი, თათია ხუციშვილი, ირაკლი შარვაძე).
The
project is initiated by GeoAIR (Nini Palavandishvili and Data Chigholashvili)
in collaboration with ICOMOS Georgia and anthropology and graphic faculty
students (Ana Benidze, Anna Gzirishvili, Maja Malinovska, Ana Ramazashvili,
Nini Khuroshvili, Tatia Khutsishvili, Irakli Sharvadze).
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ
აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.
This project is funded by the
European Union through the Eastern Partnership Culture Programme.
ეს
პროექტი
ხორციელდება ევროკავშირის პროექტ SPACES ფარგლებში.
Project is realized in the frame
of the EU project SPACES.
თანმხლები
პუბლიკაციების ბეჭდვას ფინანსურად ხელი შეუწყო თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა.
Printing of the accompanying publications is
supported by Tbilisi Center of Cultural Events.
სამოთხის ვაშლები / 1TV, Samotkhis Vashlebi, 11:17:29
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=10-05-2013+11%3A17
დილა მშვიდობისა საქართველო! / Dila Mshvidobisa Sakartvelo!, Rustavi2, 08:43:20
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=10-05-2013+08%3A43
No comments:
Post a Comment