for English version please scroll down.
პროექტ "აღმოაჩინე ელიავას" პირველი ეტაპის შემაჯამებელი გამოფენა
17:00-19:00
10.06.2014 ელიავას ბაზრობა, 156 ჯიხური (მანქანის ნაწილებში), თბილისი
ჩვენ, ორი კონცეპტუალისტი ხელოვანი, დონიკა ჩინა (ალბანეთი) და კატარინა შტადლერი (ავსტრია, საქართველო) ვმუშაობთ ნარჩენების გადამუშავებისა და თვით-ჩართულობის თემაზე. ჩვენი სამუშაო ადგილია ელიავას ბაზრობის მანქანების ნაწილების განყოფილება - ტერიტორია, რომელიც გარედან, თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის დაბინძურებულ, ქაოტურ და დაბალი სტანდარტის მქონე სივრცესთან ასოცირდება. ამ ადგილის შეფასებისას მასში ხშირად იმას ხედავენ, რაც ის არ არის. მას არ აღიქვამენ სივრცედ, რომელსაც სინამდვილეში წარმოადგენს.
ადგილის რიტმს რუტინული სამუშაო საათები, არსებული სივრცე, თავად გამყიდველებს და შესაძლო მყიდველებს შორის არსებული ურთიერთობები განსაზღვრავს. ერთი შეხედვით ეს ციკლი მხოლოდ ფულის გარშემოა კონცენტრირებული, რაც ბაზრობას როგორც ასეთს ფინანსური ურთიერთობების ადგილად აქცევს. მაგრამ უფრო ყურადღებით დაკვირვებისას ხილული ხდება ბაზრობის ცხოვრების სხვა ასპექტიც: გასაყიდი ნივთები, ისევე როგორც ზოგადად ინფრასტრუქტურა უმეტესად მეორადი პროდუქციისგან, ნარჩენებისა და გადაყრილი ნივთებისგანაა შექმნილი.
მასალების გადამუშავება ემყარება არა მხოლოდ იმპროვიზაციის პრინციპს, არამედ ითვალისწინებს შეზღუდულ პირობებში მუშაობის შესაძლებლობების ცოდნასაც, რომელიც სავარაუდოდ საბჭოთა პერიოდში წარმოიშვა და პროდუქტების ნაკლებობის გამო შესაძლო გამოსავალის ძიებით იყო განპირობებული. ბაზრობა, რომელიც გამყიდველებს შორის არსებული საოცარი სოლიდარობის გრძნობითაა მოცული, სხვა ადგილას ან სხვა მიზნით სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა.
“აღმოაჩინე ელიავა” გრძელვადიანი პროექტია, რომელიც 2012 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს ხელოვანების დახმარებით საზოგადოების ყურადღების მიმართვას გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, მისი დაცვისა და რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებისკენ, საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობას. პროექტი გულისხმობს არსებული მდგომარეობის მიმართ ყურადღების კრეატიული და ინოვაციური მეთოდებით გამახვილებას, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული გზების შეთავაზებას.
დონიკა ჩინას რეზიდენცია არის გეოეარსა და T.I.C.A-ს (ალბანეთი) შორის გაცვლითი პროგრამის ნაწილი.
პროექტი "აღმოაჩინე ელიავა" წარმოადგენს გეოეარის და კულტურისა და მენეჯმენტის კოლაბორაციას, რომელიც ხორციელდება GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.
ჩვენ ვართ აქ / we are here
The final exhibition of the first Stage of the project "Discover Eliava"
AUTOPIA CYCLE
17:00- 19.00
10.06.2014 Eliava Market, 156 Booth (car part area), Tbilisi
10.06.2014 Eliava Market, 156 Booth (car part area), Tbilisi
We, Donika Çina and Katharina Stadler, two conceptual artists, work on the notion of self initiative at the car parts section of Tbilisi's Eliava Market, a place which from the outside – the population in Tbilisi at large – is mostly perceived as polluted, unorganized and sub-standard becoming hence a place judged for what it is not instead of being recognized for what it is.
The rhythm on site is framed by the structure of repetitive working hours, the existing space and the interactions between the sellers and possible customers as well as between the sellers themselves. At first this rhythm seems to cycle solely around money, manifesting the market as a place of monetary transaction per se.
Then the all visible reusing points out another circulation in making a living: through the to be sold goods, which are mainly of second hand quality as well as through the set up of the infrastructure, namely interiors designed of left over material, trash, etc.
This does not only derive from improvisation but from knowledge of the possible to work within limitation itself. A knowledge which can be considered to have derived from Soviet period, when goods were scarce and solutions to be found.
Framed by a unique sense of solidarity among the sellers, a market built up from all that is of no use otherwise or anywhere else.
The project “Discover Eliava” sets the goal to demarginalize micro space of the street market and draw attention of the society to the issue of reduction of negative impact on environment as well effective use of resources (among them energy resources) through cultural intervention, establishment of a dialogue between different social and professional groups of the society and support of the experience sharing.
Project aim is to attract attention for the change of the current situation by creative and artistic means, raise awareness of society and to propose innovative ways of problem solving.
In implementing the Project "Discover Eliava" GeoAIR is collaborating with Culture and Management Lab. Project is realized in the frame of GALA (Green Art Lab Alliance), with the support of the Culture Program of the European Union.
No comments:
Post a Comment