Wednesday, June 25, 2014

სკულპტურები ელიავაზე

პროექტ “აღმოაჩინე ელიავას” მეორე  ეტაპის შემაჯამებელი გამოფენა  
17:00 – 19:00 
16.06.2014 ელიავას ბაზრობა, “დაშლილების” (მანქანის ნაწილებში) მიმდებარე ტერიტორია; თბილისი 
იზა როგუცკასა და გიორგი მაღრაძის სკულპტურები კლასიკური სკულპტურისა და ორგანული ნარჩენების სამყაროებს აერთიანებს. ისინი ასოციაციურად მიუთითებს კლასიკურ ხელოვნებაზე, რომელიც ორივე ხელოვანის განათლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა მათ შემოქმედებაში მუდმივად არ გამოიყენება.

პროექტზე მუშაობისას ხელოვანებს სურდათ, იმ ორ რამეს დაყრდნობოდნენ, რამაც ელიავას ბაზრობაზე მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: მასალის შეუზღუდავ რაოდენობას და ამ მასალის მფლობელ ადამიანს, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს არსებულ სიტუაციაზე. მანქანისა და სამშენებლო ნაწილების, ინტერიერის დეტალებისა და საჭმლის გორების გვერდით ჩვეულებრივი ადამიანები ვაჭრობის საშუალებით ცდილობენ თავი ირჩინონ. შედეგად ხელოვანების წინაშე დაისვა კითხვა: როგორ დავამუშავოთ და გამოვავლინოთ ის სიჭარბე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა?
მატერიალურისა და ადამიანის ურთიერთკავშირმა მათ ის კლასიკური სკულპტურა გაახსენა, რომელმაც საყოველთაოდ აღიარებული ფორმით, პროპორციებითა და აღნაგობით სილამაზის მნიშვნელობა შეცვალა და სადაც სრულყოფილად გლუვი ზედაპირის მიღმა მარმარილოს სტრუქტურამ ცოცხალი ორგანიზმისა და მისი ჩონჩხის – ყველაფრის საყრდენის, ანატომია დამალა. შესაძლებელია თუ არა ამ ზედაპირს იდეალიზებული სილამაზე ჩამოვაშოროთ და ადამიანებს მისი სკულპტურის უხილავი ნაწილი მაგალითად გული ან ღვიძლი დავანახოთ? 
პოლონურ-ქართული ხელოვანების წყვილი, რომელიც სილამაზის ცნებას აბსტრაქტული სკულპტურით პასუხობს შთაგონებას ელიავას ბაზრობაზე მომუშავე ხალხისგან იღებს და ნამუშევარს მათი დახმარებით ქმნის. სამი კვირის განმავლობაში მათ აითვისეს ერთმანეთის ენა და სულ უფრო და უფრო ჩაერთნენ ელიავას ბაზრობის რიტმში. უტყვი სკულპტურები და მიზიდულობის ძალას შერწყმული მათი ფორმები იმაზე მეტს გამოხატავენ, ვიდრე გადამუშავების შემდეგ დარჩენილი ნარჩენები. სივრცის აღქმა და სიცოცხლის კვალი, რომლებიც ამ სკულპტურებშია აღბეჭდილი მათ მეტაფორულ მნიშვნელობას ანიჭებს, მიიზიდავს მნახველს და აძლევს მას საშუალებას ისინი უფრო ახლოდან დაათვალიერონ და ხელიც კი შეახონ. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ ხელოვანებისა და ელიავას ბაზრობის მუშების ფიზიკური შრომის შედეგია.
eliava_1_min
17:00- 19.00
16.06.2014  Eliava Market, car part area, Tbilisi
Sculptures of Iza Rogucka and Giorgi Magradze present combination of two worlds: classical sculpture and disposal of organic waste. Reference is made to classical art, which used to be an important part of an artistic life of both artists, however was not always actively used during their carriers.
During the preparation of the project the artists decided to rely on two things that struck them most on Eliava market: unlimited amount of material and a man in possession of these materials who at the same time is the direct agent of the whole situation. In parallel to the stacks of goods such as car parts, building materials, elements of interior or food ordinary people try to make the ends meet through the fine trade. That’s why the artists have developed a question: how to process and bring out the excess that is present at such amount in our everyday lives?
This reference to the relationship of a man and a matter brought to mind notion of a classic sculpture, which in its commonly understood form used proportions and compositions in order to transform the meaning of the beauty. Perfectly smooth surfaces hide behind their marble structure anatomy of the living organism and its skeleton – the basis of everything. Is it possible, however, to strip the sculptures of their idealized beauty and show their invisible parts like heart or liver to the public?
Polish-Georgian artistic duo connects the idea of beauty to the abstract sculptures that are inspired by people who work in the market environment and helped to create them. Duo developed its artistic language during the three weeks and managed to gradually blend into the life of the Eliava. Silent sculptures express much more than just processed residues and give them a shape that interconnects with to the force of gravity. Awareness of space and traces of life which are imprinted in these sculptures give them a metaphorical meaning, attract and allow viewers to take a closer look and even touch them: in the end they are produced as the result of physical work of artists and workers of Eliava market.
In implementing the Project "Discover Eliava" GeoAIR is collaborating with Culture and Management Lab. Project is realized in the frame of GALA (Green Art Lab Alliance), with the support of the Culture Program of the European Union.
In implementing the Project “Discover Eliava” GeoAIR is collaborating with Culture and Management Lab. Project is realized in the frame of GALA (Green Art Lab Alliance), with the support of the Culture Program of the European Union.
Iza rogucka residency stay is part of an exchange program between GeoAIR and Adam Mickiewicz Institute
Iza rogucka residency stay is kidly supported by Adam Mickiewicz Institute
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. 

No comments: