Wednesday, November 26, 2014

თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები / Lost Heroes of Tbilisi. Soviet Period Mosaics




გამოფენა და პუბლიკაციის პრეზენტაცია: 
თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები 
Exhibition and the publication launch: 
Lost Heroes of Tbilisi. Soviet Period Mosaics
29.11.2014  18:00


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრი.

ვაჟა-ფშაველას გამზ. #43 (შესასვლალი რუსთავი 2 შენობის მხრიდან)
II სართ. ე.წ. წერეთლის დარბაზი 

მხოლოდ ერთი დღით, საქართველოს პროფ(ესიული) კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრში ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები თუ ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტო მასალა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალა დემურ ბაშალეიშვილის, რადიშ თორდიას, იდენ ტაბიძის, საურმაგ ღამბაშიძის, გიორგი ჩახავას, კუკური წერეთლის პირადი არქივებიდან და ასევე, გეოეარის, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, ალექსი კედელაშივილის და ნინო სირაძის ფოტო მასალა.

ასევე, გაიმართება პუბლიკაციის პრეზენტაცია, სადაც შესულია თბილისის სხვადასხვა „საჯარო” სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.

ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განაპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა,” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება.
სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვისა და ელექტრონული რუკის შექმნისა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: Soviet Period Mosaics in Tbilisi.



///////////////////////////////////////////////////////////


The Trade Union Palace of Culture of Georgia 
(Entrance from the side of Rustavi 2 Building)
Vaja-Pshavela ave. #43. II fl. so called "Tsereteli Hall"

Just for one day, at the Trade Union Palace of Culture of Georgia, different working material will be shown, including private archives of authors, documents, sketches, catalogues and photos.

The exhibition will include private archive material from Demur Bashaleishvili, Giorgi Chakhava, Saurmag Ghambashidze, Iden Tabidze, Radish Tordia, Kukuri Tsereteli, and photo material by GeoAIR, Zura Dumbadze, Nika Kapanadze, Alexi Kedelashvili and Nino Siradze.

On the same day we will be launching the publication, which includes research findings and photo documentation of monumental-decorative mosaics from various ‘public’ spaces of Tbilisi.

The intensive changes within public space, that have been taking place during the past 20 years, gave rise to our interest in the monumental-decorative mosaics. Unsystematic transformation of our urban environment, amateur interventions in forming the image of the city and façade ‘beautifications’ have led to the destruction of mosaics in the public spaces of Tbilisi.
It became the reason for documenting them, creating database and the online map, which can be found on the Soviet Period Mosaics in Tbilisi.



"თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკებ" ხორცილდება პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით. 

"Lost Heroes of Tbilisi. Soviet Period Mosaics" is part of SPACES project, funded by the European Union through the Eastern Partnership Culture Programme.




http://www.spacesproject.net/

No comments: