პროექტი Tbilisi InSights, თავდაპირველად ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე საქართველოს პავილიონისთვის შეიქმნა და შერჩეულ იქნა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მიერ [http://www.culture.gov.ge/topicdetals-11.9514.html]. თუმცა, მოგვიანებით ჟიურის გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის სამინისტრომ არ გაითვალისწინა, პროექტი Tbilisi InSights არ იქნა წარდგენილი და საქართველოს მონაწილეობა ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე გაუქმდა [ამ მოვლენებთან დაკავშირებით Tbilisi In/Sights-ის განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://art-leaks.org/2014/03/23/tbilisi-insights-collective-statement/].
შემდეგ, TBILISI INSIGHTS განხორციელდა თბილისში!
პროექტი Tbilisi In/Sights მიზნად ისახავს, რომ ასახოს თანამედროვე საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ტრანსფორმაციის არაერთხაზოვანი, პერსონალური პერსპექტივა. თუ არქიტექტურას არ განვიხილავთ როგორც უბრალო, უსიტყვო ელემენტებისგან შექმნილ დასახლებული სივრცეების ფუნქციურ ნაკრებს, მაშინ ის თავის არსში მოიცავს სიცოცხლეს. შესაბამისად, Tbilisi InSights არქიტექტურის საფუძვლად მოიაზრებს ადამიანებს. ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ ადგილები საცხოვრებლად და სამუშაოდ, ვინც აშენებს და წარმოიდგენს, ვინც ცხოვრობს და ცვლის მოცემულ, თუ მომავალ არქიტექტურულ სტრუქტურებს. შესაბამისად, პროექტი გთავაზობთ თვალი შეავლოთ თბილისში მცხოვრები ადამიანების პირად და განუზრახველ არქივებს, სადაც მოცემულია ინფორმაცია თბილისის
არქიტექტურასა და მის ისტორიაზე. ეს არის სხვადასხვა მედიისა და ფორმის ნაკრები, რაც თავისი არსით უკავშირდება წარსულში არსებულ წარმოსახვით კონცეპტებსა და თანამედროვე ქალაქში ცხოვრების კრიტიკულ ალტერნატივებს.
ინდივიდს არსებობა უწევს კერძო და საჯარო სივრცის შეუთავსებელ დიქოტომიაში, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ადამიანთა სასიკეთოდ არის შექმნილი. თუმცა, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ხელს უშლიან არა მხოლოდ დიქოტომური სივრცის გაგებას, არამედ მათში ურთიერთობასაც კი. ეს ის ფენომენია, რაც შეიძლება დავინახოთ ქალაქის განვითარების ტენდენციებში და ასევე, სახელოვნებო და არქიტექტურული პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაშიც, რაც უკავშირდება ადგილობრივი და დასავლური დაფინანსების ცალმხრივი გეგმებით გამოწვეულ პროცესებს და ქალაქში ცარიელ ადგილებს ტოვებს მაშინ, როდესაც უნდა არსებობდეს მისი მომავლის საერთო ხედვა.
თბილისში, გალერეა ნექტარში გამოფენა გაიხსნა 2014 წლის 9 ოქტომბერს და მიმდინარეობდა 2014 წლის 30 ოქტომბრამდე.
Tbilisi InSights-ის კოლექტივმა, ასევე, უმასპინძლა დისკუსიას - „საჯარო, კერძო, სხვა სივრცეები?“. მასში მონაწილეობდნენ: ნინი ფალავანდიშვილი (კურატორი, გეოეარი); ლალი პერტენავა (ხელოვნების კრიტიკოსი/მკვლევარი); რუსკა მირზიკაშვილი (არქიტექტორი, ურბან რეაქტორი/დოკომომო საქართველო). Tbilisi InSights-ის კონცენფცია დისკუსიის საწყისი თემა იყო და „საჯარო, კერძო, სხვა სივრცეები?“ შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:
- კერძოსა და პირადის შესაძლო და ამავდროულად, შეუთავსებელი წინააღმდეგობა საჯარო სივრცესთან მიმართებაში
- არქივის შექმნა იმისათვის, რომ გავიაზროთ და შევინახოთ წარსულის მრავლისმეტყველი ნაკვალევი
- დაფინანსების სისტემა, რომელიც მოქმედებს ერთგვაროვანი, გაკონტორებული კულტურის სფეროსათვის და არ იძლევა არაპროგნოზირებადი ქმედების საშუალებას
დისკუსია გაიმართა გალერეა ნექტარში 2014 წლის 11 ოქტომბერს.
ახლა, თბილისის გამოფენის შემდეგ, კოლექტივი იმუშავებს სპეციალურ გამოცემაზე Onomatopee (Eindhoven)-თან ერთად. ასევე, პუბლიკაცია მოიცავს მოწვეული სპეციალისტების ნაშრომებს, რომლებიც შეეხება პროექტის მრავალმხრივ მთავარ იდეებს. პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება 2015 წლის 5 ნოემბერს, რომლის შემდეგაც 6-7 ნოემბერს შემოთავაზებული იქნება დისკურსიული პროგრამა.
2015 წლის გაზაფხულზე [22.3.-5.4.2015], Tbilisi In/Sights-ი, ასევე, გაიმართება ერევანში. AJZ კოლექტივთან თანამშრომლობით განხორციელდება დისკუსიები, რათა განვიხილოთ მსგავსებები და განსხვავებები.
ეს პროექტი შექმნილია Tbilisi InSights-ის კოლექტივის მიერ და წარმოადგენს იმ პროექტის სახეცვლილ ვერსიას, რაც ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე საქართველოს პავილიონისთვის იყო შეთავაზებული. ადაპტირებული პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, Tbilisi InSights-ი აქამდე წარმოდგენილი იყო კონცეფციას, პროცესსა და წარმოსახვას შორის.
2014 წლის ნოემბერში, Arts Collaboratory-სგან დაფინანსებაზე დადებითი პასუხის შემდეგ, Tbilisi InSights-ი მუშაობს პუბლიკაციასა და ერევანში AJZ კოლექტივთან თანამშრომლობის კომპონენტებზე.
კოლექტივი შედგება თბილისში მოღვაწე ოთხი წევრისგან: ხელოვანი თამუნა ჭაბაშვილი (Public Space with a Roof); ანთროპოლოგი დათა ჭიღოლაშვილი; არქიტექტორი და თბილისის მოარეს მკვლევარი გვანცა ნიკოლაიშვილი; ხელოვანი და „კონცეპტი და თეორია - თბილისის“ დამფუძნებელი კატარინა შტადლერი.
საკონტაქტო ინფორმაცია: tbilisi_insights@yahoo.com
ვებგვერდი: http://tbilisiinsights.wordpress.com/
პროექტს ახორციელებენ Tbilisi InSights-ის კოლექტივი, გეოეარი და კონცეპტი და თეორია - თბილისი, Arts Collaboratory-სა და ფონდ DOEN-ის მხარდაჭერით.
--
The project Tbilisi InSights was originally conceptualized for the Georgian Pavilion at the 14th Architecture Biennale in Venice and then has been selected by the International-Georgian Committee [http://www.culture.gov.ge/topicdetals-11.9514.html]. The jury decision however was afterwards not taken into account by the Georgian Ministry of Culture, Tbilisi InSights was not commissioned and the Georgian participation at the 14th Architecture Biennale in Venice was canceled [See Tbilisi InSights' statement regarding the process: http://art-leaks.org/2014/03/23/tbilisi-insights-collective-statement/].
THEN TBILISI INSIGHTS WENT TBILISI!
Tbilisi InSights aims to outline a non-linear, personal perspective on the transformations of daily life in Modern Georgia. Architecture, when not explored as a merely functional assemblage of speechless elements which compose inhabited spaces, incorporates life, therefore Tbilisi InSights considers, as the very foundation of architecture, people. People who need places to live and work, who build and envision, who inhabit and change the given and future architectural structure. Hence the project presents glimpses into personal, unintentional archives of those living within Tbilisi's architecture, a collection of various media and different forms, yet extending this insight into the past to imaginary concepts and critical alternatives of living within the modern city today.
The individual tends to be set in an inadequate dichotomy of private and public spaces which we are made to believe are for the people's good, yet state structures as well as those created by private enterprises disrupt not only the understandings of dichotomous space, but even more so interactions within. These are phenomena to be observed in building tendencies throughout the city as well as in funding opportunities and decision making for artistic and architectural projects, generating a process shaped by local but also Western financing connected to their respective agendas only, leaving the city with blanks when it comes to a common envisioning of its future.
The exhibition opened on October 9, 2014 at Gallery Nectar in Tbilisi and was on view until October 30, 2014.
Tbilisi InSights Collective also invited to a discussion on 'Public, Private, Other Spaces?' with Nini Palavandishvili (curator, GeoAIR), Lali Pertenava (art researcher/critic), Ruska Mirzikashvili (architect, Urban Reactor/Docomomo Georgia) purporting the parameters of Tbilisi InSights' concept as starting points for our conversation. 'Public, Private, Other Spaces?' hence focused on the issues of
- the private as well as the personal in possible and yet inadequate opposition to the PUBLIC
- ARCHIVING as a means to think and retain the voluble traces (from the past)
- FUNDING agendas operating for a homogenous, controlled cultural scene instead of risking unpredictability
The discussion took place on October 11, 2014 at Gallery Nectar.
NOW, after the exhibition in Tbilisi the collective will work on a special issue together with Onomatopee in Eindhoven, additionally inviting other contributors as to tackle the core issues of the project in a multifacted compendium. A publication to be launched on November 5, 2015 with a discursive program to follow on November 6 & 7, 2015.
Tbilisi In/Sights will also 'go Yerevan' in spring 2015 [22.3.-5.4.2015] as to collaborate with AJZ collective – Yerevan, possibly and hopefully elaborating through discussion on both parallel and diverging momenta.
The project is conceptualized and initiated by the Tbilisi InSights collective after deciding to proceed with an adapted version of the proposed project for the Georgian Pavilion for the 14th Architecture Biennale in Venice. Defeated in all efforts to secure funding for the adapted project, Tbilisi InSights has been presented so far between concept, process and imagination.
With the positive funding news from Arts Collaboratory beginning of November 2014, Tbilisi InSights will continue their work focusing on both a publication and a collaboration with AJZ collective in Yerevan.
The collective consists of four Tbilisi based members: Public Space with a Roof artist Tamuna Chabashvili, anthropologist Data Chigholashvili, architect and Tbilisi Moare researcher Gvantsa Nikolaishvili and artist and Concept and Theory-Tbilisi founder Katharina Stadler.
Contact: tbilisi_insights@yahoo.com
Website: http://tbilisiinsights.wordpress.com/
The project is implemented by Tbilisi InSights collective, GeoAIR and Concept and Theory-Tbilisi, with the support of Arts Collaboratory and DOEN Foundation.
No comments:
Post a Comment