Tuesday, September 02, 2014

„წართმევა“ - გამოფენა გალერეა არსენალში / “Deprivation” - exhibition at the Arsenal Gallery




რა ემართება ჩვენს კულინარიულ ჩვევებს, როდესაც სხვა ქვეყანაში გადავდივართ საცხოვრებლად? რა არის „ეროვნული საკვები?“ როდესაც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, საკვების გემო უფრო მეტად გვენტარება თუ უბრალოდ იმ კერძების მომზადება, რასაც მიჩვეულნი ვართ? - მიგრაცია და საკვები გეოეარის ერთ-ერთი მთავარი თემაა წელს. შესაბამისად, ეს ის შეკითხვებია, რაც ნინი ფალავანდიშვილმა და დათა ჭიღოლაშვილმა დასვეს ბიალისტოკში, გალერეა არსენალში გამართულ გამოფენაზე „წართმევა“ (კურატორი მონიკა შევჩიკი).


გამოფენის მონაწილეებს ვთხოვეთ თავთავიანთი ქვეყნებიდან ჩამოეტანათ ის საკვები და პროდუქტები, რაც ენატრებათ სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს. შედეგად მივიღეთ შემდეგი პროდუქტები: ბოსტნეულის მწნილი თუ შოკოლადი სხვადასხვა ქვეყნიდან; შავი ხიზილალა (შემცვლელი), რაც საბჭოთა დროს შედარებით იაფი იყო, დღეს კი საკმაოდ ძვირია; სხვადასხვა სახის ყველი - ზოგი წარმოშობის ქვეყანასთან ასოცირებული და ზოგიც წარმოების ქვეყანაში გარკვეული იდენტობის მაჩვენებელი; ხილი საკუთარი ბაღიდან თუ პური საკუთარი ქვეყნიდან; ნამცხვარი მიგრანტის ახალი საცხოვრებელი ქვეყნიდან თუ შედედებული რძე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან; საკამათო ტოლმა თუ სხვადასხვა სუნელები; წიწიბურა თუ მზესუმზირა, რაც ენატრებათ ხოლმე ხალხს მონაწილე ქვეყნებიდან და ა.შ.

მოკლე ისტორიების თანხლებით, ეს პროდუქტები გამოფენის პირველი ორი დღის მანძილზე იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით კი გაიმართა „საერთაშორისო საკვების საღამო“. საერთაშორისო შეკრებებზე ხშირად იმართება ხოლმე სპეციალური ღონისძიებები, სადაც შერჩეული ერი „მასპინძლის“ როლში წარმოგვიდგენს ეროვნულ კულინარიასა და ტრადიციებს. თუმცა, ამ შემთხვევაში არცერთი კონკრეტული „ეროვნული/ნაციონალური“ კერძი არ მომზადებულა. ნინიმ და დათამ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოტანილი ინგრედიენტების შეერთებით მოამზადეს კერძები და ასევე, განათავსეს სხვა ინგრედიენტები იმისათვის, რომ გალერეის სტუმრებს შეერიათ ახალი კერძების შესაქმნელად. არსებობდა ერთი წესი - მხოლოდ ერთი ქვეყნიდან ჩამოტანილი ინგრედიენტის ჭამა არ შეიძლებოდა. შერეული „ეროვნული“ საკვების დაგემოვნების პარალელურად, ვფიქრობდით საკვებთან, სამშობლოსთან, მიგრაციასთან და ნაციონალიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„წართმევა“ არის გალერეა არსენალის (ბიალისტოკი, პოლონეთი) გამოფენა, რომელიც იმართება „The Rise of Eastern Culture / Another Dimension 2014” ფესტივალი ფარგლებში. გამოფენა შეეხება მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

გამოფენის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.
--

What happens with our culinary habits when we migrate to another country? What is “national food”? When we live abroad, do we miss the taste of the food from home, or just making the food we are used to? – Having migration and foodways as one of the main topics this year at GeoAIR, these are some of the questions Nini Palavandishvili and Data Chigholashvili asked at “Deprivation” - exhibition at the Arsenal Gallery in Białystok, curated by Monika Szewczyk.

Participants of the exhibition were asked to bring and contribute food products that they would miss from home, while being abroad. Some of the items included: pickles or chocolates from different countries; substitute of black caviar, affordable in Soviet times being very expensive these days; different types of cheese, some associated with the country of origin, other seen as the marker of certain identity within the producing country; fruits from own garden or bread from one’s country; cake from the country of migration or condensed milk from post-Soviet areas; disputable Dolma, or spices from around the world; buckwheat or sunflower seeds, missed by people from many participating countries, etc.

These food products with short stories were on display during the first two days of the exhibition, followed by the “International Food Night” project. International gatherings are usually followed by food nights, where randomly selected nation acts as a "host" country for presenting national cuisine and traditions. However, in this case no particular “national” food was made. While Nini and Data mixed some of the ingredients brought from different countries, others were left for the visitors of the gallery to combine. There was only one rule – no ingredient was to be consumed separately. As mixed “national” dishes were enjoyed, the topics of food, home, migration and nationalism were thought about.

“Deprivation” is an exhibition staged by the Arsenal Gallery in Białystok (Poland) as part of the festival “The Rise of Eastern Culture / Another Dimension 2014”. The main problem addressed by “Deprivation” revolves around migration and its political, social, economical and psychological aspects…

More about the exhibition:

https://www.facebook.com/GaleriaArsenal     

No comments: