Tuesday, September 16, 2014

Tandem Shaml პროგრამა - პროექტი - ბაზარი, შეხვედრის ადგილი / Market Point

























პრეზენტაცია "ბაზარი, შეხვედრის ადგილი_თბილისი"
Presentation ”Market Point_Tbilisi"

30.09.2014    18:00

გელერეა ნექტარი. დ.აღმაშენებლის გამზ. #16. თბილისი

Gallery Nectar. 16 D. Agmashenebeli ave.  Tbilisi


წარმოგიდგენთ პროექტის ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული კვლევის შედეგებს, რომელიც საბოლოოდ, გამოფენის სახით კაიროში ჩატარებულ კვლევის შედეგებთან ერთად გამოიფინება ეგვიპტეში, artellewa-ს საგამოფენო სივრცეში.
We are presenting results of the project research carried out in Georgia, which later will be exhibited in artellewa,Cairo on the final exhibition, together with research part from Egypt

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება ვიტალი ლუცენკოს კონცერტი (ჯგუფ ბერმუხას წევრი).


The presentation will be followed by the concert of the musician Vitali Lutsenko (member of the band Bermukha).


ენა: ინგლისური


language: english


განსაკუთრებული მადლობა გურამ წიბახაშვილს და კატარინა შტადლერს


special thank to Guram Tibakhashvili and Katharina Stadler

////////////////////////////////////////////////


Tandem Shaml პროგრამის ფარგლებში გეოეარი, artellewa-სთან (ეგვიპტე) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს "ბაზარი, შეხვედრის ადგილი " / “Market point”. ჩვენ ვმასპინძლობთ ეგვიპტელ ხელოვანს და artellewa-ს ხელმძღვანელს ჰამდი რედას, ასევე მწერალსა და კინო რეჟისორს ჰოსამ ელოუანს, რომელიც პროექტის ფარგლებში იმუშავებს ადგილობრივ ხელოვან მაკო კაპანაძესთან, სოციალურ მეცნიერ მარიამ შალვაშვილთან  და პროექტის ასისტენტ Ketevan Kett ერთად.

პროექტი არის ხელოვანთა გაცვლითი პროგრამა ეგვიპტელ და ქართველ ხელოვნებს შორის, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ხელოვანებს საერთო თემის ირგვლივ: როგორ ზეგავლენას ახდენს ქალაქის განვითარება ტრადიციებსა და კულტურაზე. ჩვენი ძირითადი ორიენტირია ბაზრები და მათი გარდაქმნის ეტაპები ქალაქის განვითარებასთან ერთად და მათი როლი საზოგადოებაში. თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეს ცვლილებები ურბანულ სეგმენტსა და სამეზობლო/საუბნო ცხოვრებაზე, სადაც ეს ბაზრებია განთავსებული. პროექტი წამოწევს საკითხს ბაზრების აუცილებლობისა თუ საჭიროების შესახებ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ეკოლოგიას და ჯანმრთელ საკვებს, ურბანულ საკითხებსა და ქალაქის სტრუქტურას, ტრადიციებსა და კულტურას, სადაც საზოგადოების ყველა ფენა ხვდება ერთმანეთს ( ქალები და კაცები, ბავშვები და ზრდასრულები, ეთნიკური უმცირესობები და ემიგრანტერბი) ვისგანაც შედგება ქალაქი და ვინც ქმნის მრავალფეროვნებას. 

კაიროსა და თბილისის გარემო და მისი შეცნობა იქნება კრეატიული შთაგონება ამ პროცესში. პროექტის პირველი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართება თბილისში (სექტემბრის ბოლოს), ხოლო საბოლოო გამოფენა გაიმართება კაიროში (თებერვლის შუა რიცხვებში).

//////////////////////////////////////////////////////////////

In the frame of Tandem Shaml program in collaboration with artellewa (Egypt), GeoAIR is implementing  a project “Market point”. We are hosting Egyptian artist and head of artellewa Hamdy Reda and writer and Film producer Hossam Elouan, who will work on the project together with local artist Mako Kapanadze, social scientist  Mariam Shalvashvili and  with assistant of the project Ketevan Kett.
The project implies the exchange of artists between Georgia and Egypt. It aims to unite contemporary artists on a common topic: how the development of cities and their transformations influence traditions and culture. Our main focus is on street markets, their transformations through the surrounding developments of the city and their role in society. How are these changes influencing urban segments and life of neighborhoods /streets, in which the markets are located.
The project will question the necessity/the need of street markets, which is directly connected with ecology and healthy food, urban issues and city structure, traditions and culture, where all levels of society meet each other (woman and man, kids and adults, ethnic minorities and emigrants), who are building the city and are making it diverse.

The findings and surroundings in Cairo and Tbilisi will be the creative inspiration for this process. The presentation of the first part of the project will be shown in Tbilisi (the at end of September) and the final exhibition will take place at the end of the residency in Cairo (middle of February).












Tuesday, September 02, 2014

„წართმევა“ - გამოფენა გალერეა არსენალში / “Deprivation” - exhibition at the Arsenal Gallery




რა ემართება ჩვენს კულინარიულ ჩვევებს, როდესაც სხვა ქვეყანაში გადავდივართ საცხოვრებლად? რა არის „ეროვნული საკვები?“ როდესაც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, საკვების გემო უფრო მეტად გვენტარება თუ უბრალოდ იმ კერძების მომზადება, რასაც მიჩვეულნი ვართ? - მიგრაცია და საკვები გეოეარის ერთ-ერთი მთავარი თემაა წელს. შესაბამისად, ეს ის შეკითხვებია, რაც ნინი ფალავანდიშვილმა და დათა ჭიღოლაშვილმა დასვეს ბიალისტოკში, გალერეა არსენალში გამართულ გამოფენაზე „წართმევა“ (კურატორი მონიკა შევჩიკი).


გამოფენის მონაწილეებს ვთხოვეთ თავთავიანთი ქვეყნებიდან ჩამოეტანათ ის საკვები და პროდუქტები, რაც ენატრებათ სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს. შედეგად მივიღეთ შემდეგი პროდუქტები: ბოსტნეულის მწნილი თუ შოკოლადი სხვადასხვა ქვეყნიდან; შავი ხიზილალა (შემცვლელი), რაც საბჭოთა დროს შედარებით იაფი იყო, დღეს კი საკმაოდ ძვირია; სხვადასხვა სახის ყველი - ზოგი წარმოშობის ქვეყანასთან ასოცირებული და ზოგიც წარმოების ქვეყანაში გარკვეული იდენტობის მაჩვენებელი; ხილი საკუთარი ბაღიდან თუ პური საკუთარი ქვეყნიდან; ნამცხვარი მიგრანტის ახალი საცხოვრებელი ქვეყნიდან თუ შედედებული რძე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან; საკამათო ტოლმა თუ სხვადასხვა სუნელები; წიწიბურა თუ მზესუმზირა, რაც ენატრებათ ხოლმე ხალხს მონაწილე ქვეყნებიდან და ა.შ.

მოკლე ისტორიების თანხლებით, ეს პროდუქტები გამოფენის პირველი ორი დღის მანძილზე იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით კი გაიმართა „საერთაშორისო საკვების საღამო“. საერთაშორისო შეკრებებზე ხშირად იმართება ხოლმე სპეციალური ღონისძიებები, სადაც შერჩეული ერი „მასპინძლის“ როლში წარმოგვიდგენს ეროვნულ კულინარიასა და ტრადიციებს. თუმცა, ამ შემთხვევაში არცერთი კონკრეტული „ეროვნული/ნაციონალური“ კერძი არ მომზადებულა. ნინიმ და დათამ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოტანილი ინგრედიენტების შეერთებით მოამზადეს კერძები და ასევე, განათავსეს სხვა ინგრედიენტები იმისათვის, რომ გალერეის სტუმრებს შეერიათ ახალი კერძების შესაქმნელად. არსებობდა ერთი წესი - მხოლოდ ერთი ქვეყნიდან ჩამოტანილი ინგრედიენტის ჭამა არ შეიძლებოდა. შერეული „ეროვნული“ საკვების დაგემოვნების პარალელურად, ვფიქრობდით საკვებთან, სამშობლოსთან, მიგრაციასთან და ნაციონალიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„წართმევა“ არის გალერეა არსენალის (ბიალისტოკი, პოლონეთი) გამოფენა, რომელიც იმართება „The Rise of Eastern Culture / Another Dimension 2014” ფესტივალი ფარგლებში. გამოფენა შეეხება მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

გამოფენის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.
--

What happens with our culinary habits when we migrate to another country? What is “national food”? When we live abroad, do we miss the taste of the food from home, or just making the food we are used to? – Having migration and foodways as one of the main topics this year at GeoAIR, these are some of the questions Nini Palavandishvili and Data Chigholashvili asked at “Deprivation” - exhibition at the Arsenal Gallery in Białystok, curated by Monika Szewczyk.

Participants of the exhibition were asked to bring and contribute food products that they would miss from home, while being abroad. Some of the items included: pickles or chocolates from different countries; substitute of black caviar, affordable in Soviet times being very expensive these days; different types of cheese, some associated with the country of origin, other seen as the marker of certain identity within the producing country; fruits from own garden or bread from one’s country; cake from the country of migration or condensed milk from post-Soviet areas; disputable Dolma, or spices from around the world; buckwheat or sunflower seeds, missed by people from many participating countries, etc.

These food products with short stories were on display during the first two days of the exhibition, followed by the “International Food Night” project. International gatherings are usually followed by food nights, where randomly selected nation acts as a "host" country for presenting national cuisine and traditions. However, in this case no particular “national” food was made. While Nini and Data mixed some of the ingredients brought from different countries, others were left for the visitors of the gallery to combine. There was only one rule – no ingredient was to be consumed separately. As mixed “national” dishes were enjoyed, the topics of food, home, migration and nationalism were thought about.

“Deprivation” is an exhibition staged by the Arsenal Gallery in Białystok (Poland) as part of the festival “The Rise of Eastern Culture / Another Dimension 2014”. The main problem addressed by “Deprivation” revolves around migration and its political, social, economical and psychological aspects…

More about the exhibition:

https://www.facebook.com/GaleriaArsenal