Wednesday, November 26, 2014

თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები / Lost Heroes of Tbilisi. Soviet Period Mosaics




გამოფენა და პუბლიკაციის პრეზენტაცია: 
თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები 
Exhibition and the publication launch: 
Lost Heroes of Tbilisi. Soviet Period Mosaics
29.11.2014  18:00


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრი.

ვაჟა-ფშაველას გამზ. #43 (შესასვლალი რუსთავი 2 შენობის მხრიდან)
II სართ. ე.წ. წერეთლის დარბაზი 

მხოლოდ ერთი დღით, საქართველოს პროფ(ესიული) კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრში ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები თუ ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტო მასალა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალა დემურ ბაშალეიშვილის, რადიშ თორდიას, იდენ ტაბიძის, საურმაგ ღამბაშიძის, გიორგი ჩახავას, კუკური წერეთლის პირადი არქივებიდან და ასევე, გეოეარის, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, ალექსი კედელაშივილის და ნინო სირაძის ფოტო მასალა.

ასევე, გაიმართება პუბლიკაციის პრეზენტაცია, სადაც შესულია თბილისის სხვადასხვა „საჯარო” სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.

ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განაპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა,” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება.
სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვისა და ელექტრონული რუკის შექმნისა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: Soviet Period Mosaics in Tbilisi.



///////////////////////////////////////////////////////////


The Trade Union Palace of Culture of Georgia 
(Entrance from the side of Rustavi 2 Building)
Vaja-Pshavela ave. #43. II fl. so called "Tsereteli Hall"

Just for one day, at the Trade Union Palace of Culture of Georgia, different working material will be shown, including private archives of authors, documents, sketches, catalogues and photos.

The exhibition will include private archive material from Demur Bashaleishvili, Giorgi Chakhava, Saurmag Ghambashidze, Iden Tabidze, Radish Tordia, Kukuri Tsereteli, and photo material by GeoAIR, Zura Dumbadze, Nika Kapanadze, Alexi Kedelashvili and Nino Siradze.

On the same day we will be launching the publication, which includes research findings and photo documentation of monumental-decorative mosaics from various ‘public’ spaces of Tbilisi.

The intensive changes within public space, that have been taking place during the past 20 years, gave rise to our interest in the monumental-decorative mosaics. Unsystematic transformation of our urban environment, amateur interventions in forming the image of the city and façade ‘beautifications’ have led to the destruction of mosaics in the public spaces of Tbilisi.
It became the reason for documenting them, creating database and the online map, which can be found on the Soviet Period Mosaics in Tbilisi.



"თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკებ" ხორცილდება პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით. 

"Lost Heroes of Tbilisi. Soviet Period Mosaics" is part of SPACES project, funded by the European Union through the Eastern Partnership Culture Programme.




http://www.spacesproject.net/

Monday, November 03, 2014

კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები / Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories


























#4 საჯარო კულინარიული ღონისძიება / Public Cooking Event - 27.12.2014

პროექტ "კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები"-ს მეოთხე საჯარო კულინარიული ღონისძიება, კატარინა შტადლერთან ერთად, ჩატარდა სოკოს სკვერში.

Within the project "Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories", the fourth public cooking event with Katharina Stadler took place at the Mushroom Square.

ფოტოები / photos

პუბლიკაცია / publication

#3 საჯარო კულინარიული ღონისძიება / Public Cooking Event - 22.11.2014

პროექტ "კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები"-ს მესამე საჯარო კულინარიული ღონისძიება ჩატარდა გეგეშიძის ბაღში, სადაც ჩართულნი იყვნენ მონაწილეები ეგვიპტიდან. პარალელურად, ნაჩვენები იქნა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიზუალური ისტორიები თბილისში მცხოვრები მიგრანტების შესახებ (პროექტი - ვიზუალური ამბების თხრობა: თბილისელი მიგრანტების ისტორიები).

Within the project "Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories", the third public cooking event took place at the Gegeshidze garden, with participants from Egypt. Parallel to this we screened visual stories about Tbilisi migrants, created by local schoolchildren (project: Visual Storytelling: Tbilisi Migrant Stories).

ფოტოები / photos

პუბლიკაცია / Publication


#2 საჯარო კულინარიული ღონისძიება / Public Cooking Event - 25.10.2014

პროექტ "კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები"-ს მეორე საჯარო კულინარიული ღონისძიება ჩატარდა რიყის პარკში, თბილისობა 2014-ის ფარგლებში, სადაც ჩართულნი იყვნენ მონაწილეები ინდოეთიდან. პარალელურად, ნაჩვენები იქნა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიზუალური ისტორიები თბილისში მცხოვრები მიგრანტების შესახებ (პროექტი - ვიზუალური ამბების თხრობა: თბილისელი მიგრანტების ისტორიები).

Within the project "Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories", the second public cooking event took place at the Rike Park within Tbilisoba 2014, with participants from India. Parallel to this we screened visual stories about Tbilisi migrants, created by local schoolchildren (project: Visual Storytelling: Tbilisi Migrant Stories).

ფოტოები / photos

პუბლიკაცია / Publication

#1 საჯარო კულინარიული ღონისძიება / Public Cooking Event - 28.09.2014

პროექტ "კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები"-ს პირველი საჯარო კულინარიული ღონისძიება ჩატარდა  ნანტის სკვერში (თბილისი), სადაც ჩართულნი იყვნენ მონაწილეები ტრინიდადი და ტობაგოდან.

Within the project "Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories", first public cooking event took place at the Nantes Square (Tbilisi) with participants from Trinidad and Tobago.

ფოტოები / photos

პუბლიკაცია / publication

--

პროექტი კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიებიშექმნილი და წარმოდგენილია გეოეარის მიერ. პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტი შეეხება მიგრანტების თბილისში ცხოვრებისა და ინტეგრაციის სირთულეებს. ამ შემთხვევაში, ეს არიან ადამიანები, ვინც ბოლო ათი წლის მანძილზე ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს თბილისში სამუდამოდ თუ დროებით ცხოვრება. თუმცა, ერთმანეთის კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ იშვიათიამასპინძლებსადაახლადჩამოსულ სტუმრებსშორის. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპებიც ჭარბობს.

მიგრანტთა საოჯახო საქმეებსა და კულინარიულ ისტორიებს სოციალურად ჩართული სახელოვნებო ნამუშევრების თემად ვაქცევთ. მათი პერსონალური ისტორიები და ყოველდღიურობა სახეცვლილი და წარმოჩენილი იქნება საჯარო სივრცეებში ინტერვენციების საშუალებით. ამ ღონისძიებების დროს, სხვადასხვა კულტურების საკვების მომზადებისა და დაგემოვნების პარალელურად, ვსაუბრობთ მიგრაციის სხვადასხვა ასპექტებზე. მთლიანობაში, პროექტი ასევე შეეხება საჯარო სივრცის საკითხს, რომელიც შეიძლება რომ გარდაიქმნას ალტერნატიული ღონისძიებების ჩასატარებელ ისეთ სივრცედ, სადაც ჩვენს ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული საკითხები განიხილება

ასევე, პროექტის ფარგლებში 2 უცხოელი ხელოვანი ჩამოვა გეოეარის რეზიდენციაში. ისინი განახორციელებენ სოციალურად ჩართულ სახელოვნებო პროექტებს საჯარო სივრცის, მიგრაციისა და საკვების ურთიერთდაკავშირებული თემის ირგვლივ.


სოციალური მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებთან თანამშრომლობით შეიქმნება თანხმლები პუბლიკაციები, რომლებიც მოიცავს იმ ისტორიებსა და ვიზუალურ მასალას, რაც თბილისში მცხოვრებ მიგრანტებთან საველე სამუშაოს დროს იქნება მოგროვებული. პუბლიკაციების დიზაინზე იმუშავებენ CES-ის (Creative Education Studio) სტუდენტები ლადო კობახიძის ხელმძღვანელობით.

პროექტი ხორციელდება ნინი ფალავანდიშვილის და დათა ჭიღოლაშვილის მიერ, თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში) თანამშრომლობით.

პროექტზე დამატებითი ინფორმაციის თუ პარალელური აქტივობების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ასევე ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდსhttps://www.facebook.com/cookingimaginations?fref=ts

----------

“Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project is created and presented by GeoAIR with the financial support of the Prince Claus Fund.

Project addresses the issue of migrants’ lives and integration challenges in Tbilisi. These are people who have come here within the past decade and decided to live in Tbilisi permanently or temporarily. However, cultural exchange and communication within “hosts” and “newcomers” about each others’ culture is very limited, hence, some stereotypes might prevail.

We take migrants’ households and foodways as theme for socially engaged artistic works. Their personal stories and private space is transformed by interventions in public spaces. During these events food of different cultures are prepared and tasted, while various aspects of migration are discussed. Overall, the project also addresses the topic of public space as transformed to the arena where open alternative activities can take place, while addressing important socio-cultural issues that surround us. 

Also, 2 international artists will be invited at GeoAIR residency to work within the project and implement additional socially-engaged art projects around the interconnected theme of public space, migration and foodways.

Accompanying publications will be created in collaboration with young professionals from social sciences and art. Publications will consist of stories and visual material obtained during the fieldwork with migrants living in Tbilisi. Students from CES (Creative Education Studio) under the supervision of Lado Kobakhidze will work on publication design and layout.

Project is realized by Nini Palavandishvili and Data Chigholashvili in collaboration with Tamara Bokuchava (Social Photography Caucasus Foundation). 

For more information on the project and related activities, please, visit our FB page: https://www.facebook.com/cookingimaginations?fref=ts






Sunday, November 02, 2014

ვიზუალური ამბების თხრობა: თბილისელი მიგრანტების ისტორიები / Visual Storytelling: Tbilisi Migrant Stories

სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიზუალური ისტორიები თბილისში მცხოვრები მიგრანტების შესახებ პირველად ნაჩვენები იქნა პროექტ "კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები"-ს მეორე საჯარო კულინარიული ღონისძიების პარალელურად, რომელიც ჩატარდა რიყის პარკში, თბილისობა 2014-ის ფარგლებში, სადაც ჩართულნი იყვნენ მონაწილეები ინდოეთიდან - 25.10.2014

visual stories about Tbilisi migrants, created by local schoolchildren were screened for the first time parallel to the second public cooking event of the project "Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories", which took place at the Rike Park within Tbilisoba 2014, with participants from India - 25.10.2014

ვიზუალური ისტორიები / visual stories
ფოტოები / photos

--
ეს პროექტი ხორციელდება „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების“ ფარგლებში, რომელიც შეეხება მიგრანტების თბილისში ცხოვრებისა და ინტეგრაციის სირთულეებს. ამ შემთხვევაში, ეს არიან ადამიანები, ვინც ბოლო ათი წლის მანძილზე ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს თბილისში სამუდამოდ, თუ დროებით ცხოვრება. თუმცა, ერთმანეთის კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ იშვიათია „მასპინძლებსა“ და „ახლადჩამოსულ სტუმრებს“ შორის. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპებიც ჭარბობს.

„ვიზუალური ამბების თხრობა: თბილისელი მიგრანტების ისტორიები“-ს ფარგლებში ვთანამშრომლობთ სოციალური ფოტოგრაფიის ფონდ კავკასიასთან, თბილისის #43-ე სკოლასთან - ისტორიის პედაგოგ ნინო აბულაძესთან და 6 მოსწავლესთან სხვადასხვა კლასებიდან. მოსწავლეები მონაწილეობენ ვორქშოპში, სადაც შეისწავლიან ეთნოგრაფიული საველე სამუშაოს ძირითადად პრინციპებს და ვიზუალური დოკუმენტალური მასალის შექმნის ხერხებს, რათა ფოტოგრაფიისა და გამოსახულების ხელოვნებით შეძლონ ისტორიის გადმოცემა. ვიზუალურ ამბების თხრობაში ვგულისხმობთ იმ გამოსახულებათა შექმნას, რომელიც აღწერს ადამიანთა ყოველდღიურობას, რაც ხშირ შემთხვევაში სიტყვებით ვერ გადმოიცემა ან შეიძლება, რომ უბრალოდ შეუმჩნეველი დარჩეს. პროექტში მონაწილე მოსწავლეები შექმიან ვიზუალურ ისტორიებს თბილისში მცხოვრები მიგრანტების შესახებ. ეს ისტორიები პირველად ნაჩვენები იქნება ოქტომბრის თვის საჯარო კულინარიული ღონისძიების პარალელურად.

პროექტზე დამატებითი ინფორმაციისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ,  ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/cookingimaginations?fref=ts


--

This project is implemented within “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project, which addresses the issue of migrants’ lives and integration challenges in Tbilisi. These are people who have come here within the past decade and decided to live in Tbilisi permanently or temporarily. However, cultural exchange and communication within “hosts” and “newcomers” about each others’ culture is very limited, hence, some stereotypes might prevail.

Within “Visual Storytelling: Tbilisi Migrant Stories” we are collaborating with Social Photography Caucasus Foundation, school #43 in Tbilisi - history teacher Nino Abuladze and 6 students from various grades. Schoolchildren participate in workshops, learning basics of doing ethnographic fieldwork and techniques of doing visual documentaries, with the end purpose to use art of photography and power of the image for storytelling. By visual storytelling we mean to produce images as to describe person's everyday realities that many times can not be expressed with words and may easily go unnoticed. Participating schoolchildren will create visual stories about the migrants living in their neighborhoods of Tbilisi and these stories will be presented first time parallel to the public cooking event in October.

For more information about the project and related activities, please, visit our FB page: https://www.facebook.com/cookingimaginations?fref=ts

--
“Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project is implemented with the financial support of the Prince Claus Fund.

პროექტი “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი „ვიზუალური ამბების თხრობა: თბილისელი მიგრანტების ისტორიები“ ხორციელდება "Borderland Foundation"-თან თანამშრომლობით, "Borderland" სკოლის პროგრამის ფარგლებში.

“Visual Storytelling: Tbilisi Migrant Stories” project is implemented in collaboration with the Borderland Foundation in the framework of Borderland School Program.