Friday, December 27, 2013

შეუზღუდავი შესაძლებლობები / Unlimited Abilities



















„ქალთა ფონდი საქართველოში“ და გეოეარი, ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით, ახორციელებენ პროექტს „შეუზღუდავი შესაძლებლობები“, რომლის მიზანია საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ჩატარება. პროექტის ფარგლებში შემოსული თანხით გვსურს ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას.

20.12.2013 18:00-21:00

ექსპო ჯორჯია, მესამე პავილიონი, წერეთლის ქ. # 118

ნამუშევრები, ასევე, შეგიძლიათ ნახოთ და შეიძინოთ მითითებულ მისამართზე:
http://unlimitedabilities.wordpress.com/


შეუზღუდავი შესაძლებლობები 

,,…გოგონა ეტლიდან თმას მჭრიდა, მაკიაჟი გამიკეთა, გამომპრანჭა... ჩვენთან ასეთს ვერ ნახავ, რაც ძალიან საწყენია. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავლის წყარო” - ამბობს მარინა, რომელიც ეტლით გადაადგილდება. თუმცა, ამას და იმ სირთულეებს, რომლებსაც არაადაპტირებული რეალობა უქმინს, მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ყოფილიყო წარმატებული დედა, მეუღლე და მოქალაქე, რომელსაც მუდმივად სურს მუშაობა, სანაცნობო წრის გაფართოება, ახალი გამოცდილების შეძენა და გაზიარება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები ჩვენთან საუბარში ხშირად ამბობდნენ, რომ სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ და უჩინარნი არიან. მიუხედავდ ამისა, მათ ცხადია აქვთ ოცნებები, მისწრაფებები, წარმატების მიღწევის სურვილი და განხორციელების იდეები.

,,რაც უფრო მეტ რამეს ისწავლი ცხოვრებაში, მით მეტი შანსი გაქვს, რომ რაღაცას მიაღწიო და საკუთარი, სასურველი საქმე აკეთო. ასევე ძალიან საინტერესო იქნება თვითონ საქმის შესწავლის პროცესი, გასასვლელ-გამოსასვლელი მექნება, ახალ გამოცდილებას მივიღებ, შევძლებ ახალი პროფესია მქონდეს და ახალ სამსახურზე ვიფიქრო. ეს იქნება ჩემი შემოსავლის წყარო, რაც, რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა” - ასე თვლის ჯუნა, პროექტის კიდევ ერთი მონაწილე.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ და გეოეარი დიდ მადლობას უხდიან ყველას, ვინც არ დაიშურა დრო და ენერგია პროექტში მიეღო მონაწილეობა და საკუთარი ისტორია ექცია წარმატებულ მაგალითად.

მადლობას ასევე, ვუხდით პროექტის მხარდამჭერებს და ყველა ხელოვანს, ვინც გულუხვად შემოწირა ნამუშევრები პროექტს.

მონაწილე ხელოვანები:


კაჭარავა კარლო, სულაბერიძე კოტე, ასათიანი მარიკა,აქიმიძე ლუკა, ახალკაციშვილი ტატო, ბაგრატიონი ნატო, ბატატუნაშვილი ინგა, ბატიაშვილი მაკა, ბაღდავაძე ცისანა, ბახტაძე ია, ბოჭორიშვილი თამარ,
გალერეა კონტეინერი (გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, ირა კურმაევა), გოგუაძე ანა, გრიგალაშვილი ნათელა, დარჩიაშვილი თათია, დოლიძე ანდრია, ირემაშვილი როკო, კაკაბაძე ქრისტინე,კილაძე თუთუ, კუხალაშვილი დათო, ლაფერაძე ლუიზა, ლაპიაშვილი სოფო, მასხარაშვილი გიორგი, მაჩაიძე სალომე, მეჩითოვი იურა, მინდაძე კონსტანტინე, ამაშუკელი ლევან, მინდიაშვილი ლევან, ნяნю, ოქროსცვარიძე მანუჩარ, რიგვავა სალომე, რუხაძე გიორგი, სეხნიაშვილი ნინო, სიჭინავა მარიამ, სულაკაური დარო, სუმბაძე მაია, ტაბატაძე სოფო, ფოჩხუა ლადო, ქუთათელაძე ლალი, ქუთათელაძე ყარამან, შველიძე მურთაზ, ჩუბინიშვილი ნინო (ჩუბიკა), ჭილაშვილი ნინო, ხანიაშვილი გაბრიელ, ხმიადაშვილი თამარ, ჯაფარიძე მამუკა, ჯინჭარაძე კოტე, სამხატვრო გალერეა თამარისი (ბარამიძე ედიშერ).

განსაკუთრებული მადლობა: რეზო კიკნაძეს, ელენე კაპანაძეს, მაკა კუკულავას, ნატა სოფრომაძეს, ელენე სულაბერიძეს და ლიკა კაჭარავას.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს რეზო კიკნაძე (ცოცხალი შესრულება)

მხარდამჭერები:
ჰოლანდიური ქალთა ფონდი „მამა ქეში“
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
ექსპო ჯორჯია
Artarea/Tv2.0
კომპანია „ შატო მუხრანი “
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში.

------------

Women’s Fund in Georgia and GeoAIR, in collaboration with Georgian artists are implementing the project "Unlimited Abilities". The aim of the project is to organize a charity exhibition-sale. Funds collected during the event will be utilized for the professional education and employment of women with disabilities.

20.12.2013 18:00-21:00

Expo Georgia, 3dr pavilion, 118 Tsereteli ave.

Artworks can be seen and bought online:
http://unlimitedabilities.wordpress.com/


Unlimited Abilities

“There was a girl in the wheelchair who made my hair, makeup and made me look pretty… You cannot see anything similar in here and it is very sad. Everyone should have their own source of income” – says Marina who uses the wheelchair. However, this fact and the challenges that non-adapted reality causes for her, did not prevent Marina to be successful mother, wife and the citizen, who constantly has the will to work, extend her network, get and share new experience.

In conversation with us, women with disabilities, often say that due to stigma and discrimination they feel isolated from the society and remain invisible. Despite this, of course they have dreams, aspirations, wills and ideas of becoming successful.

“The more you study in life, more chances you have to achieve something and do your own, your favorite thing. Also, the learning process will be very interesting, as I will have places to go to, I will get new experience, I will be able to get new profession and think about my new job. This will be my source of income, which of course is very pleasing” – so believes Juna, another participant of the project.

Women’s Fund in Georgia and GeoAIR would like to thank everyone who found time and energy to participate in the project and make their own story as an example of a successful one.

We would also like to thank the supporters of the project and all the artists who generously contributed their works to the project.

participating artists:

Akhalkatsishvili Tato, Akimidze Luka, Asatiani Marika, Bagdavadze Tsisana, Bagrationi Nato, Batatunashvili Inga, Batiashvili Maka, Bakhtadze Ia, Botchorishvili Tamar, Chilashvili Nino, Chubinishvili Nino (Chubika), Darchiashvili Tatia, Dolidze Andria, Gallery Container (Guram Tsibakhashvili, Ira Kurmaeva, Tinatin Kiguradze), Goguadze Anna, Grigalashvili Natela, Iremashvili Rocko, Japharidze Mamuka, Jincharadze Kote, Kacharava Karlo, Kakabadze Konstantin, Kakabadze Kristine, Khaniashvili Gabriel, Khmiadashvili Tamar, Kiladze Tutu, Kukhalashvili David, Kutateladze Karaman, Laperadze Luiza, Lapiashvili Sophia, Machaidze Salome, Maskharashvili Giorgi, Mechitov Yuri, Mindadze Konstantine, Mindiashvili Levan, Nяnю, Okrostsvaridze Manuchar, Pochkhua Lado, Rigvava Salome, Rukhadze Giorgi, Sekhniashvili Nino, Shvelidze Murtaz, Sitchinava Mariam, Sulaberidze Kote, Sumbadze Maya, Tabatadze Sophia

Special thanks to: Nata Sopromadze, Maka Kukulava, Elene Sulaberidze and Lika Kacharava.

The evening will accompanied by Reso Kiknadze (Live)

Supporters:
Fund for Women Mama Cash
Embassy of the United States Georgia
Expo Georgia
Artarea/Tv2.0
Chateau Mukhrani
The International Women's Association Georgia



Sunday, September 29, 2013

ურბანული ხელოვნების ფესტივალი “არტ აქტივი” 2013 / Urban Art Festival “Art Active” 2013

ურბანული ხელოვნების ფესტივალი “არტ აქტივი” 2013 / Urban Art Festival “Art Active” 2013
(ევროპის კულტურული ფაბრიკა)



პროექტის კურატორები: ნინი ფალავანდიშვილი (გეოეარი) და თამარა ბოკუჩავა (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში) / Project Curators: Nini Palavandishvili (GeoAIR) and Tamara Bokuchava (Social Photography Caucasus Foundation)


7-8 ოქტომბერი, 11:00; რუსთავი, საქართველო
41-ე საბავშვო ბაღის ტერიტორია, ჭყონდიდელის ყოფილი ,,ინტერნატების” დასახლება. 

7-8th of October at 11:30 A.M.; Rustavi, Georgia
Chkondideli settlement (Internatebi) in the yard of  #41 kindergarten.


ურბანული ხელოვნების ფესტივალი არტ აქტივი” არის ამ სახის პირველი ფესტივალირომელიც ტარდება საქართველოს რეგიონებშიპროექტი ფინანსდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერღონისძიებები გამიზნულია ფართო საზოგადოებისთვისთუმცა განსაკუთრებით ითვალისწინებს 10-30-წლის ასაკის ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას


ფესტივალის "არტ აქტივი" ორგანიზატორების ამოცანაა ადგილობრივი მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობით იმუშაოს უბანში, ახალი იერ-სახე და დატვირთვა მიანიჭოს ამჯერად უღიმღამო და უსიციცხლო ადგილებს, რითიც ხელს შეუწყობს მათი თვითგამოხატვის თავისუფლებას.

რუსთავის ღონისძიებისთვის მოწვეულია ფრანგი ხელოვანი ელტონო. მისი იდეაა გააცოცხლოს უბნის ურბანული სივრცე მაცხოვრებლებთან ერთად, სადაც გათვალისწინებულია მოსახლეობის  ახალგაზრდა ნაწილის პირდაპირი ჩართულობა, მათი სურვილების და მოთხოვნების გათვალისწინება და ამის საფუძველზე არსებული სივრცის იერსახის შეცვლა. 2-6 ოქტომბერს ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მოიხატება საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიები (სანაგვეები, კედლები, სადარბაზოს კარებები, მიგდებული გარაჟები). ყოველი მოხატული ადგილი ერთმანეთთან დაუკავშირდება სიმბოლოებით და შეკრავს ახალ კონცეფციურ წრეს. 7-8 ოქტომბერს, პროექტის ფინალური ნაწილი ითვალისწინებს 41-ე ბაღის ეზოში ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და სახალისო ლაბირინთის მშენებლობას ძველი ხის ყუთებითა და პალეტებით, რაც შემდგომში დარჩება ადგილობრივ მოსახლეობას.

ფესტივალის ფარგლებში 5 ოქტომრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე, დაგეგმილია პარალელური აქტივობები, როგორიც არის 41-ე ბაღის ეზოში პარტიზანული მებაღეობა/გამწვანების აქცია, ინტელექტუალური და ფიზიკური თამაშები. პროექტში ჩართული იქნება რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი, უბნის ახალგაზრდები, მხარდამჭერი ორგანიზაციები და ადგილობრივი  მოსახლეობა.

ურბანული სივრცის ხელოვანი ელტონო ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მადრიდში, ხოლო 2010 წლიდან კი ცხოვრობს პეკინში. ქუჩის ხელოვნების კარიერა მან დაიწყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტებით - შესასხამი ფერადი ქილებით. ათწლიანი მუშაობის შემდეგ მან განავრცო თავისი შემოქმედებითი სტილი აკრილის საღებავების და ლენტების გამოყენებით, რათა განევითარებინა აბსტრაქტული გეომეტრიული ენა. ელტონო ცნობილია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით და ურბანულ სივრცეზე მისი მგრძნობიარე დამოკიდებულებით. ფორმების და ფერების გამოყენებისას ის ყოველთვის მიმართავს იმპროვიზაციას, რისი მეშვეობითაც ახდენს ადგილზე არსებული ბალანსში ინტეგრირებას. ის აგრეთვე ირჩევს უგულვებელყოფილ ზედაპირებს იმ მიზნით, რომ აღადგინოს მათი ღირსება და ამისთვის იყენებს მიტოვებულ და ძველ მასალას. მსოფლიოს ოთხმოცზე მეტი ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ იპოვოთ ამ წარმატებული, თუმცა თავმდაბალი ხელოვანის ნამუშევრები. მისი ნამუშევრები ბევრ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში ყოფილა გამოფენილი, მათ შორის Tate Modern და Fundación Miro-ში.


ENG                                           

The festival “Art Active” is the first of its type in Georgia. It represents part of the EU funded project  “Culture Factory”. The urban art takes inspiration from many countries of Europe and addresses directly and immediately the general public of any segment of audience, especially youth.  Events meant to propose the best samples of street art from different countries of Europe, and show how dialogue and shared good feelings are possible beyond linguistic and cultural diversity.


Planed activity is based on urban community art tools and meant to integrate local community especially youth in transforming their urban space by giving new definition to it. The event will take place from 2-8th of October and is supported by Rustavi Municipality and iსიYouth Center of Rustavi City.

From October 2-6 French artists Eltono will work around the idea of "Friezes". He will create a painting that will link old urban objects to one to the other. It will be composed with long graphic friezes that start and end in different places. The main idea is to create a connection between all the painted elements using a simple graphic language running all across the area that will tie the neighborhood together. Having the residents helping with the realization of the paintings will accentuate that "bringing everybody together" feeling. The artist almost always choses neglected surfaces with the intention of reviving their dignity and to take advantage of the power found in aged textures. As a final days of the event 7th-8th of October invited artist will be making installation in the yard of the #41 kindergarten by using old wooden objects such as pallets, boxes and furniture to build a labyrinth for kids that will remain there for the use of children of the district.

During the days 5th-8th of October, there are parallel activities planed in cooperation with the youth center of Rustavi and other supporting organizations. It will include guerilla gardening by group of guerilla gardeners from Rustavi and Tbilisi, intellectual games by Funbus.ge, educative quiz videos by Meet Europe, creative floor alphabet painting in the patio of the kindergarten by an invited and local artist/kids and the talent show organized by Rustavi youth center.   

Eltono (1975) worked in Madrid for the last decade, and since 2010 lives in Beijing. He started his street art career with the usual tools of the trade – spray paint cans. After ten years of bombing, his practice diverged as he evolved his artistic style using acrylic paints and tape to develop an abstract geometric language. Eltono is known for his constructive criterion and his sensitivity to medium and location. He always improvises his forms and colors in situ to integrate within the existing balance. He also chooses neglected surfaces with the intention of reviving their dignity and making use of their aged textures and abandoned states. The paintings of this prestigious yet humble artist can be found on the streets of more than eighty cities. He has shown his works in many world-renowned galleries and museums, including the Tate Modern and Fundacion Miro. Over the last twelve years, the development of Eltono’s work in galleries has focused on finding solutions to address the problems of showing public art in private indoor spaces.



დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: “ინტერნიუსი-საქართველო” / For detailed information please contact: “Internews Georgia”
თამარა ბოკუჩავა / Tamara Bokuchava: +995 32 292 33 95/96/97; 577 454313; tamarabok@gmail.com.

,,არტ აქტივი”  2013 https://www.facebook.com/artaktivie2013?ref=hl



ორგანიზატორები / Organisers:








რუსთავის პროექტის მხარდამჭერები / Project supporters in Rustavi:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოააიპ რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი, პარტიზანული გამწვანება რუსთავი, კაპაროლი, გასართობი ავტობუსი, ერთად შევეგებოთ ევროპას, EUMM საქართველო
Ministry of Culture and Monument Protection Georgia, Self-governing city of Rustavi, Youth Center of Rustavi City, Guerilla Gardening Rustavi, Caparol, Fun Bus, Lets meet Europe, EUMM Georgia
























"ქრონიკა", ქვემო ქართლი, 05.10.2013/20:39:12
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=qvemoqartli&seekTime=05-10-2013+20%3A39

"პიკის საათი", რადიო1, 07.10.2013/12:37
http://radio1.ge/media-view/13289


Saturday, September 28, 2013

Connected by the Border / Integrations − Mediations festival / საზღვარი-კავშირი / ინტეგრაციის - მედიაციის ფესტივალი


ხელოვნების პროექტი საჯარო სივრცეში
კულტურის სახელოსნო (Warsztaty Kultury w Lublinie, Poland. http://warsztatykultury.pl/) და ფონდი ტრანს კულტურა (Trans Kultura Foundation, (Lublin, Poland www.transkultura.org.) გეოეართან (საქართველო) და  ასოციაცია ობერლიხტთან (Oberlicht,chisinau, Moldova, http://www.oberliht.com/) თანამშრომლობით გიწვევთ საჯარო ხელოვნების პროექტზე Connected by the Border, რომელიც 2013 წლის 1- 6 ოქტომბერს პოლონეთში, ქალაქ ლუბლინში ტარდება ფესტივალ Integrations−Mediations-ს ფარგელებში. ფესტივალს მხარს უჭერს პოლონეთის, კულტურის  ნაციონალური ცენტრი და კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო. ფესტივალი აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონგრესის შემადგენელი ნაწილია და მასში მონაწილეობას იღებენ ხელოვანები საქართველოდან, მოლდავეთიდან,უკრეინიდან, სომხათიდან და პოლონეთიდან.
სახელოვნებო ფესტივალის კონცეფცია შეიძლება განისაზღვროს როგორ გეოგრაფიული, კულტურული, მენტალური, სოციალური და ადმინისტრაციული  საზღვრების გადალახვის მცედლობა და მისი მიზანია მოხდეს ინტერვენციები საჯარო სივრცეებში, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეეხებიან საზღვრების თემას, ჩართავენ ადგილობრივ მოსახლეობას დისკუსიაში ან   არტისტული აქტივობებით გამოაცოცხლებენ ლუბლინის საჯარო სივრცეს ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში.
ფესტივალის ღია სტრუქტურა ხელს უწყობს ინტერაქციას მოწვეულ და ადგილობრივ არტისტებს/ინსტიტუციებს შორის და ასევე მეტ ჩართულობას ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან.
კურატორები: სოფია ლაპიაშვილი, ვატო ურუშაძე (საქართველო) პაულინა პაგა (პოლონეთი) ვლადიმერ ობერლიჰტი (მოლდოვა)
პროექტის მონაწილეები:
შტაფან რუსუ (მოლდავეთი) - "Cantine for cultural workers"
ლორე გაბლიერი, ლესლავ თეთლა, ტატიანა  ფიოდოროვი (მოლდავეთი, პოლონეთი) - "Space as a tool for shaping social attitudes"
მარტინა პოზნანსკა (პოლონეთი) - "Listening East"
ნუკა მეგრელიშვილი (საქართველო) - Beyond The Borders, Cube Houses, Red Border.
ანტონინა იურჩენკო (უკრაინა) - "Private and Public"
ვარდან ჰარუტუნიანი (სომხეთი) - sound performance
მიროსლავ იუჩუკი (პოლონეთი) – HOMOLIMESHOMO
ალექსეი მანუკიანი (სომხეთი)- 10 მეტრი
აღმოსავლეთ პარტნიორობის კონგრესის კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://m.epccongress.eu/katalog1.pdf
ვებ-გვერდი: http://epccongress.eu/en/

Art in public space project
Warsztaty Kultury w Lublinie (Lublin, Poland. http://warsztatykultury.pl/) and Trans Kultura Foundation (Lublin, Poland www.transkultura.org.)  in collaboration with GeoAIR (Georgia) and Association Oberlicht (chisinau, Moldova, http://www.oberliht.com/ )  is inviting you for a public space art project Connected by the Border in the frame of the Integrations−Mediations festival supported by National Centre for Culture in Poland, Ministry of Culture and Cultural Heritage of Poland.
The Integrations−Mediations festival will be held in line with the Culture for the Eastern Partnership Congress (http://epccongress.eu/en) under the East of Culture programme covering the three largest cities of the Eastern Poland. Artists from Georgia, Moldova, Armenia, and Poland will implement their projects in public spaces of Lublin from 1 – 6 October.
The subject matter for art projects can be defined as surpassing all kinds of borders, including geographical, cultural, mental, social, and administrative ones.The open formula of the festival fosters cooperation and interactions among invited and local artists/institutions as well as local communities.
Curators: Sophia Lapiashvili and VakhtangUrushadze (Georgia), Paulina Paga (Poland), Vladimir Us (Moldova)
Culture for the Eastern Partnership” 2013 catalogue: http://m.epccongress.eu/katalog1.pdf

Stefan Rusu (Moldova) - "Cantine for cultural workers"
Lore Gablier, Leslaw Tetla, Tatiana Fiodorov (Moldova, Poland) - "Space as a tool for shaping social attitudes"
Martyna Poznańska (Poland) - "Listening East"
Nuka Megrelishvili (Georgia) - Beyond The Borders, Cube Houses, Red Border.
Antonina Yurchenko (Ukraine) - "Private and Public"
Vardan Harutyunyan (Armenia) - sound performance
Miroslaw Jurczuk (Poland) – HOMOLIMESHOMO
Aleksey Manukyan (Armenia) – “10 meters”


 

Wednesday, August 28, 2013

‘ახლა იღვიძებს ზღვა’ ფილმების ჩვენება, 8-10 სექტემბერი, ბათუმი, საქართველო / Now wakes the sea film program, 8-10th September, Batumi (GE)


‘ახლა იღვიძებს ზღვა’ - 
ფილმების ჩვენება ბათუმში
სატელიტგრუპი და გეოეარი წარმოგიდგენთ ზღვის და სანაპიროს თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო ფილმების სამდღიან ჩვენებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩრდილოეთისა და შავ ზღვ ჩვენებას, ქართული და ჰოლანდიური ანიმაციური, მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების მეშვეობით.

შემოგვიერთდით!
დასწრება თავისუფალია!

8/9/10 სექტემბერი, 
დასაწყისი 21:00, მზის ჩასვლის შემდეგ!
კაფე 'ივერია ბიჩი', ბათუმის ბულვარის ზღვის სანაპირო (ეშმაკის ბორბალთან), საქართველო

















სატელიტგრუპი (ჰააგა, ჰოლანდია, დაარსდა 2006 წელს) ხელოვნების და კულტურის გზით იკვლევს თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ზღვა და წყალი ქალაქბზე, ადამიანებზე, თემებსა და გარემოზე. მათი მიზანია გააძლიერონ საჯარო და პროფესიული ცნობიერება საზღვაო და სანაპირო ტერიტორიების ტრასფორმაციის შესახებ. სატელიტგრუპის პროგრამა ‘ბადგასტი’ არის სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამა, ღია ცის ქვეშ კინო ჰააგა/შევენინგენში, რომლის ფარგლებშიც ეწყობა ლექციები, დისკუსიები და ვორკშოპები.

გეოეარი (თბილისი, საქართველო, დაარსდა 2003 წელს) აწყობს და ხელს უწყობს საერთაშორისო გაცვლითი პროექტების ორგანიზებას, რომელთა მიზანია ქართული და კავკასიური სახელოვნებო სივრცის გაძლიერება, განსხვავებული კულტურული კონტექსტის ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს მოძიება.

პროექტი ‘ახლა იღვიძებს ზღვა’ ინიცირებულია ჰოლანდიელ ხელოვანთა გაერთიანება სატელიტგრუპის მიერ და მოიზარებს კვლევითი პრაქტიკით დაინტერესებულ ხელოვანთა/არქიტექტორთა/რეჟისორთა სარეზიდენციო პროგრამას შავი ან/და ჩრდილოეთის ზღვის მიმდებარე ქვეყნების სანაპირო დასახლებებში. პროგრამის ფარგლებში ირჩევა ძველი ნამუშევრები, იქმნება ახალი და დგება საჯარო ჩვენების ფილმების პროგრამა, როგორც შავი ზღვის, ასევე, ჩრდილოეთის ზღვის ქვეყნებში საჩვენებლად.

2013 წლის ივნისში, პროექტ ‘ახლა იღვიძებს ზღვა’ სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში რეჟისორებმა ასტრიდ ბუსინკმა (ჰოლ.) და ანა ციმინტიამ (საქ.) ერთად იმუშავეს ბათუმში, რის შედეგადაც შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ‘პატარა დუბაი’, რომელიც ნაჩვენები იქნება 9 სექტემბერს.
‘პატარა დუბაი’ არის ბათუმში ბოლო დროს მიმდინარე არქიტექტურული განვითარების იუმორისტული ხედვა.
2013 წლის ივლისში ანა ციმინტიამ დაიწყო მუშაობა ახალ ფილმზე საზღვაო ქალაქ ანაკლიის განვითარების შესახებ, რომელზე მუშაობაც გააგრძელა აგვისტოში ბადგასტის რეზიდენციის ფარგლებში, შევენინგენში. დოკუმენტური ფილმის თემა ამ ორი ადგილის შედარებაა.


‘Little Dubai’ by Astrid Bussink/Ana Tsimintia, 2013













Friday, June 07, 2013

სივრცეები: ბაღი ბორბლებზე. გამწვანილება / SPACES: Garden on the Wheels. Herbening


სივრცეები: ბაღი ბორბლებზე. გამწვანილება / SPACES: Garden on the Wheels. Herbening
8 ივნისი  2013 / June 8th, 2013 / 14:00-16:00
მეტროსადგური "პოლიტექნიკურის" ჩასასვლელი, სპორტის სასახლესთან, თბილისი, საქართველო
Entrance of underground station "Politeqnikuri", next to Sport Palace, Tbilisi, Georgia


პროექტი "ბაღი ბორბლებზე" ერთი დღით მასპინძლობს ეთნოლოგიის/ ანთროპოლოგიის სტუდენტის ანა რამაზაშვილის და გეოეარის (ნინი ფალავანდიშვილი) ერთობლივ პროექტს “გამწვანილება”. ბაღის მცენარეები ამ პროექტის ფარგლებში გახდებიან მწვანილის კულტურები, შესაძლებელი იქნება ქოთნებში სხვადასხვა მწვანილის, როგორიც არის ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი შეძენა, ასევე მოხდება მათი თესლების გაყიდვა.
ეს მწვანილები წარმოდგენილი იქნება ალტერნატიულ ქოთნებში, როგორიც არის პლასმასის ბოთლები, წვენის მუყაოს ყუთები და მსგავსი კონტეინერები.
ადგილზევე მოეწყობა “პარტიზანული” გამწვანების ვორკშოპი, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ მეორადი მასალისგან "ქოთნების" და მებაღეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთების დამზადება. შემეცნებითი კუთხით თითოეული მწვანილის შესახებ შეიქმნება საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც მოიცავს ამ მწვანილების წარმომვალობის ისტორიას, საინტერესო ფაქტებს  და სამკურნალო თუ სხვა სასარგებლო თვისებებზე ინფორმაციას.



For a day, the project “Garden on the Wheels” hosts a collaborative project called “Herbening” organized by ethnology/anthropology student Ana Ramazashvili and GeoAIR (Nini Palavandishvili). This time, the plants of the garden will be herbs. It will be possible to buy pots with planted herbs, such as: coriander, parsley, dill, basil – the seeds of these herbs will be available for the purchase as well. These herbs will be provided in alternative pots, made from recycled plastic bottles, tetra packs and containers.
We will also provide the workshop on site concerning guerilla gardening and show how to make pots and gardening accessories from the recycled material. Moreover, informational brochures will be created about each herb, telling their places of origin, interesting facts, medical and other positive abilities.  



“ბაღი ბორბლებზე. გამწვანილება” ხორცილედება პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.

“Garden on the wheels. Herbening” is organized in frame of SPACES project. This project is funded by the European Union through the Eastern Partnership Culture Programme.






პროექტი ასევე ფინანსდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/ შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის მიერ.

Project is financed by the Swiss Agency for Development and Cooperation (SDC) / The Swiss Development Cooperation for the South Caucasus. The project has been awarded The Culture and  Management Lab (CML) Grant.

Friday, May 17, 2013

სივრცეები: ბაღი ბორბლებზე სტუმრად ელიავაზე/ SPACES: Garden on the wheels, visiting Eliava




















18-19 მაისს “ბაღი ბორბლებზე” გაჩერდება ელიავას ბაზრობაზე.

On 18-19 May "Garden on Wheels "will be held on Eliava Market.

ქალაქში არსებული პრობლემატური საკითხების, საჯარო სივრისა და ეკოლოგიის გადააზრება/გააქტიურების მიზნით, შედგა თანამშრომლობა ჯგუფ კარი კუთხეზე(DontheC, ნატა ნებიერიძე და დალი დარჯანია) და გეოეარს (სოფიო ლაპიაშვილი) შორის. ჯგუფს გაუჩნდა სურვილი თბილისში არსებული „ბეტონიზაციის“ ტენდენციის გამო შეექმნა მოძრავი ბაღი ბორბლებზე, რომელიც გარდაქმნის საჯარო სივრცეს თავისი მოძრავი სტურქტურის მეშვეობით გამწვანებულ ზონად და საზოგადოებას სთავაზობს ინტერაქტიულ გარემოს.
ბაღი თავად წარმოადგენს საჯარო სივრცეს და ჩნდება ისეთ ადგილებში სადაც ქალაქის აქტიური, რუტინული მოძრაობა მთელი სიმძაფრით იჩენს თავს. ბაღი წარმოშობს ერთგვარ პაუზას,სადაც ყოველ გამვლელს შეუძლია მივიდეს, დაისვენოს, გამოიყიენოს ბაღის რესურსები - გაეცნოს ბიბლიოთეკას, მოუსმონოს მუსიკას, შეეხოს თანამედროვე ხელოვნებას...

ბაღი თავისი არსებობით ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს მწვავე პრობლემური საკითხები:
• საჯარო სივრცე - გამოყენება, აღქმა, შეგრძნება, პასუხისმგებლობა და უფლება მასზე.
• ეკოლოგია - გამწვანების და სარეკრეაციო ზონების აუცილებლობა და მათი მოვლა.

ბაღი ბორბლებზე ქალაქში აჩენს ალტერნატიულ საჯარო სივრცეს, დატვირთულს თანამედროვე ხელოვნებით და სასაიამოვნო გამწვანებული გარემოთი.
ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა პროექტი „ბაღი ბორბლებზე სტუმრად ელიავაზე“.
ბაღი ბორბლებზე, ორი მოძრავი გასაშლელი ყუთი ეძებს ადგილებს ქალაქში რომ იქცნენ ბაღად და მწვანე კუნძულებთან ერთად ქმნიან თანამედროვე ხელოვნების პლატფორმას ქალაქში.

   
18.05
13.00 მზესუმზირა გემით ჯგუფი დონტეკ 
13.00
- ‘ელიავას ისტორიების’ შეგროვება 
14.00
ადგილზე მოგროვილი, მეორადი მასალისგან შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების პრეზენტაცია (ოდ ბენჰაიმი და ნორა ფრომანი - ვიზუალური ხელოვნების აკადემია (HGB), ლაიფციგი, დაჩი ჭეჟია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შტეფი შონე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,ფოტოგრაფიის პედაგოგი და მისი მოსწავლეები, სოფო მიმინოშვილი, სანდრო სულაბერიძე, მარიამ ასლანიშვილი) 
15.00-17.00
ხატვის ღია გაკვეთილი ლუიზა ლაფერაძესთან ერთად 16.00 რეზინობანა 
19.30
ლექცია ეკოლოგიის თემაზე -კახა ბახტაძე (CENN), საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები 
20.00 ოჯახური დიეტა - დოკუმენტური ფილმი. რეჟ. ჯონ ვებსტერი, ფინეთი 2008, 85 წთ. (ფილმი მოგვაწოდა ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“)  

19.05 
13.00 მზესუმზირა გემით ჯგუფი დონტეკ 
13.00 ადგილზე მოგროვილი, მეორადი მასალისგან შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების პრეზენტაცია (ოდ ბენჰაიმი და ნორა ფრომანი - ვიზუალური ხელოვნების აკადემია (HGB), ლაიფციგი, დაჩი ჭეჟია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შტეფი შონე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,ფოტოგრაფიის პედაგოგი და მისი მოსწავლეები, სოფო მიმინოშვილი, სანდრო სულაბერიძე, მარიამ ასლანიშვილი) 
13.00 - ‘ელიავას ისტორიების’ შეგროვება 
15.00-17. 00 ხატვის ღია გაკვეთილი ლუიზა ლაფერაძესთან ერთად
19.00 – ‘ელიავას ისტორიების’ შეჯამება 20.00 ვიდეო ნამუშევრების ჩვენება (გიო სუმბაძე) 
20.30 ქუჯი დავითულიანი და მიხო მირზაშვილი, ელექტრო აკუსტიკური მუსიკა

“ბაღი ბორბლებზე სტუმრად ელიავაზე” ხორცილედება პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით. პროექტი ასევე ფინანსდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/ შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის მიერ.

ელიავას ბაზრობა, მთავარი შესასვლელი სანაპიროს მხრიდან (ხიდისკენ)

//////////////////////////////////////////////////////


GeoAIR and group DontheC started collaboration with the goal of rethinking and analyzing existing problematic issues in the city, such as public space and ecology. Since in the city of Tbilisi exists the “Bethonisation” tendency, the group created mobile garden on the wheels, which transforms public spaces with its mobility, creates green areas and offers an interactive environment. The garden is a public space itself and appears in such places, where active, routine movement is fully present. It creates a pause where every passenger can go, relax, use the resoures of the garden – library, listen to music, get in touch with contemporary art...
The garden with its existence tries to remind public of urgent problematic issues:
  • Pubilc spaces- utilizationperception, senses, responsibility and right to it.
  • Ecology – inevitability of green areas and recreational zones and taking care of them.
Garden on wheels creates in the city an alternative public space, full with contemporary art and pleasant, green environment.
Through this collaboration the project “garden on the wheels, visiting Eliava” was created.
Garden on the wheels, two mobile boxes, are traveling in the city and are looking for places to become the garden, create a green area and platform for contemporary art.
18-05
13.00 sunflower seeds in the ship (Group DontheC)
13.00 collecting stories from Eliava Market.
14.00 presentation of the student works (Aude Benhaïm and Nora Frohmann - Academy of Visual Arts Leipzig, HGB, Dachi Chegia - Tbilisi state academy of art, Steffi Schoene -Tbilisi state academy of art photography lecturer and her students Sopo Miminoshvili,Sandro Sulaberidze, Mariam Aslanishvili ). Using recycling material found in the market.
15.00-17.00  Open drawing lesson by Luisa Lapieradze
16.00 Rezinobana
19.30 lecture about ecology  Kakha Bakhtadze (CENN), young Georgian greens
20.00 Recipes for Disaster - Doc.Film by John Webster. Finnland 2008. 85 min. (From the Video library of Czech, non commercial organization “people in need”)
19.05
13.00 sun flours in the sheep (Group DontheC)
13.00 00 presentation of the student works. (Aude Benhaïm and Nora Frohmann, Academy of Visual Arts Leipzig, HGB and Tbilisi state academy of art  faculty of architecture Dachi Chegia, Steffi Schoene ,Tbilisi state academy of art, lecturer of photography)
13.00 collecting stories from Eliava Market.
15.00-17.00  Open drawing lesson by Luisa Lapieradze
19.00 sum up of collecting “Eliava stories”
20.00 screnning of Video works of Gio sumbadze.
20.30 Kuji Davituliani and Mikho Mirzashvili, electro acoustic music

Eliava Market, main entrance from embankment (towards to bridge)




 Inline image 1          Inline image 2




“Garden on the wheels, visiting Eliava” is organized in frame of SPACES project. This project is funded by the European Union through the Eastern Partnership Culture Programme.
Project is financed by the Swiss Agency for Development and Cooperation (SDC) / The Swiss Development Cooperation for the South Caucasus. The project has been awarded The Culture and Management Lab (CML) Grant.

Eliava Market,main entrance from embankment (towards to bridge)

 Inline image 1



Inline image 3               Inline image 1

Friday, May 10, 2013

სივრცეები: „მოგზაური საკვები. ბეთლემის უბნის ისტორიები” / SPACES: “Travelling Foodways. Betlemi Quarter Stories”


სივრცეები: ”მოგზაური საკვები. ბეთლემის უბნის ისტორიები”
SPACES: Travelling Foodways. Betlemi Quarter Stories


17 მაისი, 2013, ბეთლემის უბანი, თბილისი

May 17th 2013, Betlemi Quarter, Tbilisi
17:00-21:00



ბეთლემის უბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ნაწილია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლდები ცხოვრობდნენ საუკuნეების მანძილზე. ბეთლემის უბნის რევიტალიზაციას ორგანიზება გაუწია ICOMOS საქართველომ ადგილობრივ თემთან თანამშრომლობით. პროექტი  „მოგზაური საკვები. ბეთლემის უბნის ისტორიები” ეხება ადამიანთა ჯგუფების გადაადგილებას და „მიგრანტების” ცხოვრებას დანახულს ხელოვნების კუთხით, მათი ისტორიების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების და პირადი სივრცის საჯაროდ წარმოჩენას. პროექტის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით სამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ოჯახთან, რომელიც ბეთლემის უბანში წლებია ცხოვრობს - ბერძენი, სომეხი და ებრაელი ოჯახები.

მიღებული და ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ თბილისი ოდითგანვე მულტიკულტურული იყო და სვადასხვა ეროვნებების თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ აქ. ეს შეიძლება „ტრადიციულ ჯგუფებს“ ეხებოდეს, ხოლო ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები ოსტორიაში, პოლიტიკური განვითარება და გენტრიფიკაციის პროცესები ამ ჯგუფების ქალაქის გარეუბნებში განსახლებებზე მიგვითითებს, მაგალითად აქ ქურთები საერთოდ გაუჩინარდნენ პირვანდელი ადგილსამყოფელიდან.

საკვები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის იდენტობის განსაზღვრაში, მას, ასევე, გადამწყვეტი ადგილი უკავია ადამიანთა შორის კომუნიკაციაში. ამიტომ, საჭმლის მომზადების პროექტი დაკავშირებული ეთნიკურ იდენტობასთან, ისტორიების თხრობასთან, მათ საჯაროდ გაზიარებას, ხელოვანების მიერ ამ თემაზე ბროშურების შექმნა და ამ ყველაფერზე სახელოვნებო პროექტის გაკეთებით ჩვენი მიზანია, თბილისში მაცხოვრებელ სხვადასხვა ეროვნების თუ ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებს შორის მეტი კომუნიკაციის დამყარება და ცნობიერების ამაღლება.

პროექტი მოიაზრებს ახალგაზრდა პროფესიონალების და სტუდენტების ჩართულობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათთვის ანთროპოლოგიური მიდგომისა და თანამედროვე ხელოვნებაში ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობის გაცნობას. სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგიისა და ხელოვნების სტუდენტების ჩართვით, ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა და პრაქტიკის მაგალითზე გვესწავლებინა, თუ როგორ შეიძლება ცოდნის გამოყენება და მორგება ადგილსპეციფიკურ პროექტებში, სადაც მნიშვნელოვანია მონაწილეთა ჩართულობა მათსავე სასარგებლოდ. შესაბამისად, პროექტი ასევე აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება კვლევისა და სახელოვნებო პრაქტიკის შერწყმით მივიღოთ სამომავლო შემოქმედებითი და პრაქტიკული პროექტების წინაპირობები.

შერჩეულ იქნა ბეთლემის უბანში მაცხოვრებელი სამი ეთნიკური ჯგუფი, რომლებთანაც ჩატარდა ინტენსიური კვლევითი სამუშაოები განსაკუთრებული ყურადღების დაეთმო მათ კულინარიულ ტრადიციებს და საკვებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ხელოვანები (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის გრაფიკის და ფოტოგრაფიის ფაკულტეტების სტუდენტები) მუშაობდნენ ანთროპოლოგებთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები) ერთად, რის შედეგადაც მოძიებული ვიზუალური თუ ტექსტუალური მასალა გამოყენებულ იქნა პუბლიკაციის შესაქმენლად. საკვები და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარმოადგენს პროექტის დიდ ნაწილს, იგი გვაჩვენებს თუ როგორ არის დანახული და გამოხატული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების იდენტობა საკვებში, და თუ როგორ იცვლება ესა თუ ის საკვები სხვა ქვეყანაში, რა რჩება ორიგინალი/პირვანდელი რეცეპტიდან და რა ტრანსფორმაციას განიცდის იგი მასპინძელი ქვეყნის პირობებიდან და სპეციფიკაციიდან გამომდინარე, და თუ რა გარე კონტაქტები მყარდება თემებს შორის რათა შეინარჩუნონ მათი საკვების ტრადიციები. ვაკეთებთ რა აქცენტს ამ ასპექტზე, ჩვენ ვცდილობთ ავხსნათ, თუ როგორ ახდენს გავლენას გარე თუ შიდა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ ტრადიციებზე და პირიქით, როგორ იცვლება გარემო სხვადასხვა კომპონენტების ზეგავლენით. გარდა ამისა, გარე სივრცეში წარმოდგენილი საცხოვრებელი გარემო იქცევა კვების ადგილად, სადაც მაყურებელს ვეპატიჟებით დააგემოვნოს „მიგრანტების“ საკვები, გაეცნოს მათ პირად ისტორიებს, ასევე მშობლიური ქვეყნის ისტორიებს, გაცვალონ აზრები და რეცეპტები, რაც სასურველია იქცეს მომავალი კომუნიკაციის საწინდრად.

ფესტივალის დღეს ბეთლემის უბანში მაცხოვრებელი 3 მონაწილე ჯგუფის წარმომადგენლების მიერ მოხდება საკუთარი ეთნიკური მიკუთვნებულობის საკვების საჯარო მომზადება და მათ საცხოვრებელ სახლებში/თან სტუმრების გამასპინძლება, ისტორიების გაზიარება და ა.შ. ფესტივალის სტუმრები მოწვეულნი იქნებიან ჩაერთონ საკვების საჯარო მომზადების ღონისძიებებში და მონაწილეობით გაცვალონ საკვებთან დაკავშირებული ისტორიები. დარიგდება სპეციალურად მომზადებული ბროშურები, რომლებიც შეიცავს ამ ოჯახების ოსტორიებს, რეცეპტებს და და სხვადასხვა საინტერესო ტექსტუალურ თუ ვიზუალურ მასალას. ასევე, მომზადებული საკვების გაყიდვა მოხდება სიმბოლურ ფასად და მოგროვებული თანხა, მთლიანად გადაინახება შემდეგი წლის ბეთლემის უბნის ფესტივალის ბიუჯეტისთვის.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ვორკშოპი მეორადი მასალების ხელმეორედ გამოყენების საკითხზე. მასალა შეგროვდება 11 მაისს ბეთლემის უბანში საჯარო ერთობლივი გაწმენდის აქციის შედეგად (სტუდენტთა აქტიური ჩართულობით). ვორკშოპის ძირითადი მიზანია გარემოს და მისი გაფრთხილების მიმართ ცნობიერების ამაღლება, პლასტმასის ბოთლების და პოლიეთილენის ჩანთების ხელმეორედ გამოყენება გამწვანების მიზნებით და მცირედი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. ვორკშობს გაუძღვებიან თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სტუდენტები.



Betlemi Quarter is a very old historical part of Tbilisi, where people of different ethnic groups lived throughout years. It was revitalized by ICOMOS Georgia and local community. Project addresses the issue of displacement and “migrants’” lives through transforming their household and foodways in the engaged artistic works, transforming their stories and private space into public. During the project we worked with people of three different ethnic groups, which have been living in Betlemi Quarter for generations - Greeks, Armenians and Jewish. 

It is a popular understanding that Tbilisi has been multi-cultural ever since its existence and people of different ethnic and cultural backgrounds have lived here in peace. This might be referring to 'the traditional groups' living in here, but again recent changes in the history, political developments and gentrification processes show active displacement of these ethnic groups to outskirts of the city, for example Kurds are almost invisible in their original place. 
Foodways have always been an important aspect of one's identity, as well as crucial for the communication between people. Hence, with the project of cooking food linked to their ethnic identity, as well as telling stories and serving it publicly, distributing artistic leaflets about the 'cooking events', providing the information through media and by creating art projects regarding the matter, the project aims to provide communication between and raise awareness of different groups in contemporary Tbilisi.
The project also involves young professionals and on this case introduces them anthropological approach and interdisciplinary collaboration in contemporary art. By involving young professionals from socio-cultural anthropology and arts, we aimed to demonstrate and teach-in-practice how the knowledge can be transformed in the applied site-specific project and benefit its participants. Therefore, it also demonstrates how the linkage of prior research and intended artistic practice can be an important source for further creative exploration and application in practice.  
Three “migrant” groups living in Betlemi Quarter were selected for the project and extensive fieldwork was carried out with them, including placing emphasis on their foodways and households. Based on the information obtained from the fieldwork, selected artists (visual artist, photographers, graphic designers from Tbilisi State Academy of Arts and CCA Tbilisi) collaborated with anthropologists (students from Tbilisi State University) for transforming the findings of their household (visual appearance, stories, artifacts) into publication and outdoor public cooking events. For each public cooking event we produced small fanzines. Foodways and food-related practices are the big part of the project, showing how migrants’ identity is seen and expressed in food and while making food of their own culture in a different country, what remains of their own and what transforms to the specifics of the host country, what external contacts are made to their home communities for keeping the foodways of their own.
Therefore, placing emphasis on this aspect we link to and elucidate how the environment they live in, both interior and exterior, is affected and the other way around. Moreover, the living environment represented in outdoor space will serve as a place for eating where the audience is invited to try the food of “migrants”, as well as exchange stories of migration, history of their home country, recipes and extend it from there.
During the festival day, chosen three families will publicly cook their ethnic food and audience will have a possibility to taste it in or close by their houses, hear their (hi)stories etc. Guests will also have a chance to get involved in the cooking process and share their culinary stories. Moreover, on festival day specially prepared brochures, containing recipes and different textual and/or visual material of these families, will be distributed. Guests are asked for small monetary contribution, which will lay a foundation for next year Betlemi Quarter Festival.
Within this project we also plan workshop for children/youngsters regarding recycling material, which we will collect on spot after public joint cleaning project (with the active involvement of students). Workshop will concentrate mainly on raising awareness on environment, and reusing plastic bottles and bags, for gardening and creating small art works. Workshop will be led by CCA Tbilisi students.


პროექტი ხორციელდება გეოეარის მიერ (ნინი ფალავანდიშვილი და დათა ჭიღოლაშვილი), ICOMOS საქართველოსა და ანთროპოლოგიისა და გრაფიკის ფაკულტეტების სტუდენტებთან თანამშრომლობით (ანა ბენიძე, ანა გზირიშვილი, მაია მალინოვსკა, ანა რამაზაშვილი, ნინი ხუროშვილი, თათია ხუციშვილი, ირაკლი შარვაძე).
The project is initiated by GeoAIR (Nini Palavandishvili and Data Chigholashvili) in collaboration with ICOMOS Georgia and anthropology and graphic faculty students (Ana Benidze, Anna Gzirishvili, Maja Malinovska, Ana Ramazashvili, Nini Khuroshvili, Tatia Khutsishvili, Irakli Sharvadze).









პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.
This project is funded by the European Union through the Eastern Partnership Culture Programme.
ეს პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროექტ SPACES ფარგლებში.
Project is realized in the frame of the EU project SPACES.


თანმხლები პუბლიკაციების ბეჭდვას ფინანსურად ხელი შეუწყო თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა.
Printing of the accompanying publications is supported by Tbilisi Center of Cultural Events.














სამოთხის ვაშლები / 1TV, Samotkhis Vashlebi, 11:17:29
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=10-05-2013+11%3A17

დილა მშვიდობისა საქართველო! / Dila Mshvidobisa Sakartvelo!, Rustavi2, 08:43:20
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=10-05-2013+08%3A43